„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის რეორგანიზაციის შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 15 დეკემბრის N165/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№34/ნ
სარეგისტრაციო კოდი
430090000.22.022.017288
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/03/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №34/ნ

2017 წლის 1 მარტი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 15 დეკემბრის №165/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 15 დეკემბრის N165/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 16.12.2016 წ. სარეგისტრაციო კოდი: 430090000.22.022.017238) და  ბრძანების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სტრუქტურული და ფუნქციური ოპტიმიზაციისა და მასზე დაკისრებული ფუნქციების ეფექტური და დროული განხორციელების, ასევე, მის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევისა და მართვის პროცესის გაუმჯობესების მიზნით 2017 წლის 31 მარტამდე განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის რეორგანიზაცია, რომელსაც შეიძლება თან ახლდეს სტრუქტურული ან/და ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას ან/და გადაადგილებას.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიალექსანდრე ჯეჯელავა