„ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ნოემბრის №39 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№3
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.134.016211
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/02/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №3

2017 წლის 24 თებერვალი

დაბა ქედა

 

„ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ნოემბრის №39 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ
მუხლი 1
„ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ნოემბრის №39 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: www.matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.134.016158. 25/11/2014) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-13 მუხლი მე-3 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) დაინტერესებული პირის მიმართვის საფუძველზე ადასტურებს მის სამოქმედო ტერიტორიაზე საქონლის ადგილწარმოშობის, პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების, აგრეთვე ოჯახის შემადგენლობის ფაქტს, გარდა საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ დადგენილი პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების ან/და კონკრეტულ დღეს ყოფნის ფაქტის დამადასტურებელი ცნობისა, რომელიც შესაძლებელია იყოს საქართველოს მოქალაქეობის დადგენის ერთ-ერთი გარემოების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი;“

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-13 მუხლი მე-3 პუნქტის „ჟ.ა“, „ჟ.ბ“, „ჟ.გ“ და „ჟ.დ“ ქვეპუნქტები ამოღებული იქნას;
გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 პუნქტები:

„5. გამგებლის წარმომადგენელი სარგებლობს გამგეობის ტიტულიანი ბლანკით და აქვს ბეჭედი მუნიციპალიტეტის გერბის გამოსახულებით, რომელზედაც აღნიშნულია ქედის მუნიციპალიტეტის შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის სახელწოდება.

6. ქედის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლის მიერ აქტის შედგენის, ცნობის გაცემისა და ბეჭდის გამოყენების ინსტრუქციას ამტკიცებს მუნიციპალიტეტის გამგებელი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეამირან ცინცაძე