„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 103-ე მუხლით, 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 ნოემბრის № 28-117 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №3-16 |
|
2017 წლის 24 თებერვალი ქ. თბილისი |
1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ეს წესი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონისა და სხვა მოქმედი ნორმატიული აქტების მიხედვით, განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის, საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შენახვის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოების, აღრიცხვა-ანგარიშგების და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ მიღებული დადგენილების გასაჩივრების სამართლებრივ მექანიზმებს.
2. ამ წესის მიზნებისთვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ბულვარი – გამზირების, სანაპიროების, ქუჩების, საავტომობილო ან საფეხმავლო გზების გასწვრივ, ხეივნებითა და ქვეითად მოსიარულეთა სასეირნო ბილიკებით მოწყობილი და მწვანე ნარგავებით გაშენებული ტერიტორია;
ბ) სკვერი – 5 ჰექტრამდე ფართობის კეთილმოწყობილი და მწვანე ნარგავებით გაშენებული ტერიტორია;
გ) პარკი – არანაკლებ 5 ჰექტარის ფართობის კეთილმოწყობილი და მწვანე ნარგავებით გაშენებული ტერიტორია;
დ) პლაჟი – ხელოვნური ან ბუნებრივი წყალსატევების ნაპირების მიმდებარედ კეთილმოწყობილი ან/და მწვანე ნარგავებით გაშენებული ტერიტორია.”.
2. მე-3 მუხლის პირველი და მეორე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 103-ე მუხლით, 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენის მიზნით, თანამშრომელი უფლებამოსილია, კალენდარული წლის განმავლობაში, ნებისმიერ დროს, შეუზღუდავად განახორციელოს შემოწმება სამოქმედო ტერიტორიაზე, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, მათ შორის ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე. თანამშრომელი ადგილზე განიხილავს სამართალდარღვევის საქმეს და დამრღვევს ადგილზე შეუფარდებს სახდელს (ჯარიმას), მიუხედავად იმისა, სამართალდამრღვევი ეთანხმება თუ არა მის მიმართ გამოყენებულ პასუხისმგებლობის ზომას.
2. იმ შემთხვევაში, თუ სამართალდამრღვევი ადგილზე ვერ/არ წარმოადგენს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს და სამართალდამრღვევი პირის იდენტიფიცირება ვერ ხდება სააგენტოს ცხოველთა აღრიცხვის ერთიანი მონაცემთა ბაზის მეშვეობით, თანამშრომელი უფლებამოსილია, სამართალდამრღვევის იდენტიფიცირების მიზნით, შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისგან გამოითხოვოს და მიიღოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზებში დაცული პირის პერსონალური მონაცემები. ამ ფორმით პირის იდენტიფიცირების შეუძლებლობის შემთხვევაში, თანამშრომელი უფლებამოსილია გამოიძახოს საპატრულო პოლიცია.“.
|