გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2017 წლის სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 22.02.2017
ძალის დაკარგვა 23.01.2018
გამომცემი ორგანო გარდაბნის მუნიციპალიტეტი
ნომერი №9
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.161.016310
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/02/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,667 სიტყვა · ~13 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.02.2017 მიღება
23.01.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა გენგაშვილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2017 წლის სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №9 2017 წლის 22 თებერვალი ქ. გარდაბანი გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2017 წლის სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტის თანახმად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2017 წლის სოციალური პროგრამა“ დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,გარდაბნის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების სახეები და ადგილობრივი ბიუჯეტიდან მათი დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 13 აპრილის  №21 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევაჟა გენგაშვილი დანართი გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2017 წლის სოციალური პროგრამა ეს პროგრამა განსაზღვრავს ადგილობრივი ბიუჯეტიდან გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობისათვის სოციალური დახმარების გაცემის პირობებსა და პროცედურებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს. მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი 1. სოციალური დახმარებების პრიორიტეტების გამოკვეთა. 2. მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის ხელშეწყობა. 3. აღნიშნული კატეგორიის მქონე პირების მონაცემთა ბაზის წარმოება და მათთვის მატერიალური დახმარების გაწევა. მუხლი 2🔗. დაფინანსების წყარო გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტი. მუხლი 3🔗. პროგრამის ხანგრძლივობა პროგრამა ძალაშია 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. მუხლი 4🔗. პროგრამით მოსარგებლეები არიან ქვეპროგრამებით განსაზღვრული ბენეფიციარები. მუხლი 5🔗. ავადმყოფთა სოციალური დაცვა (კოდი − 06 02 01) ქვეპროგრამა ითვალისწინებს წელიწადში ერთხელ სამკურნალო და საოპერაციო ხარჯებით დახმარებას: (არდაფინანსდება სტომატოლოგია, კოსმეტიკური და პლასტიკური ოპერაციები). 5.1. ბენეფიციარს, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა არის 100 000-მდე და ესაჭიროება: გეგმიური სტაციონარული მომსახურება – ქირურგიული ოპერაცია, კომპიუტერული ან მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია, პოზიტრონული-ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფია (PET/CT), კორონოგრაფია, გასტროფიბროსკოპია და ფიბროსკოპია, თვალის რეფრაქციული ქირურგია, სიელმის ქირურგიული მკურნალობა (25 წლის ასაკამდე), თვალის ლაზერული ქირურგია, იოდით თერაპია, მენჯ-ბარძაყის ოპერაცია და სხვა სამედიცინო მომსახურება, და მკურნალობის თანხა არ უნაზღაურდება კერძო ან სახელმწიფო პროგრამით, დაფინანსდებიან წარმოდგენილი ღირებულების 80%-ით, მაგრამ არაუმეტეს 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობისა, ან უნაზღაურდება ნაწილობრივ, სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე ჩაერიცხება წარმოდგენილი ღირებულების 50%, მაგრამ არაუმეტეს 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობისა. