📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების გამოყენებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, მისი წარმოების, გამოყენების, აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 22.02.2017
გამომცემი ორგანო საჩხერის მუნიციპალიტეტი
ნომერი №7
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.130.016217
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/02/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 941 სიტყვა · ~5 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (3)
საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ნადირაძე საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
გაცემის  თარიღი
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის № რაოდენობა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების გამოყენებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის ფორმების, მათი წარმოების, გამოყენების, აღრიცხვა-ანგარიშგების, რეაგირებისათვის საჭირო წესისა და ფორმების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 26.06.2015 მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურში საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 196​1, 197-ე და 198-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის და გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის და სააღსრულებო ფურცლის ფორმების დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 18.08.2015 საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 43<sup>1</sup> და 43<sup>2</sup> მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოებისათვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის და გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის ფორმების დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 17.02.2017 ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურში ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისთვის სამართალდარღვევის ოქმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 16.02.2015 საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 43<sup>1</sup> და 43<sup>2</sup> მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის და გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის ფორმების დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 02.03.2018

დოკუმენტის ტექსტი

საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების გამოყენებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, მისი წარმოების, გამოყენების, აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №7 2017 წლის 22 თებერვალი ქ. საჩხერე  საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების გამოყენებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, მისი წარმოების, გამოყენების, აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა” კოდექსის 239-ე მუხლის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების შესაბამისად, საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე გამოყენებულ იქნეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 51​3 , 53​3 , 55, 55​2 , 55​3 ,119​1 , 127​1 მუხლის მეხუთე ნაწილი, 146​1 , 148-ე მუხლის პირველი, მეორე და მეოთხე ნაწილი, 150, 150​1 , 151-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილი, 152, 152​2 , 153​4 , 159, 159​1 198-ე მუხლებთან მიმართებით. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა, დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 3🔗 დამტკიცდეს საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსებისა და გამოყენების წესი, დანართი №2-ის შესაბამისად. მუხლი 4🔗 დამტკიცდეს საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვის ჟურნალის ფორმა, დანართი №3-ის შესაბამისად. მუხლი 5🔗 დამტკიცდეს საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დაბრუნებული, გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის ჩამოწერის აქტის ფორმა, დანართი №4-ის შესაბამისად. მუხლი 6🔗 დამტკიცდეს საჩხერის მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი, დანართი №5-ის შესაბამისად. მუხლი 7🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ თვითმმართველობის უფლებამოსილებას განკუთვნილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, მისი წარმოების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 29 ივნისის №47 დადგენილება. მუხლი 8🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ნადირაძე                                    დანართი №1                       ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი № 1. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------                                             შედგენის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი) 2. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------                                                               შედგენის ადგილი 3. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------                                                     ოქმის შემდგენელის თანამდებობა, სახელი, გვარი 4. დამრღვევი:  ა) პირადი ნომერი  №--------------------------,  ბ) სახელი: ---------------, გ) გვარი: -------------------------------------, დ) დაბადების თარიღი: -------------------------, ე) მისამართი: ----------------------------------------------------------------------------- ვ) სამუშაო ადგილი: ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 5. სამართალდარღვევის ადგილი, დრო და არსი: ----------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ 6. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლი --------------, ნაწილი -----------, ქვეპუნქტი ---------------------- 7. მოწმის სახელი, გვარი და მისამართი: ------------------------------------------------------------------------------------------------------ 8. დაზარალებულის სახელი, გვარი და მისამართი: ---------------------------------------------------------------------------------------- 9.  