შპს„არგოს“, გიორგი მახათაძეს, შპს „ალიანსი-საქართველოს“, შპს „ევერესტი 2010-ის“, შპს „ლიტვური საცხობი+ის“, შპს „თელავის მარანის“, შპს „გაგრა პლიუსის“, შპს „გეო ლატექსის“, შპს „იბერია პროდაქტის“, შპს „სადისტრიბუციო კომპანია მ&გ-ის“, შპს „სოლედოს“, შპს „ვინივერია ლოჯისტიკს“, შპს „დიპლომატ ჰოლდინგის“, შპს „ცენტურიონის“, შპს „სადისტრიბუციო კომპანია სარაჯიშვილის“, შპს „ივერიონი გრუპის“, შპს „სიფუდ გრუპის“, შპს „მარატის“, შპს „ფუდლაინ 2012-ის“, შპს „კომპანია ორბიტას“, შპს „ჯეოს“, შპს „სუპერის“ კერძო საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/13628-13
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/03/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/13628-13

 

განჩინება

საქართველოს სახელით

კერძო საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ

2017 წლის 23 თებერვალი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი

 

მოვალე - სს ”გუდვილი”

 

კერძო საჩივრის ავტორები , კრედიტორები - შპს ,,არგო’’, გიორგი მახათაძე, შპს ,,ალიანსი-საქართველო’’, შპს ,,ევერესტი 2010’’, შპს ,,ლიტვური საცხობი+’’, შპს ,,თელავის მარანი’’, შპს ,,გაგრა პლიუსი’’, შპს ,,გეო ლატექსი’’, შპს ,,იბერია პროდაქტი’’, შპს ,,სადისტრიბუციო კომპანია მ & გ’’, შპს ,,სოლედო’’, შპს ,,ვინივერია ლოჯისტიკს’’, შპს ,,დიპლომატ ჰოლდინგი’’, შპს ,,ცენტურიონი’’, შპს ,,სადისტრიბუციო კომპანია სარაჯიშვილი’’, შპს ,,ივერიონი გრუპ’’, შპს ,,სიფუდ გრუპ’’, შპს ,,მარატი’’, შპს ,,ფუდლაინ 2012’’, შპს ,,კომპანია ორბიტა’’, შპს ,,ჯეო’’, შპს ,,სუპერი’’.

წარმომადგენელი - ტარიელ ჩოჩიშვილი

შპს ,,შარმ ტრეიდინგი’’, ,,ავერსი’’, შპს ,,ჯეოსტარი’’, შპს ,,ენგადი’’, შპს ,,მეგაკო’’, შპს ,,პრესტიჟ ინტერპრაისი”, შპს ,,ბადაგონი’’, შპს ”დაფნა”, შპს ”G&A GROUP”, შპს ,,მეღვინეობა ხარება’’, შპს "ნლ ფუდი", შპს ”დიპლომატ ჯორჯია”, ს/ს ”თბილისი ცენტრალი”, შპს ”კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია”, შპს ”კასტელი ჯორჯია”, შპს ”იესემ ჯორჯია”, ,,გეო ფუდს დისტრიბუშენი’’, შპს ”ჭყონია & კომპანია”.

მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 8 თებერვლის განჩინების გაუქმება.

 

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა კერძო საჩივარი და,

 

