საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს ანაზღაურებადი სამუშაოების (მომსახურების) სახელშეკრულებო საფასურების განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 22.02.2017
ძალის დაკარგვა 22.03.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №99
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.019808
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/02/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 566 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.02.2017 მიღება
22.03.2021 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (15)
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრი
მომსახურების დასახელება გვერდების რაოდენობა (დოკუმენტის ორიგინალის მიხედვით)
საქართველოს სტანდარტის (სსტ) შემუშავება 4000
საქართველოს სტანდარტის ცვლილების შემუშავება 1500
საქართველოს სტანდარტის ან მისი ცვლილების რეგისტრაცია 500
4-მდე 24
6-მდე 26
8-მდე 31
16-მდე 34
20-მდე 37
25-მდე 41
30-მდე 45
40-მდე 51
50-მდე 57
60-მდე 63
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს ანაზღაურებადი სამუშაოების (მომსახურების) სახელშეკრულებო საფასურების განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება №99 2017 წლის 22 თებერვალი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს ანაზღაურებადი სამუშაოების (მომსახურების) სახელშეკრულებო საფასურების განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე მუხლი 1🔗 პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 76-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტებისა  და მეტროლოგიის ეროვნული სააგენ­ტოს (შემდგომში – სააგენტო) ანაზღაურე­ბადი სამუშაოების (მომსახურების) სახელშეკრულებო საფასურების განსაზღვრის მიზნით, დამტკიცდეს თანდართული: 1. სააგენტოს სტანდარტების დე­პარტამენტის მომსახურების საფასურები (დანართი №1). 2. სააგენტოს მეტროლოგიური სამუშაოების საფასურის განსა­ზ­ღვ­რის წესი (დანართი №2). 3. სააგენტოს მეტროლოგიური სამუშაოების საფასურების ჩამონათვალი (დანართი №3). მუხლი 2🔗 სააგენტოს მეტროლო­გი­ური მომსახურების საფასური ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ დანართში მოცემული ფორმულით გამოიანგარიშება იმ შემთხვევაში, თუ მომსახურებისათვის საფასუ­რი არ არის განსაზღვრული ამავე დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ჩამონათვალში. მუხლი 3🔗 ამ დადგენილების დანართი №1-ით განსაზღვრული საფასურები არ ვრცელდება ამავე დანართით განსაზღვრულ სამუშაოებზე იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული სამუშაოები ხორციელდება სასამართლო ხელისუფლების ან/და საგამოძიებო ორგანოებისათვის. მუხლი 4🔗 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს ანაზღაურებადი სამუშაოების (მომსახურების) სახელშეკრულებო საფასურების განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 17 იანვრის  №91 დადგენილება. მუხლი 5🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი დანართი №1  „სააგენტოს სტანდარტების დეპარტამენტის მომსახურების საფასურები“ საქართველოს სტანდარტ(ებ)ის შემუშავებისა და რეგისტრაციის საფასური (ცხრილი 1) მომსახურების დასახელება საფასური დღგ-ის ჩათვლით (ლარი) საქართველოს სტანდარტის (სსტ) შემუშავება 4000 საქართველოს სტანდარტის ცვლილების შემუშავება 1500 საქართველოს სტანდარტის ან მისი ცვლილების რეგისტრაცია 500 „თავფურცლის“ თარგმნის მეთოდით საერთაშორისო, რეგიონალური და სხვა ქვეყნის სტანდარტების, ასევე სტანდარტიზაციის სხვა ნორმატიული დოკუმენტების რეგისტრაცია საქართველოს სტანდარტად  (სსტ) 100   სტანდარტების საფასური (ცხრილი 2) მომსახურების დასახელება გვერდების რაოდენობა (დოკუმენტის ორიგინალის მიხედვით) საფასური დღგ-ის ჩათვლით (ლარი) საქართველოს სტანდარტი, გოსტი​[1] და საქართველოს სტანდარტად რეგისტრირებული საერთაშორისო, რეგიონალური და სხვა ქვეყნის სტანდარტები, ასევე სტანდარტიზაციის სხვა ნორმატიული დოკუმენტები 2-მდე 22 4-მდე 24 6-მდე 26 8-მდე 28 8-მდე 31 16-მდე 34 20-მდე 37 25-მდე 41 30-მდე 45 40-მდე 51 50-მდე 57 60-მდე 63 70-მდე 69 80-მდე 75 70-მდე 69 100-მდე 83 150-მდე 101 180-მდე 111 250-მდე 131 300-მდე 141 375-მდე 153 450-მდე 165 550-მდე 180 650-მდე 195 800-მდე 210 1000-მდე 220 1200-მდე 240 1500-მდე 260 1500-ზე 260 ​[1] რომელიც საქართველოში სამოქმედოდ დაშვებულია დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნების მთავრობათა მეთაურების 1992 წლის 13 მარტის შეთანხმების „სტანდარტიზაციის, სერტიფიკაციის და მეტროლოგიის სფეროში შეთანხმებული პოლიტიკის გატარების შესახებ“ საფუძველზე, რომელსაც საქართველო შეუერთდა 1995 წელს. დანართი №2 სააგენტოს მეტროლოგიური სამუშაოების საფასურის განსაზღვრის წესი სამუშაოების ღირებულება გამო­ითვ­ლება კონკრეტული სამუ­შა­ოს მიხედვით, შემდეგი ფორმულით: C = (3,33 TA + L) (1+E),  სადაც: C – სამუშაოების სახელშეკრულებო ფასი; T – სამუშაოზე დახარჯული დრო – კაც/საათი; A – სამუშაოს შემსრულებლის საშუალო გამომუშავება საათში (A=5,5 ლარი); L – სამივლინებო და საწვავის ხარჯი; E – დღგ-ის კოეფიციენტი; 3,33 –კოეფიციენტი, რომელიც ითვალისწინებს სამუშაოს შეს­რუ­ლებასთან დაკავშირებულ პირდაპირ და ზედნადებ ხარჯებს. შენიშვნა: 1. დაკალიბრების ან/და დამოწმების ჩატარებისათვის საჭირო დროის ხანგრძლივობა (T) განსაზღვრულია სააგენტოს პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაყრდნობით და „მეთოდური ინსტრუქციის მი – 2322-99 გაზომვის საშუალებების დამოწმებაზე დროის ტიპური ნო­რმები“ ნორმატიული დოკუმენტის მიხედვით.  2. A – სააგენტოს არასაბიუჯეტო შემოსავლების საშუალო რაო­დენობა 2005–2009 წლებში შეფარდებული სააგენტოში დასაქ­მებულთა საშუალო რაოდენობასთან ამავე წლებში და გამრავლე­ბუ­ლი რეალური ინფლაციის საშუალო მაჩვენებელზე (6%) ამავე წლებში. 3. (L) სამივლინებო და საწვავის ხარჯი საფასურს ემატება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოების შესასრულებლად საჭიროა მივლინება, რომელსაც განსაზღვრავს სააგენტოს საფინანსო-სამე­ურ­ნეო სამსახური კონკრეტული სამუშაოების მიხედვით და ამტკიცებს სააგენტოს გენერალური დირექტორი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.