საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირების და ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
მიღების თარიღი 24.02.2017
ძალის დაკარგვა 05.03.2018
გამომცემი ორგანო საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №4
სარეგისტრაციო კოდი 370160000.35.165.016261
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/02/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (5)
| საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ფრიდონ ბურდული | საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| ქ.საგარეჯოს ზონების აღწერა | ლოკალურ ტერიტორიული ინდექსი ITL |
| ამ ზონას მიეკუთვნება ქალაქის დანარჩენი ტერიტორია ადმინისტრაციულ საზღვრებამდე. | 0.7 |
| IMG | ITL |
| 0.3 | 0.7 |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირების და ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №4
2017 წლის 24 თებერვალი
ქ. საგარეჯო
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირების და ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის, ასევე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული ქ. საგარეჯოს ტერიტორიის ზონირება (დანართი №1).
მუხლი 2🔗
დადგინდეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარაგულად ჩაითვალოს „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირების, ნორმატიული ფასის და წლიური საიჯარო ქირის დადგენის შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 26 თებერვლის №7 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 04/03/2016, 370160000.35.165.016241).
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეფრიდონ ბურდული
დანართი №1
ქ.საგარეჯოს ზონების აღწერა
ლოკალურ
ტერიტორიული
ინდექსი ITL
ცენტრალური ზონა
დავით აღმაშენებლის ქუჩა საზღვრებით: დასავლეთით – მდ. თვალთხევიდან, აღმოსავლეთით – რუსთაველისა და დავით აღმაშენებელის ქუჩების გადაკვეთამდე (დავით აღმაშენებლის ქუჩის ლუწი: №2-დან №58-ის ჩათვლით, კენტი №3-დან №43-ის ჩათვლით), გამარჯვების ქუჩის ნაწილი (№1-დან №35-ის ჩათვლით), თამარ მეფის ქუჩა №2-დან №34-ის ჩათვლით, ერეკლე მეორის ქუჩის ნაწილი, ლუწი: №22-დან 130-ის ჩათვლით, კენტი: №1-დან №97-ის ჩათვლით), აკაკი წერეთლის ქუჩის ნაწილი (№1-დან №11-ის ჩათვლით), ლესელიძის ქუჩა, სოლომონ დოდაშვილის ქუჩის ნაწილი (ლუწი: №2-დან №46-ის ჩათვლით, კენტი: №1-დან №29-ის ჩათვლით) ი. მამისაშვილის ქუჩის ნაწილი (ლუწი: №2-დან №22-ის ჩათვლით, ხოლო კენტი: №1-დან №21-ის ჩათვლით), 9 აპრილის ქუჩის ნაწილი №17-დან №39-ის ჩათვლით, რუსთაველის ქუჩა №73-დან №101-ის ჩათვლით, ალაზნის ქუჩის ნაწილი (ლუწი: №2-დან №60-ის ჩათვლით, კენტი: №1-დან №17-ის ჩათვლით), გიორგი ათონელის ქუჩა, ილია ჭავჭავაძის ქუჩის ნაწილი ლუწი: №2-დან №20-ის, კენტი: №1-დან №25-ის ჩათვლით.
1.4
შუალედური ზონა
ერეკლე მეორის ქუჩა (ცენტრალურ ზონაში აღნიშნული ნომრების გარდა), ილია ჭავჭავაძის ქუჩის ნაწილი (ცენტრალურ ზონაში აღნიშნული ნომრების გარდა), კახეთის ქუჩა მდ. თვალთხევიდან კახეთის გზატკეცილის ქუჩის ნაწილი, 9 აპრილის ქუჩის ნაწილი (ცენტრალურ ზონაში აღნიშნული ნომრების გარდა), ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩა, გიორგი ლეონიძის ქუჩა, ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩა, განთიადის ქუჩა, ი.მამისაშვილის ქუჩის ნაწილი (ცენტრალურ ზონაში აღნიშნული ნომრების გარდა), თბილისის ქუჩა, თამარ მეფის ქუჩის ნაწილი (ცენტრალურ ზონაში აღნიშნული ნომრების გარდა), დავით აღმაშენებლის ქუჩის ნაწილი (ცენტრალურ ზონაში აღნიშნული ნომრების გარდა), შოთა რუსთაველის ქუჩის ნაწილი (ცენტრალურ ზონაში აღნიშნული ნომრების გარდა), სოლომონ დოდაშვილის ქუჩის ნაწილი (ცენტრალურ ზონაში აღნიშნული ნომრების გარდა), ერისთავის ქუჩა, ბაუჯა ქვლივიძის ქუჩა, თავისუფლების ქუჩა, სოლომონ გულისაშვილის ქუჩა, ქურდიანის ქუჩა, სათავის ქუჩა, ფიროსმანის ქუჩა, სოფიკო ჭიაურელის ქუჩა, ნუგზარ ჭანტურიას ქუჩა, აკაკი წერეთლის ქუჩის ნაწილი (ცენტრალურ ზონაში აღნიშნული ნომრების გარდა), ალექსანდრე ყაზბეგის ქუჩა, მიხეილ ქვლივიძის ქუჩა, ვაჟა-ფშაველას ქუჩა, კახეთის გზატკეცილი საზღვრებით: მდ.თვალთხევიდან საგარეჯო-დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის გზის დასაწყისამდე ყველა (ლუწი და კენტი) ნომრის ჩათვლით.
1.0
პერიფერიული ზონა
ამ ზონას მიეკუთვნება ქალაქის დანარჩენი ტერიტორია ადმინისტრაციულ საზღვრებამდე.
0.7
დანართი №2
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი
1. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში „მიწის ნორმატიული ფასი“) დიფერენცირებულია საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ზონირების საფუძველზე შესაბამისი ზონების მიხედვით, დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:
CN=IMGXITLXCXK
ა) CN არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;
ბ) IMG არის ქ.საგარეჯოს მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0.3-ს;
გ) ITL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის:
გ.ა) ცენტრალური ზონისათვის –
1.4-ს;
გ.ბ) შუალედური ზონისათვის –
1-ს;
გ.გ) პერიფერიული ზონისათვის –
0.7-ს;
დ) C არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა 0.24 ლარის ტოლია;
ე) K არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა ყველა ზონაში უდრის 100-ს.
2. პირველი პუნქტის მიხედვით მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს:
ა) ქ. საგარეჯოში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:
IMG
ITL
C
K
CN
ცენტრალური ზონა
0.3
1.4
0.24
100
10.08
შუალედური ზონა
0.3
1
0.24
100
7.20
პერიფერიული ზონა
0.3
0.7
0.24
100
5.04
ბ) საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს ქ. საგარეჯოს შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 40%-ის ოდენობით და შეადგენს 2,88 ლარი;
გ) დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს ადმინისტრაციული ცენტრის – ქ. საგარეჯოს შუალედური ზონისათვის დადგენილი მიწის ფასის 25%-ის ოდენობით და შეადგენს 1.80 ლარს;
დ) საგარეჯოს მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალში გამავალი „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს ადმინისტარციული ცენტრის –
ქ. საგარეჯოს შუალედური ზონისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 50%-ის ოდენობით და შეადგენს 3.60 ლარი.