შპს „ბაგები სითი ჯგუფის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/40113-16
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/02/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/40113-16

 

განჩინება

საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

(ამონაწერი კრედიტორთა კრების ოქმიდან)

2017 წელი 21 თებერვალი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე : თამარ ბურჯანაძე

სხდომის მდივანი: მარიამ ხიდაშელი

 

განმცხადებელი - შპს „ბაგები სითი ჯგუფი”

(საიდენტიფიკაციო ნომერი 205126781)

დირექტორი - ჯუმბერ ხატიაშვილი

წარმომადგენელი - მალხაზ ალბორაშვილი

 

მეურვე - აღსრულების ეროვნული ბიურო

 

მოთხოვნა - კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

 

სასამართლომ განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და

 

გამოარკვია

 

შპს „ბაგები სითი ჯგუფის” წარმომადგენელმა მალხაზ ალბორაშვილმა 2016 წლის 29 დეკემბერს განცხადებით მომართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა შპს „ბაგები სითი ჯგუფის” მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ განცხადება მიღებულ იქნა წარმოებაში, მეურვედ დაინიშნა აღსრულების ეროვნული ბიურო, კრედიტორთა პირველი კრება მოწვეულ იქნა 2017 წლის 21 თებერვალს 16:00 საათზე , თბილისის საქალაქო სასამართლოში.

2017 წლის 21 თებერვალს 16:00 სთ-ზე მოწვეული კრედიტორთა კრება ვერ ჩატარდა, მეურვის - აღსრულების ეროვნული ბიუროს კრებაზე გამოუცხადებლობის გამო. აღნიშნულის გათვალისწინებით, შპს ,,ბაგები სითი ჯგუფის” წარმომადგენელთან მალხაზ ალბორაშვილთან და კრედიტორთან შეთანხმებით, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვა უნდა გაგრძელდეს კანონით დადგენილ ვადაში.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის ოცდამეორე ნაწილის თანახმად, კრედიტორთა პირველი კრების ხანგრძლივობაა არაუმეტეს 7 სამუშაო დღისა. კრედიტორთა უბრალო უმრავლესობის არგუმენტირებული წერილობითი თხოვნის საფუძველზე მოსამართლეს შეუძლია ამ ვადის გაგრძელება არაუმეტეს 3 დღით.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით.

 

დაადგინა:

1. კრედიტორთა პირველი კრება გაგრძელდეს 2017 წლის 2 მარტს 17:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) სხდომის დარბაზი №19 შემდეგი დღის წესრიგით: 1. მეურვის ანგარიშის მოსმენა; 2. კრედიტორად აღიარების საკითხის განხილვა; 3. მომრიგებელი საბჭოს წევრების დანიშვნა.

2. განჩინება გამოქვეყნდეს "საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში", სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

 

მოსამართლე                                                                                 თამარ ბურჯანაძე