შპს „კასპის ინვალიდ ბავშვთა პანსიონატის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/16492-14
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/02/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

№2/ 16492-14

განჩინება

საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

(ამონაწერი კრედიტორთა კრების ოქმიდან)

2017 წლის 21 თებერვალი

ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე – თამარ ბურჯანაძე

განმცხადებელი – შპს „კასპის ინვალიდ ბავშვთა პანსიონატი“ (ს/კ 232539385)

წარმომადგენელი – დირექტორის შპს „რეაბილიტაციის“ (ს/კ 206096419) ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი – ბიძინა ჩიკვილაძე

გაკოტრების მმართველი – აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი – ლელა ხაციკიდუ

კრედიტორები – შემოსავლების სამსახური, ი/მ გულქან ბარნოვი, ლამარა ფულაძე, სიმონ ალიმბარაშვილი, აბესალომ ნავროზაშვილი,ზაქარია სომხიშვილი, გიორგი კანდელაკი, კობა კუნდუხაშვილი, გიორგი ნაპოვნიძე, მიხეილ ტერეზაროვი, ხათუნა ნაკაიძე, რამაზი ზაქარიაშვილი

მოთხოვნა – კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

სასამართლომ განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და

გამოარკვია:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2014 წლის 22 სექტემბერს განცხადებით მომართა შპს „კასპის ინვალიდ ბავშვთა პანსიონატის“ დირექტორის შპს „რეაბილიტაციის“ წარმომადგენლობაზე უფლებამოსილმა პირმა ბიძინა ჩიკვილაძემ და მოითხოვა შპს „კასპის ინვალიდ ბავშვთა პანსიონატის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება, ვინაიდან შპს „კასპის ინვალიდ ბავშვთა პანსიონატს“ არ შესწევს უნარი დააკმაყოფილოს კრედიტორების ვადამოსული მოთხოვნები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 29 სექტემბრის განჩინებით განცხადება მიღებული იქნა სასამართლო წარმოებაში, მეურვედ დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომ − აღსრულების ეროვნული ბიურო), და კანონით დადგენილი წესით მოწვეული იქნა კრედიტორთა პირველი კრება, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 12 ნოემბრის განჩინებით გაკოტრების მმართველად დაინიშნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომ აღსრულების ეროვნული ბიურო).

2017 წლის 17 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა გაკოტრების მმართველმა – აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა ლელა ხაციკიდუმ და წარმოადგინა შპს „კასპის ინვალიდ ბავშვთა პანსიონატის“ გაკოტრების საბოლოო ანგარიში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 იანვრის განჩინებით 2017 წლის 21 თებერვალს, 14:00 სთ-ზე, მოწვეული იქნა კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით: 1. საზოგადოების კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხები; 2. გაკოტრების მმართველის ანგარიში და სამეურვეო ქონების რეალიზაციის შედეგები და განაწილება; შპს „კასპის ინვალიდ ბავშვთა პანსიონატის“ სამეწარმეო რეესტრიდან ამოშლის და საქმის წარმოების დასრულების შესახებ.

2017 წლის 21 თებერვალს 14:00 სთ-ზე დანიშნულ კრედიტორთა კრებაზე ვერ მოხდა დღის წესრიგით გათვალისწინებული საქმის განხილვა, შესაბამისად გაკოტრების მმართველთან აღსრულების ეროვნული ბიუროსთან შეთანხმებით დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვა შეწყდა და უნდა გაგრძელდეს კანონით დადგენილ ვადაში.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის ოცდამეორე ნაწილის თანახმად, კრედიტორთა პირველი კრების ხანგრძლივობაა არაუმეტეს 7 სამუშაო დღისა. კრედიტორთა უბრალო უმრავლესობის არგუმენტირებული წერილობითი თხოვნის საფუძველზე მოსამართლეს შეუძლია ამ ვადის გაგრძელება არაუმეტეს 3 დღით.

 სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. კრედიტორთა კრება გაგრძელდეს 2017 წლის 2 მარტს, 17:00 სთ-ზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), სხდომის დარბაზი №19, შემდეგი დღის წესრიგით:

1.1. საზოგადოების კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხები.

1.2. გაკოტრების მმართველის ანგარიში და სამეურვეო ქონების რეალიზაციის შედეგები და განაწილება.

1.3. შპს „კასპის ინვალიდ ბავშვთა პანსიონატის“ სამეწარმეო რეესტრიდან ამოშლის და საქმის წარმოების დასრულების შესახებ.

2. განჩინება გამოქვეყნდეს „საკანონმდებლო მაცნეში“, სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

მოსამართლე                                           თამარ ბურჯანაძე