„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 ივნისის №01-17/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№01-9/ნ
სარეგისტრაციო კოდი
010320040.22.035.016425
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/02/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-9/ნ

2017 წლის 23 თებერვალი

ქ. თბილისი

 



მუხლი 1
„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 ივნისის №01-17/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 16/06/2015, 010320040.22.035.016330) დამტკიცებულ დანართში (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები)  შეტანილ  იქნეს ცვლილება და მე-3 მუხლის:
1. პირველი პუნქტი (სამინისტროს აპარატი (დეპარტამენტი)) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. სამინისტროს აპარატი (დეპარტამენტი)

1.1. აპარატის (დეპარტამენტი) უფროსი: (კოდი 101)

ა) უმაღლესი განათლება, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, საერთაშორისო ურთიერთობების ან იურიდიულის  განხრით, სასურველია მაგისტრი ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

ბ) არანაკლებ 6 წლის მუშაობის გამოცდილება, სასურველია 2 წლის გამოცდილება ხელმძღვანელ თანამდებობაზე. უპირატესობა ენიჭება საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილებას;

გ) ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებების თაობაზე ინფორმაციის ფლობა;

დ) უცხო ენების ცოდნა;

ე) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

1.2. საერთაშორისო ურთიერთობებისა და აპარატის საქმისწარმოების სამმართველოს უფროსი: (კოდი 102)

ა) უმაღლესი განათლება, საერთაშორისო ურთიერთობების ან სოციალური მეცნიერების განხრით, სასურველია მაგისტრი ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

ბ) არანაკლებ 5 წლის მუშაობის გამოცდილება, უპირატესობა ენიჭება საერთაშორისო უწყებებთან/ორგანიზაციებთან მუშაობის გამოცდილებას;

გ) ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებების თაობაზე ინფორმაციის ფლობა;

 დ) ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა;

ე) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

1.3. საერთაშორისო ურთიერთობებისა და აპარატის საქმისწარმოების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი: (კოდი 103)

ა) უმაღლესი განათლება ჰუმანიტარულ მეცნიერებებში;

ბ) არანაკლებ 4 წლის მუშაობის გამოცდილება. უპირატესობა ენიჭება საერთაშორისო საკითხებზე მუშაობის გამოცდილებას;

გ) ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის ცოდნა, საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებების თაობაზე ინფორმაციის ფლობა;

დ) ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;

ე) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

1.4. საერთაშორისო ურთიერთობებისა და აპარატის საქმისწარმოების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი: (კოდი 104)

ა) უმაღლესი განათლება, სამედიცინო, საერთაშორისო ურთიერთობების განხრით, პოლიტიკურ ან ჰუმანიტარულ მეცნიერებებში;

ბ) არანაკლებ 4 წლის მუშაობის გამოცდილება. უპირატესობა ენიჭება საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის გამოცდილებას;

გ) ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის ცოდნა;

დ) ინგლისური და რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა;

ე) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

1.5. საერთაშორისო ურთიერთობებისა და აპარატის საქმისწარმოების სამმართველოს  უფროსი სპეციალისტი: (კოდი 105)

ა) უმაღლესი განათლება, სამართლის ან საერთაშორისო სამართლის განხრით;

ბ) არანაკლებ 3 წლის მუშაობის გამოცდილება;

გ) ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის ცოდნა;

დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

1.6. საერთაშორისო ურთიერთობებისა და აპარატის საქმისწარმოების სამმართველოს სპეციალისტი: (კოდი 106)

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის ცოდნა;

გ) უცხო ენის ცოდნა;

დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

1.7. ადამიანური რესურსების მართვისა და შრომის ეფექტურობის მონიტორინგის სამმართველოს უფროსი: (კოდი 107)

ა) უმაღლესი განათლება, იურიდიული ან ადამიანური რესურსების მართვის განხრით, სასურველია მაგისტრი ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

ბ) ადამიანური რესურსების მართვის სფეროში მუშაობის არანაკლებ 4 წლის გამოცდილება, სასურველია საჯარო სამსახურში აღნიშნულ სფეროში მუშაობის გამოცდილება;

გ) საქართველოს შრომის კოდექსის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის ცოდნა;

დ)  ინგლისური და რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა;

ე) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Outlook) და Internet -ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

1.8. ადამიანური რესურსების მართვისა და შრომის ეფექტურობის მონიტორინგის სამმართველოს უფროსის მოადგილე: (კოდი 108)

ა) უმაღლესი განათლება, იურიდიული ან ადამიანური რესურსების მართვის განხრით;

ბ) საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების (კადრების) მართვის სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება;

გ) საქართველოს შრომის კოდექსის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის ცოდნა;

დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Outlook) და Internet -ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

1.9. ადამიანური რესურსების მართვისა და შრომის ეფექტურობის მონიტორინგის სამმართველოს  მთავარი სპეციალისტი: (კოდი 109-110)

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) არანაკლებ 4 წლის მუშაობის გამოცდილება, აქედან ადამიანური რესურსების (კადრების) მართვის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება, უპირატესობა ენიჭება საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის სფეროში მუშაობის გამოცდილებას;

გ) საქართველოს შრომის კოდექსის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის ცოდნა;

დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Outlook) და Internet -ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

1.10. ადამიანური რესურსების მართვისა და შრომის ეფექტურობის მონიტორინგის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი: (კოდი 111-112)

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) არანაკლებ 3 წლის მუშაობის გამოცდილება, აქედან ადამიანური რესურსების (კადრების) მართვის სფეროში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება, უპირატესობა ენიჭება საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის სფეროში მუშაობის გამოცდილებას;

გ) საქართველოს შრომის კოდექსის,  „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის ცოდნა;

დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Outlook) და Internet -ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.“.

2. მე-4 პუნქტის 4.14, 4.15, 4.16 და 4.17 ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 25 თებერვლიდან.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 ივნისის №01-17/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 23.02.2017.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 ივნისის №01-17/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 ივნისის №01-17/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 23.02.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №01-9/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 010320040.22.035.016425.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 ივნისის №01-17/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 ივნისის №01-17/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 ივნისის №01-17/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.02.2017 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 ივნისის №01-17/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №01-9/ნ, 23.02.2017, სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.035.016425 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.02.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3589538/