შპს „საფეხბურთო კლუბი ბორჯომის“ გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/36859-16
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/02/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/36859-16

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის

გაუქმების შესახებ

2017 წლის 3 თებერვალი

ქ. თბილისი  

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი

განმცხადებელი: შპს „საფეხბურთო კლუბი ბორჯომი“

წარმომადგენელი: შპს „რეაბილიტაცია“. დირექტორი თამარ მუმლაძე

მოთხოვნა: შპს „საფეხბურთო კლუბ ბორჯომის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „საფეხბურთო კლუბ ბორჯომის“ გაკოტრებულად გამოცხადების საკითხი და

გამოარკვია:

2016 წლის 2 დეკემბერს შპს „საფეხბურთო კლუბ ბორჯომის“ წარმომადგენელმა თამარ მუმლაძემ განცხადებით მომართა სასამართლოს შპს „საფეხბურთო კლუბ ბორჯომის“ (ს/ნ 226148763) მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ.

განმცხადებლის მითითებით, შპს „საფეხბურთო კლუბი ბორჯომი“ წარმოადგენს სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოს. სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 15 მარტის ინფორმაციის თანახმად, შპს „საფეხბურთო კლუბ ბორჯომის“ სახელზე რეგისტრირებულია უძრავი ქონება მდებარე ქ. ბორჯომი, რუსთაველის ქ. №102. ამჟამად უძრავი ქონების მესაკუთრეს წარმოადგენს სახელმწიფო, შესაბამისად, შპს „საფეხბურთო კლუბ ბორჯომს“ საკუთრებაში უძრავი ქონება არ ერიცხება. საწარმოს ასევე არ აქვს მოძრავი ქონება და არ ფლობს წილს სხვა საწარმოში. შპს „საფეხბურთო კლუბ ბორჯომს“ არაუზრუნველყოფილი კრედიტორული დავალიანება არ ერიცხება, ხოლო უზრუნველყოფილი კრედიტორია მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტი. საწარმოს დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ შეადგენს 3 314, 72 ლარს. შპს „საფეხბურთო კლუბ ბორჯომს“ ანგარიშსწორების ანგარიში გახსნილი აქვს სს „თიბისი ბანკში“. ორგანიზაციას საბანკო ანგარიშსა და სალაროში თანხა არ გააჩნია. შპს „საფეხბურთო კლუბი ბორჯომი“ გადახდისუუნაროა, რადგან არ შესწევს უნარი დააკმაყოფილოს კრედიტორთა ვადამოსული მოთხოვნები და უზრუნველყოს თავისი ქონებით საპროცესო ხარჯების გადახდა.

სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 17 მარტის ცნობის შესაბამისად, შპს „საფეხბურთო კლუბ ბორჯომი“ არ არის რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის/კომანდიტური საზოგადოების წილობრივ მონაწილედ და/ან სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორად. სსიპ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს“ 2016 წლის 15 მარტის ცნობის მიხედვით, შპს „საფეხბურთო კლუბი ბორჯომის“ სახელზე სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შესახებ მონაცემები მოძიებული ვერ იქნა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 7 დეკემბრის განჩინებით, შპს „საფეხბურთო კლუბ ბორჯომის“ განცხადება არ იქნა მიღებული სასამართლოს წარმოებაში, ვინაიდან შპს „საფეხბურთო კლუბ ბორჯომს“ არ გააჩნდა ქონება, რაც უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას. ამასთან, განემარტათ კრედიტორებს, რომ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს „საფეხბურთო კლუბ ბორჯომის“ მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 7 დეკემბრის განჩინება გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2016 წლის 22 დეკემბერს და განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით არ მოუმართავს სასამართლოსათვის.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

გამომდინარე აღნიშნულიდან, შპს „საფეხბურთო კლუბ ბორჯომი“ უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად და უნდა გაუქმდეს შპს „საფეხბურთო კლუბი ბორჯომის“ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით,

დაადგინა:

1. შპს „საფეხბურთო კლუბი ბორჯომი“ (ს/ნ 226148763) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს შპს „საფეხბურთო კლუბ ბორჯომის“ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

2. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე და სასამართლოს დაფაზე.

3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) განჩინების გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში.

 

მოსამართლე:                                         ლაშა ქოჩიაშვილი