შპს „გზაარამადნეულის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/38066-16
განჩინება
საქართველოს სახელით
კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
(ამონაწერი კრედიტორთა კრების ოქმიდან)
2017 წლის 14 თებერვალი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე – თამარ ბურჯანაძე
მოვალე – შპს „გზაარამადნეული”
დირექტორი – შპს „რეაბილიტაცია”
წარმომადგენელი – ამირან დადვანი
განმცხადებლები (კრედიტორები):
1. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი
წარმომადგენელი: სანდრო ვაშაყმაძე
2. შემოსავლების სამსახური
მეურვე – აღსრულების ეროვნული ბიურო
წარმომადგენელი – ლელა ხაციკიდუ
მოთხოვნა – კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
სასამართლომ განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და,
გამოარკვია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 26 დეკემბრის განჩინებით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტარტამენტის განცხადება შპს ,, გზაარამადნეულის” მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების თაობაზე მიღებული იქნა სასამართლო წარმოებაში. ამავე განჩინებით მეურვედ დაინიშნა აღსრულების ეროვნული ბიურო და კრედიტორთა პირველი კრება მოწვეულ იქნა 2017 წლის 14 თებერვალს, 16:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში.
კრედიტორთა კრებაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, კერძოდ, მოსმენილ იქნა მეურვის ანგარიში მოვალის ქონებასთან დაკავშირებით. მოხდა განმცხადებლების კრედიტორად აღიარება. დღის წესრიგით გათვალისწინებული მესამე საკითხი, კერძოდ, მომრიგებელი საბჭოს წევრების არჩევა ვერ მოხდა, აღნიშნულის გათვალისწინებით, შპს ,,გზაარამადნეულიდ“ წარმომადგენელთან და კრედიტორებთან შეთანხმებით, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვა შეწყდა და უნდა გაგრძელდეს კანონით დადგენილ ვადაში.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის ოცდამეორე ნაწილის თანახმად, კრედიტორთა პირველი კრების ხანგრძლივობაა არაუმეტეს 7 სამუშაო დღისა. კრედიტორთა უბრალო უმრავლესობის არგუმენტირებული წერილობითი თხოვნის საფუძველზე, მოსამართლეს შეუძლია ამ ვადის გაგრძელება არაუმეტეს 3 დღით.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285 მუხლებით.
დაადგინა:
1. კრედიტორთა პირველი კრება გაგრძელდეს 2017 წლის 2 მარტს, 15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) სხდომის დარბაზი №19.
2. განჩინება გამოქვეყნდეს "საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში", სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
მოსამართლე თამარ ბურჯანაძე