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტები: ა) განცხადება; ბ) სამკურნალო დაწესებულების ანგარიშ-ფაქტურა და კალკულაცია; გ) განმცხადებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი; დ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან სარეიტინგო ქულის შესახებ; ე) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა); ვ) ცნობა დაზღვევის ფარგლებში დაფინანსების ოდენობის ან დაფინანსებაზე უარის თქმის შესახებ; ზ) შუამდგომლობა შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან; თ) აქტი, სადაც დასაბუთებული იქნება ოჯახის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა; (აქტს ხელს აწერს გამგებლის წარმომადგენელი და საკრებულოს მაჟორიტარი წევრი) ი) ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე; კ) შესრულებული სამედიცინო მომსახურებისას ცნობა ან სხვა დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება) სამედიცინო დაწესებულებიდან გადასახდელი დავალიანების (გადავადების) თაობაზე; ლ) დევნილის მოწმობის ასლი; მ) დევნილის სტატუსის მქონე ბენეფიციარი ვალდებულია წარმოადგინოს ცნობა, სადაც მითითებული იქნება, რომ ის არ არის ამ წესით გათვალისწინებული ანალოგიური დახმარების მიმღები იმ თვითმმართველი ერთულის ბიუჯეტიდან, სადაც არის რეგისტრირებული. 5.2. ონკოლოგიური ავადმყოფის სამედიცინო კვლევა 1. ონკოლოგიური მანიპულაციებისთვის საჭირო კვლევა, რომელიც არ არის გათვალისწინებული სხვა პროგრამით, კვლევის დაფინანსება მუნიციპალიტეტის მხრიდან განისაზღვროს ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი კვლევის ღირებულების 50%-ით, მაგრამ არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა.  2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტები: ა) განცხადება; ბ) განმცხადებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა); დ) სამკურნალო დაწესებულების ანგარიშ-ფაქტურა და კალკულაცია; ე) შუამდგომლობა შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან; ვ) აქტი, სადაც დასაბუთებული იქნება ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა; (აქტს ხელს აწერს გამგებლის წარმომადგენელი და საკრებულოს მაჟორიტარი წევრი) ზ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან სარეიტინგო ქულის შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში; თ) ცნობა დაზღვევის ფარგლებში არდაფინანსების შესახებ; ი) ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე; კ) შესრულებული სამედიცინო მომსახურებისას ცნობა ან სხვა დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება) სამედიცინო დაწესებულებიდან გადასახდელი დავალიანების (გადავადების) თაობაზე; ლ) დევნილის მოწმობის ასლი;  მ) დევნილის სტატუსის მქონე ბენეფიციარი ვალდებულია წარმოადგინოს ცნობა, სადაც მითითებული იქნება, რომ ის არ არის ამ წესით გათვალისწინებული ანალოგიური დახმარების მიმღები იმ თვითმმართველი ერთულის ბიუჯეტიდან, სადაც არის რეგისტრირებული. 5.3. ონკოლოგიური ავადმყოფის სამედიცინო სტაციონარული მომსახურება, რომელიც არ არის გათვალისწინებული სხვა კერძო ან სახელმწიფო პროგრამით, დაფინანსება მუნიციპალიტეტის მხრიდან განისაზღვროს, ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი ღირებულების 70%-ით, მაგრამ არაუმეტეს 3000 (სამი ათასი) ლარისა. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტები: ა) განცხადება; ბ) განმცხადებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა); დ) სამკურნალო დაწესებულების ანგარიშ-ფაქტურა და კალკულაცია; ე) ცნობა დაზღვევის ფარგლებში დაფინანსების ოდენობის ან დაფინანსებაზე უარის თქმის შესახებ; ვ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან სარეიტინგო ქულის შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ზ) შუამდგომლობა შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან; თ) აქტი, სადაც დასაბუთებული იქნება ოჯახის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა; (აქტს ხელს აწერს გამგებლის წარმომადგენელი და საკრებულოს მაჟორიტარი წევრი) ი) ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, სამედიცინო დაწესებულების შესაბამის  ანგარიშზე; კ) შესრულებული სამედიცინო მომსახურებისას ცნობა ან სხვა დოკუმენტი (ხელშეკრულება; შეთანხმება) სამედიცინო დაწესებულებიდან გადასახდელი დავალიანების (გადავადების) თაობაზე; ლ) დევნილის მოწმობის ასლი;  მ) დევნილის სტატუსის მქონე ბენეფიციარი ვალდებულია წარმოადგინოს ცნობა, სადაც მითითებული იქნება, რომ ის არ არის ამ წესით