„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№331
სარეგისტრაციო კოდი
010.340.000.05.002.003
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 87, 17/08/2004

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №331

2004 წლის 14 აგვისტო

ქ. თბილისი

 „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებით (სსმ III, 23.07.2001 წ., №78) დამტკიცებულ საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. რეესტრის მე-2 თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი II. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სახელმწიფო თანამდებობები:

 მუხლი 5. მთავარი საჯარო თანამდებობა

ა) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი;

ბ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოად­გილე;

გ) საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი;

დ) საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი;

ე) საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე;

ვ) საქართველოს პრეზიდენტის სამდივნოს უფროსი;

ზ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის სამდივ­ნოს უფროსი;

თ) სამსახურის უფროსი;

ი) საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილე;

კ) კანცელარიის უფროსი;

ლ) არქივის უფროსი;

მ) სამსახურის უფროსის მოადგილე.

 მუხლი 6. წამყვანი საჯარო თანამდებობა

ა) სამმართველოს უფროსი;

ბ) განყოფილების უფროსი;

გ) მთავარი ბუღალტერი;

დ) მთავარი მრჩეველი.

 მუხლი 61. უფროსი საჯარო თანამდებობა

ა) ჯგუფის უფროსი;

ბ) მრჩეველი;

გ) მთავარი რეზიდენციის კომენდანტი;

დ) მთავარი სპეციალისტი;

ე) წამყვანი სპეციალისტი;

ვ) ბუღალტერი;

ზ) უფროსი სპეციალისტი.

 მუხლი 7. უმცროსი საჯარო თანამდებობა

ა) კომენდანტი;

ბ) მოლარე;

გ) სპეციალისტი“.

2. რეესტრს დაემატოს შემდეგი შინაარსის II2 თავი:

„თავი II2. საქართველოს მთავრობის კანცელარიის სახელმწიფო თანამდებობები

 მუხლი 74. მთავარი საჯარო თანამდებობა

ა) საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსი;

ბ) საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილე;

გ) საქართველოს მთავრობის კანცელარიის საპარლამენტო მდივანი;

დ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსი;

ე) საქართველოს მთავრობის კანცელარიის დეპარტამენტის უფ­როსი;

ვ) საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე;

ზ) საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის უფროსი.

 მუხლი 75. წამყვანი საჯარო თანამდებობა

ა) საქართველოს მთავრობის კანცელარიის განყოფილების უფროსი;

ბ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი;

გ) საქართველოს მთავრობის კანცელარიის მთავარი ბუღალტერი;

დ) საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის სამდივნოს უფროსი.

    მუხლი 76. უფროსი საჯარო თანამდებობა

ა) მთავარი სპეციალისტი;

ბ) წამყვანი სპეციალისტი;

გ) საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის თანაშემწე;

დ) უფროსი სპეციალისტი;

ე) მდივანი (სპეციალისტი)“.

მ. სააკაშვილი