„რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის №150 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№98
სარეგისტრაციო კოდი
340170000.10.003.019807
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/02/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №98

2017 წლის 22 თებერვალი

ქ. თბილისი

 

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის №150 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/03/2016, 340170000.10.003.019215) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული „რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის“ დაფინანსება განხორციელდეს „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროგრამიდან – „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის ღონისძიებები“ (პროგრამული კოდი: 37 06).“;

2. დადგენილებით დამტკიცებული „რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის“:

ა) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ.გ“ და „ბ.დ“ ქვეპუნქტები:

„ბ.გ)  რძის საწარმოს აღჭურვილობა (№5 დანართით), თუ ამ კოოპერატივის ან/და მისი მეპაიე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ან/და ამავე კოოპერატივის მეპაიეთა საკუთრებაში არსებული ცხვრების (ნერბი) რაოდენობა ჯამურად შეადგენს არანაკლებ 2000 სულს;

ბ.დ) რძის საწარმოს აღჭურვილობა (№6 დანართით), თუ ამ კოოპერატივის ან/და მისი მეპაიე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ან/და ამავე კოოპერატივის მეპაიეთა საკუთრებაში არსებული თხების (ნეზვის) რაოდენობა ჯამურად შეადგენს არანაკლებ 200 სულს.“;

ბ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კაპიტალური ინვესტირება არ მოიცავს იმ შენობა-ნაგებობის აშენება-მოწყობის/რეკონსტრუქციის სამუშაოებს, რომელშიც განთავსდება შესაბამისი ინფრასტრუქტურა. შენობა-ნაგებობის აშენება ან/და მოწყობა/რეკონსტრუქცია წარმოადგენს პროგრამის მონაწილის ვალდებულებას, რომელიც უნდა შესრულდეს პროგრამაში მონაწილეობის შემთხვევაში, მონაწილესთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“;

გ) მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, კაპიტალური ინვესტირება განხორციელდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მხრიდან 30%-იანი თანადაფინანსებით.“;

დ) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ე) მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) განაცხადის წარდგენისას სააგენტოსაგან არ აქვს მიღებული რეკომენდაცია, საქმიანობაში ხარვეზის გამოსწორების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, თუ კოოპერატივს მსგავსი რეკომენდაცია მიღებული ჰქონდა და  განაცხადის წარდგენამდე აღმოფხვრილი აქვს აღნიშნული ხარვეზი;

გ) ამ კოოპერატივს ან/და მის მეპაიე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს ან/და ამავე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიეებს საკუთრებაში ჰყავთ ამ პროგრამის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ფურების, ცხვრების (ნერბი) ან თხების (ნეზვი) რაოდენობა;“;

ვ) მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) საკუთრებაში გააჩნია სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი ან შენობა-ნაგებობა, სადაც სურს ნედლი რძის შემკრებ-გადამამუშავებელი პუნქტის მოწყობა, რომელიც სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ცნობის შესაბამისად, აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. ეს მოთხოვნა არ ვრცელდება ამ პროგრამის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაზე. ნედლი რძის შემკრები პუნქტისა და გადამამუშავებელი პუნქტის სხვადასხვა ადგილას მოსაწყობად საჭიროა პრეტენდენტს საკუთრებაში გააჩნდეს თითოეულისათვის განკუთვნილი მიწის ფართობი ან/და შენობა-ნაგებობა.“;

ზ) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, რომელსაც ამ პროგრამის ფარგლებში უკვე გადაეცა რძის საწარმოს აღჭურვილობა, განაცხადის განმეორებით წარდგენის შემთხვევაში ვალდებულია, გაზარდოს მის ან/და მის მეპაიეთა საკუთრებაში არსებული ფურების რაოდენობა ამ პროგრამის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“ და „ბ.ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ოდენობით.“;

თ) მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. იმ შემთხვევაში, თუ ერთი პირი არის 2 ან მეტი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიე, დაუშვებელია მის საკუთრებაში არსებული ერთი და იგივე საქონელი ფიქსირდებოდეს რამდენიმე პრეტენდენტის განაცხადში.“;

 ი) მე-8 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. პრედენტენტმა პროგრამაში რეგისტრაციისას სააგენტოს უნდა წარუდგინოს:

ა) ცნობა სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტოდან პრეტენდენტის ან/და მისი მეპაიე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ან/და მეპაიე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიეების საკუთრებაში არსებული ფურების, ცხვრების (ნერბი) ან თხების (ნეზვი) რაოდენობის შესახებ;