გათვალისწინებული ანალოგიური დახმარების მიმღები იმ თვითმმართველი ერთულის ბიუჯეტიდან, სადაც არის რეგისტრირებული. მუხლი 6🔗. ერთჯერადი მატერიალური დახმარება (კოდი − 06 02 05) ქვეპროგრამა ითვალისწინებს იმ ოჯახების ერთჯერად ფულად დახმარებას წელიწადში ერთხელ, რომლებიც განიცდიან უკიდურესად გაჭირვებულ ეკონომიურ მდგომარეობას: 6.1. მრავალშვილიანი ოჯახები, რომლებიც განიცდიან ეკონომიურ გასაჭირს(4 ან მეტი არასრულწლოვანი შვილის ყოლის შემთხვევაში, თუ ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს); დახმარება გაიცემა:  4 შვილზე − 300 (სამასი) ლარის ოდენობით,  5 შვილზე − 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით,  6 შვილზე − 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით,  7 შვილზე − 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით,  8 და მეტ შვილზე − 700 (შვიდასი) ლარის ოდენობით. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტები: ა) განცხადება; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან სარეიტინგო ქულის შესახებ; დ) შუამდგომლობა შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან; ე) აქტი, სადაც დასაბუთებული იქნება ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა;  (აქტს ხელს აწერს გამგებლის წარმომადგენელი და საკრებულოს მაჟორიტარი წევრი) ვ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები; ზ) საბანკო რეკვიზიტები. 6.2. სოციალურად დაუცველ მარტოხელა პენსიონერებზე, რომლთაც არ ჰყავთ მემკვიდრე, განიცდიან ეკონომიკურ გასაჭირს და მათი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს, დახმარება გაიცემა 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით; მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტები: ა) განცხადება; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან სარეიტინგო ქულის შესახებ; დ) შუამდგომლობა შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან; ე) აქტი, სადაც დასაბუთებული იქნება, რომ პენსიონერი ნამდვილად არის მარტოხელა;  (აქტს ხელს აწერს გამგებლის წარმომადგენელი და საკრებულოს მაჟორიტარი წევრი) ვ) საბანკო რეკვიზიტები. 6.3. დევნილები და იძულებით ადგილნაცვალი პირები (თუ ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 65 000-ს) დახმარება გაიცემა 200 (ორასი) ლარის ოდენობით; მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტები: ა) განცხადება; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) დევნილის მოწმობის ასლი; დ) ცნობა, სადაც მითითებული იქნება, რომ ისინი არ არიან ამ წესით გათვალისწინებული ანალოგიური დახმარების მიმღები იმ თვითმმართველი ერთულის ბიუჯეტიდან, სადაც არიან რეგისტრირებული; ე) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან სარეიტინგო ქულის შესახებ; ვ) საბანკო რეკვიზიტები.  6.4. მარტოხელა დედების დახმარება გაიცემა 200 (ორასი) ლარის ოდენობით;  მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტები: ა) განცხადება; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) შუამდგომლობა შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან; ე) აქტი, სადაც დასაბუთებული იქნება ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა;  (აქტს ხელს აწერს გამგებლის წარმომადგენელი და საკრებულოს მაჟორიტარი წევრი) ვ) საბანკო რეკვიზიტები. 6.5. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოქალაქეები, რომელთა ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 57 000-ს ან 65 000-ს, დახმარება გაიცემა 200 (ორასი) ლარის ოდენობით; (თუ ოჯახი გადამოწმებული არ არის საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილების საფუძველზე – 57000 ქულა, ხოლო თუ გადამოწმებულია ახალი მეთოდოლოგიით, ოჯახის სარეიტინგო ქულა არ უნდა აღემატებოდეს 65000-ს. აღნიშნული უნდა დადასტურებული იყოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერით). მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტები: ა) განცხადება; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან სარეიტინგო ქულის შესახებ; დ) შუამდგომლობა შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან; ე) აქტი, სადაც დასაბუთებული იქნება ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა;  (აქტს ხელს აწერს გამგებლის წარმომადგენელი და საკრებულოს მაჟორიტარი წევრი); ვ) საბანკო რეკვიზიტები. 