ოქმს ერთვის: --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- მოწმე: --------------------------------------------------         დაზარალებული:----------------------------------------------------------------                                    ხელმოწერა                                                                                              ხელმოწერა ოქმის შემდგენელი: ----------------------------------         სამართალდამრღვევი: -------------------------------------------------                                            ხელმოწერა                                                  ხელმოწერა ან ხელმოწერაზე უარის აღნიშვნა  ოქმის შედგენისას დამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები:    ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი, საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით, გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით, გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული გადაწყვეტილება. დამკვეთი:   საჩხერის მუნიციპალიტეტის  გამგეობა                                                      დამამზადებელი: მისამართი: ქ. საჩხერე, თავისუფლების ქ.№4                                                                სფს-ს რეგისტრაციის №:       დანართი №2  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის შევსებისა და გამოყენების წესი მუხლი 1🔗 წინამდებარე წესის მიზანია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შევსებისა და გამოყენების წესის დარეგულირება. მუხლი 2🔗 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი (დანართი №1) შევსებული სახით გადაეცემა სამართალდამრღვევს, ოქმის ხელმოწერისთანავე. მუხლი 3🔗 1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმა (დანართი №1) ივსება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლის მიერ ლურჯი ან შავი ბურთულიანი საწერი კალმით.  2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში აღინიშნება:  ა) შედგენის თარიღი და ადგილი; ბ) შემდგენის თანამდებობა, სახელი, გვარი; გ) სამართალდამრღვევის სახელი, გვარი, პირადი ნომრები, დაბადების თარიღი, მისამართი, სამუშაო ადგილი; დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი;  ე) ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის;  ვ) მოწმეთა და დაზარალებულთა გვარები და მისამართები, თუ ისინი არიან;  ზ) შემდგენისა და სამართალდამრღვევის ხელმოწერები. მუხლი 4🔗 1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმების მიღებაზე და შემდგომ მის განაწილებაზე პასუხისმგებელი პირები თავის მხრივ ვალდებულნი არიან სამართალდარღვევის ოქმის ფორმების გაცემა აღრიცხონ ბეჭედდარტყმულ, დანომრილ და სათანადოდ უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერით დადასტურებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალში. 2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი მისი შედგენიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა უნდა წარედგინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმების მიღებაზე და შემდგომ მის განაწილებაზე პასუხისმგებელ პირს, რომელსაც დაუყოვნებლივ შეაქვს მონაცემები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალში. 3. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის წარდგენის ვადა ემთხვევა არასამუშაო დღეს, მისი წარდგენა უნდა მოხდეს მომდევნო სამუშაო დღეს.  მუხლი 5🔗 1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი გამოსაყენებლად უვარგისად ჩაითვლება: ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომების გამო; ბ) ფორმების ფიზიკური დაზიანების გამო. 2. გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი ჩამოიწერება ჩამოწერის აქტის შესაბამისად.   3. გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის უტილიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. დანართი №3 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვის ჟურნალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენელი პირი №     გაცემის  თარიღი ადმინისტრაციული    სამართალდარღვევის ოქმის №   გვარი   სახელი  თანამდებობა  ხელმოწერა   გვარი        სახელი   თანამდებობა   ხელმოწერა დანართი №4 დაბრუნებული, გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩამოწერის აქტი №  ქ. საჩხერე                                                                                                                                                  ____ ____________ 201_ წელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის № რაოდენობა თარიღი ჩამოწერის  საფუძველი შენიშვნა აქტის მიხედვით წარმოდგენილი გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩამოწერას ვადასტურებთ ხელმოწერით: ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენელი პირი ----------------------- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი -------------------------- დანართი №5 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის წარმოების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი მუხლი 1🔗 1. ეს წესი განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის წარმოების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესს. 2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის წარმოება და აღრიცხვა-ანგარიშგება ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის საფუძველზე. მუხლი 2🔗 1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი მზადდება საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის (შემდგომში – სამართალსუბიექტი) შეკვეთის საფუძველზე, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად. 2. დამზადებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ბლანკების პოლიგრაფიული საწარმოდან გამოტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია სამართალსუბიექტის მიერ გაცემული სათანადო მინდობილობა. მუხლი 3🔗 1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შეუვსებელი ფორმების შენახვა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად. 2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შეუვსებელი ფორმები უნდა ინახებოდეს ცეცხლგამძლე სეიფში, ამასთანავე უნდა იყოს ხელშეუხებელი გარეშე პირთათვის და დაცული დაზიანებისაგან. 3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შეუვსებელი ფორმები ინახება ამ ფორმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე სამართალსუბიექტის მიერ განსაზღვრულ პასუხისმგებელ პირთან.