ბ) ცნობა სსიპ – შემოსავლების სამსახურიდან საგადასახადო დავალიანების არარსებობის შესახებ;

გ) ამ პროგრამის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“, „ბ.ბ“ და „ბ.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ამონაწერი სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პრეტენდენტი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საკუთრებაში არსებული იმ მიწის ნაკვეთის ან შენობა-ნაგებობის შესახებ, სადაც სურთ ნედლი რძის შემკრებ-გადამამუშავებელი პუნქტის მოწყობა.“;

კ) მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. პრეტენდენტს, რომელიც წარმატებით გაივლის პროგრამაში რეგისტრაციას, ეგზავნება შეტყობინება პროგრამაში ჩართვის შესახებ და განესაზღვრება ვადა არაუმეტეს 30 სამუშაო დღისა, რათა წარადგინოს ამ პროგრამით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის/მოწყობისათვის საჭირო ნებართვა. აღნიშნულის წარდგენის შემდეგ მონაწილესა და სააგენტოს შორის ფორმდება ხელშეკრულება.“;

ლ) მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მონაწილესა და სააგენტოს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებს, პროგრამის ფარგლებში, კაპიტალური ინვესტირებისა და ტექნიკური მხარდაჭერის მიღებამდე და მიღების შემდეგ პროგრამის მონაწილის მხრიდან შესასრულებელ შემდეგ ვალდებულებებს (წინაპირობებს):

ა) მონაწილე კოოპერატივს, მის მეპაიე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს ან/და მათ მეპაიეებს საკუთრებაში ჰყავთ, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ რეგისტრირებული ფურების, ცხვრების (ნერბი) ან თხის (ნეზვი) ამ პროგრამის მე-5 მუხლით განსაზღვრული რაოდენობა;

ბ) მონაწილეს მოწყობილი აქვს ან იღებს ვალდებულებას, ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 3 თვის ვადაში მოაწყოს რძის შემკრებ-გადამამუშავებელი პუნქტისათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობა, რომელიც სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტოს დასკვნის შესაბამისად აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. გარდა ამ პროგრამის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

გ) მონაწილე ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი თვის ვადაში ვალდებულია, სააგენტოს წარუდგინოს ამ პროგრამის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანადაფინანსების თანხის მონაწილის ანგარიშზე არსებობის დამადასტურებელი საბანკო ამონაწერი;

დ) რძის შემკრებ-გადამამუშავებელი პუნქტისათვის შესაბამისი შენობა-ნაგებობის მინიმალური ფართი, დანართი №1-ის მოთხოვნის შემთხვევაში,  უნდა იყოს არანაკლებ 45 მ2-ისა, დანართი №2-ის მოთხოვნის შემთხვევაში – არანაკლებ 80 მ2-ისა, დანართი №3-ის მოთხოვნის შემთხვევაში – არანაკლებ 165 მ2-ისა, დანართი №4-ის მოთხოვნის შემთხვევაში – 210 მ2-ისა  და დანართი №6-ის მოთხოვნის შემთხვევაში – 130 მ2-ისა;

ე) ხელშეკრულების საფუძველზე, მონაწილე კისრულობს ვალდებულებას, კაპიტალური ინვესტირების მიღებიდან არაუმეტეს 1 თვის ვადაში, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში დაარეგისტრიროს ვალდებულება, საწარმოსათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობის  5 წლის განმავლობაში გასხვისების აკრძალვის შესახებ;

ვ) მონაწილემ ხელშეკრულებით დათქმულ ვადებში შეასრულა კაპიტალური ინვესტირებისა და ტექნიკური მხარდაჭერის მიღებამდე შესასრულებელი, ხელშეკრულებით ნაკისრი სხვა ვალდებულებები.“;

მ) მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროგრამის მონაწილე ვალდებულია, ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 (ხუთი) წლის განმავლობაში:

ა) ამ პროგრამის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“, „ბ.ბ“ და „ბ.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, არ დაუშვას ამ პროგრამაში ჩართული იმ მიწის ნაკვეთის გასხვისება, რომელზეც განთავსებულია შენობა-ნაგებობა და ინფრასტრუქტურა, გარდა სააგენტოს წინასწარი ნებართვით სხვა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივზე ამ პროგრამით გათვალისწინებული პირობებით გასხვისებისა;

ბ) უზრუნველყოს საწარმოში უსაფრთხოების აუცილებელი ნორმების დაცვა;

გ) დაიცვას ამ პროგრამის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქონლის მინიმალური რაოდენობა;

