ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმა (დანართი №1) ივსება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლის მიერ ლურჯი ან შავი ბურთულიანი საწერი კალმით.

2.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში აღინიშნება:

ა)
შედგენის თარიღი და ადგილი;

ბ)
შემდგენის თანამდებობა, სახელი, გვარი;

გ)
სამართალდამრღვევის სახელი, გვარი, პირადი ნომრები, დაბადების თარიღი, მისამართი, სამუშაო ადგილი;

დ)
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი;

ე)
ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის;

ვ)
მოწმეთა და დაზარალებულთა გვარები და მისამართები, თუ ისინი არიან;

ზ)
შემდგენისა და სამართალდამრღვევის ხელმოწერებ