გამოარკვია:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განხილვაშია სს ,,გუდვილის’’ გადახდისუუნარობის საქმე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს ,,არგოს’’, გიორგი მახათაძის, შპს ,,ალიანსი-საქართველოს’’, შპს ,,ევერესტი 2010’’-ის, შპს ,,ლიტვური საცხობი+’’-ის და სხვათა წარმომადგენელმა ტარიელ ჩოჩიშვილმა, შპს ,,შარმ ტრეიდინგმა’’, ,,ავერსიმ’’, შპს ,,ჯეოსტარიმ’’, შპს ,,ენგადიმ’’, შპს ,,მეგაკომ’’, შპს ,,პრესტიჟ ინტერპრაისიმ”, შპს ,,ბადაგონიმ’’, შპს ”დაფნამ”, შპს ”G&A GROUP”-მ, შპს ,,მეღვინეობა ხარებამ’’, შპს "ნლ ფუდიმ", შპს ”დიპლომატ ჯორჯიამ”, ს/ს ”თბილისი ცენტრალმა”, შპს ”კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ”, შპს ”კასტელი ჯორჯიამ”, შპს ”იესემ ჯორჯიამ”, ,,გეო ფუდს დისტრიბუშენიმ’’, შპს ”ჭყონია & კომპანიამ”, ასევე იურიდიულმა პირებმა, რომლებიც სს ,,გუდვილის’’ გადახდისუუნარობის საქმეზე განცხადების შემოტანისას არ არიან აღიარებული კრედიტორებად, კერძოდ, შპს ,,სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი 2’’-მა, სს ,,ბადაგონმა’’, ,,AMB''-მ, რომლებმაც მოითხოვეს კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევა შემდეგი დღის წესრიგით: რეაბილიტაციის მმართველის პოზიციიდან შპს ,,ბიზნეს ქეარ კორპორეიშენის’’ გათავისუფლება, რეაბილიტაციის მმართველად შპს ,,ნექსია თიეის’’ კანდიდატურის არჩევა/დამტკიცება, სს ,,გუდვილის’’ ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირსა და რეაბილიტაციის მმართველს შორის უფლებამოსილების გამიჯვნა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 8 თებერვლის განჩინებით განმცხადებლებს უარი ეთქვათ კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევაზე.

ზემოაღნიშნული განჩინება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაჰბარდათ კრედიტორებს და გასაჩივრებისათვის დადგენილ ვადაში, კერძოდ _ 2017 წლის 10 თებერვალს შპს ,,არგოს’’, გიორგი მახათაძის, შპს ,,ალიანსი-საქართველოს’’, შპს ,,ევერესტი 2010’’-ის, შპს ,,ლიტვური საცხობი+’’-ის და სხვათა (სულ 22 კრედიტორი) წარმომადგენელმა ტარიელ ჩოჩიშვილმა კერძო საჩივრით მომართა სასამართლოს და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 8 თებერვლის განჩინების გაუქმება.

სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი კერძო საჩივარი, მიაჩნია, რომ იგი დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს.

როგორც კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის უფლება აქვთ მეურვეს, კრედიტორს (კრედიტორებს), რომელიც ფლობს კრედიტორთა ხმების საერთო რაოდენობის სულ მცირე 10%-ს, მოვალეს. რიგგარეშე კრების მოწვევისა და დღის წესრიგის შესახებ შეტყობინება სასამართლომ უნდა დააგზავნოს კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის თაობაზე მოთხოვნის მიღებისთანავე. რიგგარეშე კრება უნდა გაიმართოს სასამართლოში მოთხოვნის წარდგენიდან მე-5 დღეს.

ზ/ ხსენებული ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, უდავოა, რომ კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის უფლება აქვთ მეურვეს, კრედიტორს (კრედიტორებს), რომელიც ფლობს კრედიტორთა ხმების საერთო რაოდენობის სულ მცირე 10 %-ს, მოვალეს, რაც შეეხება სასამართლოს იგი ასრულებს მხოლოდ კრების ჩატარების საორგანიზაციო ფუნქციებს, კერძოდ, ამავე ნორმაში მოცემული ლეგალური დეფინიციის მიხედვით ,,რიგგარეშე კრების მოწვევისა და დღის წესრიგის შესახებ შეტყობინება სასამართლომ უნდა დააგზავნოს კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის თაობაზე მოთხოვნის მიღებისთანავე. რიგგარეშე კრება უნდა გაიმართოს სასამართლოში მოთხოვნის წარდგენიდან მე-5 დღეს’’. ანუ კრების მოწვევის პრეროგატივით მოცემულ შემთხვევაში არ სარგებლობს სასამართლო, ამ უფლების ბენეფიციარებს წარმოადგენენ კრედიტორები, რომლებმაც განახორციელეს ხსენებული უფლების რეალიზაცია.

რაც შეეხება იმ გარემოებას, კრების მოწვევა განხორციელდა თუ არა ხმების საერთო რაოდენობის სულ მცირე 10 %-ის მქონე კრედიტორების მიერ, აღნიშნულზე საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი განცხადებების ავტორთა (კრედიტორთა) ხმების საერთო რაოდენობა აღემატებოდა 30 %-ს.