დ) შეინარჩუნოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი;

ე) შესაბამისი ვადების დაცვით, პერიოდულად აწარმოოს საქონლის გამოკვლევა და ვეტერინარული კონტროლი;

ვ) ამ პროგრამის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“, „ბ.ბ“ და „ბ.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აწარმოოს ნედლი რძის მიღების ყოველდღიური აღრიცხვის დოკუმენტაცია;

ზ) 2017 წლის პირველი იანვრიდან უზრუნველყოს არსებული მსხვილფეხა საქონლის არანაკლებ 30%-ის დაგრილება მხოლოდ ხელოვნური განაყოფიერების გზით, აწარმოოს ჩანაწერები და აღნიშნულის შესახებ სააგენტოს წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია (თარიღისა და გამოყენებული ჯიშის მითითებით);

თ) წარუდგინოს სააგენტოს კვარტალური ანგარიშები გაწეული საქმიანობის შესახებ, არაუგვიანეს ყოველი მომდევნო კვარტლის პირველი თვის 15 რიცხვისა და წლიური ანგარიში – ყოველი მომდევნო წლის არაუგვიანეს 15 თებერვლისა;

ი) ამ პროგრამის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, უზრუნველყოს მეპაიეებისგან წლიურად არანაკლებ 45 ტონა ნედლი რძის მიღება, ხოლო „ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – არანაკლებ 140 ტონა ნედლი რძის მიღება, „ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – არანაკლებ 280 ტონა ნედლი რძის მიღება;

კ) ამ პროგრამის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.გ“ და „ბ.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აწარმოოს მეპაიეებისათვის ყოველდღიურად გაწეული მომსახურების აღრიცხვის დოკუმენტაცია;

ლ) საქმიანობის დაწყებამდე მიიღოს აღიარება სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტოსგან;

მ) დაიცვას საქართველოს კანონმდებლობითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებები.“;

ნ) დანართები: №1, 2, 3 და №4 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:

„დანართი №1

რძის საწარმო აღჭურვილობა

 

დასახელება

რაოდენობა

1

გამაციებელი რეზერვუარი (500 ლიტრი)

1

2

რძის ტუმბო

1

3

გენერატორი (5 კვტ)                        

1

4

წყლის რეზერვუარი (1.5 ტონა)

1

5

ცხელი წყლით რეცხვის ავტომატი

1

6

წყლის გამაცხელებელი (200 ლიტრი)

1

7

ძაბრი (მეტალის)

1

8

ელექტროსასწორი

1

9

რძის ანალიზატორი

1.

ხელოვნური განაყოფიერებისთვის საჭირო აღჭურვილობა

 

დასახელება

რაოდენობა

1

დიუარის ჭურჭელი 20 კგ (აზოტის შესანახად)

1

2

დიუარის ჭურჭელი 11 კგ

1

3

ახურების განმსაზღვრელი დანადგარი

1

4

ხელოვნური განაყოფიერების ხელსაწყოები

1

5

რეზინის წინსაფარი

1

6

სპეცტანსაცმელი

1

7

ნიტროგენის დონის მზომი სახაზავი

1

8

ცოცხალი მასის განმსაზღვრელი ლენტა

1.

დანართი №2

რძის საწარმოს აღჭურვილობა

 

დასახელება

რაოდენობა

1

ყველის სახარში აბაზანა (500 ლიტრი)

1

2

საწნეხი ურიკა

1

3

რძის ტუმბო

1

4

გენერატორი (5 კვტ)

1

5

წყლის რეზერვუარი (1.5 ტონა)

1

6

ცხელი წყლით რეცხვის ავტომატი

1

7

წყლის გამაცხელებელი (200 ლიტრი)

1

8

ძაბრი (უჟანგავი მეტალის)

1

9

ელექტროსასწორი

1

10

უჟანგავი ფოლადის სამუშაო მაგიდა (2000 X 800 X 850 მმ)

1

11

რძის ანალიზატორი

1.

ხელოვნური განაყოფიერებისთვის საჭირო აღჭურვილობა

 

დასახელება

რაოდენობა

1

დიუარის ჭურჭელი 20კგ (აზოტის შესანახად)

1

2

დიუარის ჭურჭელი 11კგ

1

3

ახურების განმსაზღვრელი დანადგარი

1

4

ხელოვნური განაყოფიერების ხელსაწყოები

1

5

რეზინის წინსაფარი

1

6

სპეცტანსაცმელი

1

7

ნიტროგენის დონის მზომი სახაზავი

1

8

ცოცხალი მასის განმსაზღვრელი ლენტა

1.