6.6. ფენილკეტონურიით და ცელიაკით დაავადებულების დახმარება გაიცემა 200 (ორასი) ლარის ოდენობით  წელიწადში ორჯერ. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტები: ა) განცხადება; ბ) დაბადების ან პირადობის მოწმობის ასლი; გ) ფორმა № IV-100/ა; დ) წერილი შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან; ე) საბანკო რეკვიზიტები. მუხლი 7🔗. მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება (კოდი − 06 02 06) ქვეპროგრამა ითვალისწინებს ვეტერანთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა და უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვასთან დაკავშირებული სარიტუალო ხარჯების ანაზღაურებას. 1. ანაზღაურდება შემდეგი სახის სარიტუალო მომსახურება: ა) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ გარდაცვლილ ვეტერანთა სარიტუალო მომსახურება; ბ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება; გ) უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება. 2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტები: ა) დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი; დ) იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობის ასლი; ე) ინფორმაცია მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლისაგან, საკრებულოს მაჟორიტარი წევრისგან, პოლიციიდან ან სხვა დაწესებულებიდან – უპატრონო მიცვალებულის შესახებ; ვ) გარდაცვლილი ვეტერანის მოწმობის ასლი; ზ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში. 3. თანხა გაიცემა : ა) 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით ვეტერანის გარდაცვალების შემთხვევაში. ბ) 200 (ორასი) ლარის ოდენობით დევნილის გარდაცვალების შემთხვევაში. გ) 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით უპატრონო მიცვალებულის სარიტუალო მომსახურების  შემთხვევაში. 4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. 5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით სარგებლობის შემთხვევაში ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით, დამკძალავი ბიუროდან წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის საფუძველზე. მუხლი 8🔗. დიალიზზე დამოკიდებულ მოქალაქეთა დახმარება (კოდი − 06 02 07) ქვეპროგრამა ითვალისწინებს დიალიზზე დამოკიდებულ, სახელმწიფო პროგრამაში ჩართული მოქალაქეების სატრანსპორტო ხარჯების ანაზღაურებას. მუნიციპალიტეტის მიერ მათ ჩაერიცხებათ თანხა ყოველთვიურად 120 (ასოცი) ლარის ოდენობით. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტები: ა) განცხადება; ბ) განმცხადებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა); დ) წერილი შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან; ე) საბანკო რეკვიზიტები, სადაც უნდა მოხდეს თანხის ჩარიცხვა. მუხლი 9🔗. C ჰეპატიტით დაავადებულთა დახმარება (კოდი − 06 02 08) ქვეპროგრამა ითვალისწინებს C ჰეპატიტით დაავადებული მოქალაქეების „C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის“ მკურნალობაში ჩართვამდე აუცილებელი კვლევების ჩატარების უზრუნველყოფას. C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამის სამედიცინო მომსახურება, რომელიც არ არის გათვალისწინებული ამ პროგრამის ფარგლებში, კერძოდ − თანადაფინანსება წელიწადში ერთხელ მუნიციპალიტეტის მხრიდან განისაზღვრება არაუმეტეს 600 (ექვსასი) ლარისა. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტები: ა) განცხადება; ბ) განმცხადებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა); დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან; ე) შუამდგომლობა შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან; ვ) აქტი, სადაც დასაბუთებული იქნება ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა; (აქტს ხელს აწერს გამგებლის წარმომადგენელი და საკრებულოს მაჟორიტარი წევრი); ზ) ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე. მუხლი 10🔗. დედმამით ობოლი ბავშვების სოციალური დაცვა (კოდი − 06 02 09) ქვეპროგრამა ითვალისწინებს დედმამით ობოლი ბავშვების ფინანსურ მხარდაჭერას. კერძოდ დედმამით ობოლ თითოეულ ბავშვს, რომელსაც არ შესრულებია 18 წელი, მიეცემა 500 (ხუთასი) ლარი წელიწადში ორჯერ (1 ივნისს და ახალ წელს). მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტები: ა) განცხადება; ბ) მეურვის/მზრუნველის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) მეურვეობის/მზრუნველობის ან კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; დ) მშობლების გარდაცვალების დამადასტურებელი დოკუმენტი; ე) ბავშვის (ბავშვების) დაბადების მოწმობის ასლი (ასლები); ვ) შუამდგომლობა შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან; ზ) საბანკო რეკვიზიტები, სადაც უნდა მოხდეს თანხის ჩარიცხვა. მუხლი 11🔗. უსახლკაროდ დარჩენილთა და დაზარალებულთა დახმარება (კოდი − 06 02 10) ქვეპროგრამა ითვალისწინებს უსახლკაროდ დარჩენილი და დაზარალებული გაჭირვებული მოსახლეობისათვის მინიმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას, ყოფითი პირობების გაუმჯობესებას და მორალურ მხარდაჭერას. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დროებითი, 1-წლიანი დახმარება, რაც დაკავშირებულია ბინის დაქირავებასთან, იაფი საცხოვრებლით (თავშესაფრით) უზრუნველსაყოფად. თანხის მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრება 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით თვეში. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტები: ა) განცხადება; ბ) პირადობის მოწმობის ასლი (დამქირავებლის და მქირავებლის); გ) ხელშეკრულების ასლი ქირავნობის შესახებ (ნოტარიუსის მიერ დამოწმებული), სადაც იქნება მითითებული ქირავნობის თანხის ოდენობა; დ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან სარეიტინგო ქულის შესახებ, (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ე) შუამდგომლობა შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან, რომელშიც დამოწმებული იქნება, რომ  განმცხადებელს ნამდვილად არ აქვს საცხოვრებელი; ვ) გამქირავებლის ბინის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი, ან მიღება-ჩაბარების აქტი ან აქტი 3 მეზობლის ხელმოწერით (ნოტარიუსით დამოწმებული). ზ) ინფორმაცია საჯარო რეესტრიდან, რომ განმცხადებელს და მისი ოჯახის წევრებს არ გააჩნიათ სხვა  საცხოვრებელი ფართი; თ) აქტი, სადაც დასაბუთებული იქნება ოჯახის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა; (აქტს ხელს აწერს გამგებლის წარმომადგენელი და საკრებულოს მაჟორიტარი წევრი); ი) საბანკო რეკვიზიტები. მუხლი 12🔗. ომის ვეტერანთა სოციალური უზრუნველყოფა (კოდი − 06 02 11) ქვეპროგრამა ითვალისწინებს წელიწადში ერთხელ ომის ვეტერანთა და მათი ოჯახების ფინანსურ მხარდაჭერას. 1. მეორე მსოფლიოს ომში მონაწილეს − 300 (სამასი) ლარის და მათთან გათანაბრებულ პირებს − 200 (ორასი) ლარის ოდენობით დახმარება მიეცემათ 9 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით. 2. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომის დროს დაღუპულთა ოჯახების დახმარება გაიცემა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით; (მშობელი, შვილი, ქორწინებაში მყოფი მეუღლე), (17 ოქტომბერი − ვეტერანის დღე). 3. ვეტერანების და მათთან გათანაბრებული პირების (გარდა მეორე სამამულო ომის მონაწილეებისა და მათთან გათანაბრებული პირებისა, თუ ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 65 000-ს) დახმარება გაიცემა 200 (ორასი) ლარის ოდენობით; მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტები: ა) წერილი შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ომის მონაწილის (ვეტერანის) დამადასტურებელი მოწმობის ასლი; დ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან სარეიტინგო ქულის შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ე) შუამდგომლობა შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან; ვ) აქტი, სადაც დასაბუთებული იქნება ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა; (აქტს ხელს აწერს გამგებლის წარმომადგენელი და საკრებულოს მაჟორიტარი წევრი); ზ) განსაკუთრებული შემთხვევის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი), ყოველ კონკრეტულ შემთხვევაზე; თ) საბანკო რეკვიზიტები; ი) ქორწინების მოწმობის ასლი. მუხლი 14🔗. ხანდაზმულ პირთა სოციალური დაცვა (კოდი − 06 02 12) ქვეპროგრამა ითვალისწინებს ასი და ას წელს გადაცილებული უხუცესების ერთჯერად მატერიალურ დახმარებას. ხანდაზმულებს დახმარება მიეცემა 300 (სამასი) ლარის ოდენობით 1 ოქტომბერს − უხუცესთა საერთაშორისო დღის ღონისძიებასთან დაკავშირებით 1. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტები: ა) წერილი შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) საბანკო რეკვიზიტები, სადაც უნდა მოხდეს თანხის ჩარიცხვა. მუხლი 15🔗. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვა (კოდი − 06 02 13) 1. ქვეპროგრამა ითვალისწინებს შშმ პირების ფინანსურ მხარდაჭერას და რეინტეგრაციას საზოგადოებაში. 2. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს დახმარება მიეცემათ 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით  (წელიწადში ერთხელ): ა) დაუნის სინდრომით და/ან ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვებს − 21 მარტს; ბ) აუტიზმით დაავადებულ ბავშვებს − 2 აპრილს; გ) ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს − 1 ივნისს; დ) ეტლს მიჯაჭვულები, მეტყველება და სმენადაქვეითებულები, მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე უსინათლოები − 3 დეკემბერს. 3. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა (მეურვემ/მზრუნველმა/მხარდამჭერმა) მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილი შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან; ბ) განმცხადებლის (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის) პირადობის მოწმობის ასლი; გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის კანონიერი წარმომადგენლის (ასეთის ყოლის შემთხვევაში) პირადობის მოწმობის ასლი; დ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი; ე) ფორმა 100 ან/და ფორმა 50 – საჭიროების მიხედვით; ვ) საბანკო რეკვიზიტები, სადაც უნდა მოხდეს თანხის ჩარიცხვა. მუხლი 16🔗. სახელმწიფო მზრუნველობიდან ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრირებული ბავშვების დახმარება (კოდი − 06 02 014) 1. ქვეპროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრირებული ბავშვების ფინანსურ მხარდაჭერას და პირობების გაუმჯობესებას. 2. დახმარების მიმღებს (ბენეფიციარს) დახმარება გაეწევა ყოველთვიურად თითოეულ ბავშვზე 100 (ასი) ლარის ოდენობით. 3. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტები: ა) განცხადება; ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირდობის მოწმობის ასლი; გ) წერილი შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან; დ) ცნობა ბავშვის რეინტეგრაციაში ყოფნის შესახებ. ე) საბანკო ანგარიში. მუხლი 17🔗. სტუდენტების დახმარება (კოდი − 06 02 015) 1. ქვეპროგრამა ითვალისწინებს სტუდენტების სოციალურ დახმარებას წახალისების მიზნით 2. წარმატებულ სტუდენტებზე, რომლებიც სწავლობენ აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლებლებში, დაფინანსება გაიცემა 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით ყოველთვიურად აკადემიური სასწავლო წლის განმავლობაში (სემესტრების მიხედვით). ა) დედ-მამით ობოლი; ბ) მრავალშვილიანი (4 და მეტი შვილი) ოჯახის წევრი, თუ ოჯახში 1 ან მეტი სტუდენტია (თითოეულზე); გ) სოციალურად დაუცველი ოჯახიდან, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 65 000-ს; 3. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტები: ა) განცხადება; ბ) ცნობა სასწავლო წლის პერიოდულობის (სემესტრების) შესახებ; გ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი; დ) მშობლების გარდაცვალების დამადასტურებელი დოკუმენტი; ე) განმცხადებლის და მისი და-ძმების ნოტარიულად დამოწმებული დაბადების მოწმობების ასლები; ვ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან სარეიტინგო ქულის შესახებ; ზ) ბენეფიციარი ვალდებულია ყოველი თვის 25 რიცხვამდე წარმოადგინოს განახლებული ცნობა სტუდენტის (აქტიური) სტატუსის შესახებ (დედანი); თ) წერილი შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან; ი) საბანკო რეკვიზიტები, სადაც უნდა მოხდეს თანხის ჩარიცხვა; კ) ცნობა აკადემიური მოსწრების სარეიტინგო ქულის შესახებ. მუხლი 18🔗. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოსახლეობისათვის სოციალური დახმარების გაცემის ორგანიზება 1. სოციალური დახმარების მისაღებად, ბენეფიციარი წერილობითი განცხადებით მიმართავს და შესაბამის დოკუმენტაციას წარუდგენს მუნიციპალიტეტის გამგეობას ან ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელს. 2. დახმარების მისაღებად, მუნიციპალიტეტის საკრებულოში წარდგენილი დოკუმენტაცია შემდგომი რეაგირებისათვის იგზავნება მუნიციპალიტეტის გამგეობაში. 3. მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური უზრუნველყოფს სოციალური დახმარების მთხოვნელთა განცხადებების რეგისტრაციას. 4. მუნიციპალიტეტში შემოსული დახმარების მთხოვნელთა განცხადებები თანდართული დოკუმენტაციით შესასწავლად ეგზავნება გამგეობის ჯანმრთლობისა და სოციალური დაცვის სამსახურს. 5. ამ პროგრამის გათვალისწინებით მომზადებული და წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ ტერიტორიულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებს და საკრებულოს მაჟორიტარ წევრებს. 6. შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის გამგებლის წარმომადგენლის და საკრებულოს მაჟორიტარი წევრის შუამდგომლობაში მითითებული უნდა იყოს ამ პროგრამით განსაზღვრულ რომელ კატეგორიას (მუხლი, პუნქტი) მიეკუთვნება ყოველი კონკრეტული შემთხვევა. მუხლი 19🔗. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფლებამოსილება გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური, დოკუმენტაციასთან ერთად შემოსული განცხადებების შემოწმების და/ან ადგილზე გადამოწმების შემდეგ, იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტაცია სრულყოფილია − ამზადებს ბრძანების პროექტს და საგარანტიო წერილს (საჭიროების შემთხვევაში) მუნიციპალიტეტის გამგებელთან წარსადგენად, ხოლო განცხადებებში აღმოჩენილი ხარვეზის შემთხვევაში, განმცხადებელს მიმართავს ხარვეზის შესავსებად. მუხლი 20🔗. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება სოციალური დახმარების გაცემის შესახებ (გაცემული საგარანტიო წერილის შემთხვევაში, შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ) საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებელი და გამოსცემს შესაბამის ბრძანებას. მუხლი 21🔗. დახმარების გაცემა 1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (ბრძანება), ასანაზღაურებლად იგზავნება გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურში. 2. თანხა გაიცემა უნაღდო ანგარიშსწორებით (დახმარების მიმღების მიერ წარმოდგენილ საბანკო ან შესაბამისი დაწესებულების ანგარიშზე). მუხლი 22🔗. პროგრამის შეფასების კრიტერიუმები 1. მინიმალური სოციალური დახმარების ხელმისაწვდომობა. 2. დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად პროგრამაში ჩართულ მოქალაქეთა რაოდენობის განსაზღვრა. 3. საერთო სოციალური ფონის უკეთესობისკენ შეცვლა. 4. უკიდურესად გაჭირვებულ პირთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება. მუხლი 23🔗. პროგრამის შედეგი 1. საერთო სოციალური ფონის უკეთესობისკენ შეცვლა. 2. უკიდურესად გაჭირვებულ პირთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება. 3. მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება. 4. პროგრამის კატეგორიებს მიკუთვნებულ პირთა მონაცემთა ბაზის ჩამოყალიბება. 5. პროგრამაში მონაწილე მიზნობრივი ჯგუფების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შემსუბუქება, მათი წახალისება, მატერიალური და მორალური მხარდაჭერა.