ამავე კანონის 44-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, რეაბილიტაციის პროცესში რეაბილიტაციის მმართველისა და საწარმოს დირექტორის უფლებამოსილებათა წრეს განსაზღვრავს კრედიტორთა კრება. კრედიტორთა კრების გადაწყვეტილების საფუძველზე რეაბილიტაციის მმართველსა და კრედიტორებს შორის იდება ხელშეკრულება, რომელშიც მიეთითება რეაბილიტაციის მმართველის უფლებამოსილების ფარგლები, მისი ანაზღაურებისა და პასუხისმგებლობის საკითხები. პასუხისმგებლობის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია საბანკო გარანტიის ან/და პასუხისმგებლობის დაზღვევის გამოყენება.

50-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დამტკიცებული რეაბილიტაციის გეგმის განხორციელებისათვის პასუხისმგებელია რეაბილიტაციის მმართველი.

„გადახდისუუნარობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლით, გადახდისუუნარობის საქმის წარმოებასთან დაკავშირებით მოსამართლის მიერ განჩინების ფორმით მიღებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე შეიძლება მხოლოდ კერძო საჩივრის შეტანა.

კერძო საჩივრის შეტანა შეუძლიათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, რომელთა მიმართაც გამოტანილია განჩინება, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება.

კერძო საჩივარი შეტანილი უნდა იქნეს წერილობითი ფორმით იმ სასამართლოში, რომელმაც მიიღო განჩინება.

მე-8 მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის სასამართლოში შეტანა შეიძლება განჩინების გადაცემიდან 5 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.

ამავე კანონის მე-9 მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრის შეტანა არ შეაჩერებს იმ საპროცესო მოქმედების შესრულებას, რომელიც სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით იყო გათვალისწინებული.

თუ სასამართლო კერძო საჩივარს დასაშვებად და დასაბუთებულად მიიჩნევს, მაშინ ის აკმაყოფილებს კერძო საჩივარს. წინააღმდეგ შემთხვევაში კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნება ზემდგომ სასამართლოს განჩინების გამოტანიდან 5 დღის ვადაში.

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს განმცხადებლების წარმომადგენლის მოთხოვნა დასაბუთებულად მიაჩნია.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა ”გადახდისუუნარობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7, მე-8, მე-9 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. შპს ,,არგოს’’, გიორგი მახათაძის, შპს ,,ალიანსი-საქართველოს’’, შპს ,,ევერესტი 2010’’-ის, შპს ,,ლიტვური საცხობი+’’-ის და სხვათა (სულ 22 კრედიტორი) წარმომადგენლის ტარიელ ჩოჩიშვილის, ასევე შპს ,,შარმ ტრეიდინგის’’, ,,ავერსის’’, შპს ,,ჯეოსტარის’’, შპს ,,ენგადის’’, შპს ,,მეგაკოს’’, შპს ,,პრესტიჟ ინტერპრაისის”, შპს ,,ბადაგონის’’, შპს ”დაფნას”, შპს ”G&A GROUP”-ს, შპს ,,მეღვინეობა ხარებას’’, შპს "ნლ ფუდს", შპს ”დიპლომატ ჯორჯიას”, ს/ს ”თბილისი ცენტრალის”, შპს ”კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას”, შპს ”კასტელი ჯორჯიას”, შპს ”იესემ ჯორჯიას”, ,,გეო ფუდს დისტრიბუშენის’’, შპს ”ჭყონია & კომპანიას” კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 8 თებერვლის განჩინება კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევაზე უარის თქმის შესახებ.

2. კრედიტორთა რიგგარეშე კრება დაინიშნოს 2017 წლის 11 მარტს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) სხდომის დარბაზი №1 შემდეგი დღის წესრიგით:

2.1. რეაბილიტაციის მმართველის პოზიციიდან შპს ,,ბიზნეს ქეარ კორპორეიშენის’’ გათავისუფლება;

2.2. რეაბილიტაციის მმართველად შპს ,,ნექსია თიეის’’ კანდიდატურის არჩევა/დამტკიცება;

2.3. სს ,,გუდვილის’’ ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირსა და რეაბილიტაციის მმართველს შორის უფლებამოსილების გამიჯვნა.

3. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საკანონმდებლო მაცნეში’’ და ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.

4.    განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული განჩინების გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში კერძო საჩივრის შეტანის გზით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

 

მოსამართლე                                                                        თამარ ჭუნიაშვილი