შპს,,ბლექ სი სატი”-ის კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/36717-16
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/02/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

№2/36717-16

განჩინება

საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

(ამონაწერი კრედიტორთა კრების ოქმიდან)

2017 წლის 21 თებერვალი

ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე − თამარ ბურჯანაძე

სხდომის მდივანი − მარიამ ხიდაშელი

მოვალე − შპს ,,ბლექ სი სატი”

წარმომადგენელი (დირექტორი) − მამუკა ცქიტიშვილი

განმცხადებლები (კრედიტორები) − 1. შპს „ღვინის ქარხანა“

2. შპს „ბლექსი გრუპი“

წარმომადგენელი − ნინო ელოშვილი

3. შპს „მობიტელი“

წარმომადგენელი − ირმა აფრიდონიძე

4. შპს „მირა“

წარმომადგენელი − თინათინ ჭუმბაძე

5. შემოსავლების სამსახური

წარმომადგენელი − ნინო მუმლაძე-ბარავკოვი

6. შპს „სტუდია მაესტრო“

მეურვე − აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი − მიხეილ ლომთაძე

მოთხოვნა − კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

სასამართლომ განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და

გამოარკვია:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2016 წლის 1 დეკემბერს განცხადებით მომართეს შპს „კომპანის ბლექ სი გრუპის“ დირექტორმა ამირან მამუჭაძემ და შპს „ღვინის ქარხანა №1“-ის დირექტორმა არჩილ ივარდავამ და განმარტეს, რომ მოვალე შპს „ბლექ სი სატი“ წარმოადგენს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას და რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში 2011 წლის 7 მარტიდან. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის საფუძველია მოვალის გადახდისუუნარობა. მოვალეს არ გააჩნია უნარი, გადაიხადოს განმცხადებელი კრედიტორების დავალიანება, რომელიც ჯამში შეადგენს 6 843 724.6 ლარს. მოვალე უუნაროა, ასევე, გადაიხადოს სხვა კრედიტორთა ვადამოსული დავალიანებები, რომელთა ოდენობა, დაუზუსტებელი მონაცემებით 150 000 (ას ორმოცდაათ ათას) ლარს აღემატება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ განცხადება მიღებულ იქნა წარმოებაში, მეურვედ დაინიშნა აღსრულების ეროვნული ბიურო, კრედიტორთა პირველი კრება მოწვეულ იქნა 2017 წლის 21 თებერვალს 15:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში.

კრედიტორთა კრებაზე განხილული იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, კერძოდ, მოსმენილ იქნა მეურვის ანგარიში მოვალის ქონებასთან დაკავშირებით. მოხდა განმცხადებლების ნაწილის კრედიტორად აღიარება. დღის წესრიგით გათვალისწინებული მესამე საკითხი, კერძოდ, მომრიგებელი საბჭოს წევრების არჩევა ვერ მოხდა, აღნიშნულის გათვალისწინებით, მოვალესთან და კრედიტორებთან შეთანხმებით, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვა უნდა შეწყდეს და გაგრძელდეს კანონით დადგენილ ვადაში.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის ოცდამეორე ნაწილის თანახმად, კრედიტორთა პირველი კრების ხანგრძლივობაა არაუმეტეს 7 სამუშაო დღისა. კრედიტორთა უბრალო უმრავლესობის არგუმენტირებული წერილობითი თხოვნის საფუძველზე მოსამართლეს შეუძლია ამ ვადის გაგრძელება არაუმეტეს 3 დღით.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285 მუხლებით,

  დაადგინა:

1. კრედიტორთა პირველი კრება გაგრძელდეს 2017 წლის 31 მარტს 14:00 სთ-ზე თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6) სხდომის დარბაზი №19;

2. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“, სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე WWW.TCC.GOV.GE.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში, კერძო საჩივრით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

მოსამართლე:                                          თამარ ბურჯანაძე