დანართი №3

რძის საწარმო აღჭურვილობა

 

დასახელება

რაოდენობა

1

გამაციებელი რეზერვუარი (1000 ლიტრი)

1

 2

გამაციებელი რეზერვუარი (500 ლიტრი)

1

3

რძის ტუმბო

2

4

გენერატორი (10 კვტ)

1

5

წყლის რეზერვუარი (1.5 ტონა)

1

6

ცხელი წყლით რეცხვის ავტომატი

1

7

წყლის გამაცხელებელი (200 ლიტრი)

1

8

ძაბრი (მეტალის)

1

9

ელექტროსასწორი

1

10

ყველის სახარში აბაზანა (500 ლიტრი)

1

11

უჟანგავი ფოლადის სამუშაო მაგიდა (2000 X 800 X 850 მმ)

1

12

საწნეხი ურიკა

1

13

რძის ანალიზატორი

1.

ხელოვნური განაყოფიერებისთვის საჭირო აღჭურვილობა

 

დასახელება

რაოდენობა

1

დიუარის ჭურჭელი 20კგ (აზოტის შესანახად)

1

2

დიუარის ჭურჭელი 11კგ

1

3

ახურების განმსაზღვრელი დანადგარი

1

4

ხელოვნური განაყოფიერების ხელსაწყოები

1

5

რეზინის წინსაფარი

1

6

სპეცტანსაცმელი

1

7

ნიტროგენის დონის მზომი სახაზავი

1

8

ცოცხალი მასის განმსაზღვრელი ლენტა

1.

დანართი №4

რძის საწარმოს აღჭურვილობა

               

დასახელება

რაოდენობა

1

გამაციებელი რეზერვუარი (2000 ლიტრი)

1

2

გამაციებელი რეზერვუარი (1000 ლიტრი)

1

3

რძის ტუმბო

2

4

გენერატორი (10 კვტ)

1

5

წყლის რეზერვუარი (1.5 ტონა)

1

6

ცხელი წყლით რეცხვის ავტომატი

1

7

წყლის გამაცხელებელი (200 ლიტრი)

1

8

ძაბრი (მეტალის)

1

9

ელექტროსასწორი

1

10

ყველის სახარში აბაზანა (1000 ლიტრი)

1

11

უჟანგავი ფოლადის სამუშაო მაგიდა (2000 X 800 X 850 მმ)

1

12

საწნეხი ურიკა

1

13

რძის ანალიზატორი

1.

ხელოვნური განაყოფიერებისთვის საჭირო აღჭურვილობა

 

დასახელება

რაოდენობა

1

დიუარის ჭურჭელი 20კგ (აზოტის შესანახად)

1

2

დიუარის ჭურჭელი 11კგ

1

3

ახურების განმსაზღვრელი დანადგარი

1

4

ხელოვნური განაყოფიერების ხელსაწყოები

1

5

რეზინის წინსაფარი

1

6

სპეცტანსაცმელი

1

7

ნიტროგენის დონის მზომი სახაზავი

1

8

ცოცხალი მასის განმსაზღვრელი ლენტა

1.“;

ო) პროგრამას დაემატოს შემდეგი შინაარსის №5 და №6 დანართები:

 „დანართი №5

რძის საწარმოს აღჭურვილობა

დასახელება

რაოდენობა

1

მობილური ავტომატური რძის საწველი აღჭურვილობა ავტომატური კარებით ცხვრებისთვის, 24-ადგილიანი

1

2

გენერატორი (10 კვტ)

1

3

წყლის რეზერვუარი (1.5 ტონა)

1.

დანართი №6

რძის საწარმოს აღჭურვილობა

დასახელება

რაოდენობა

1

ავტომატური რძის საწველი აღჭურვილობა ავტომატური კარებით თხებისთვის, 12-ადგილიანი  

1

2

გამაციებელი რეზერვუარი (300 ლიტრი)

1

3

ყველის სახარში აბაზანა (200 ლიტრი)

1

4

საწნეხი ურიკა

1

5

რძის ტუმბო

1

6

გენერატორი (10 კვტ)

1

7

წყლის რეზერვუარი (1.5 ტონა)

1

8

ცხელი წყლით რეცხვის ავტომატი

1

9

წყლის გამაცხელებელი (200 ლიტრი)

1

10

უჟანგავი ფოლადის სამუშაო მაგიდა (2000 X 800 X 850 მმ)

1

11

რძის ანალიზატორი

1.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი