წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
მიღების თარიღი 27.02.2017
ძალის დაკარგვა 09.03.2018
გამომცემი ორგანო წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №3
სარეგისტრაციო კოდი 010140030.35.104.016298
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/03/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (3)
| წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია | წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| IMG | ITL |
| 0,37 | 1 |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 5 აქტით
- წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 31.01.2024
- წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 24.02.2023
- წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 23.02.2022
- წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 26.02.2021
- წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 28.02.2020
დოკუმენტის ტექსტი
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №3
2017 წლის 27 თებერვალი
ქ. წალენჯიხა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი.
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს „წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 თებერვლის № 8 დადგენილება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთემურ ღვინჯილია
დანართი
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი
მუხლი 1🔗
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვ. მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში „მიწის ნორმატიული ფასი“) დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:
CN=IMG X I TL X C X K, სადაც:
ა)
CN არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;
ბ)
IMG არის წალენჯიხის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,37-ს;
გ)
I TL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის 1-ს, რადგან წალენჯიხაში ზონირება არ ხორციელდება;
დ)
C არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს;
ე)
K არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 100-ს.
მუხლი 2🔗
პირველი მუხლის მიხედვით წალენჯიხის მუნიციპალიტეტში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვ. მეტრის მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:
ა)
ქ. წალენჯიხის და ქ. ჯვარის ადმინისტრაციულ საზღვრებში მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს:
IMG
ITL
C
K
CN /ლარი/
0,37
1
0,24
100
8.88
ბ)
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში (გარდა ქ. წალენჯიხისა და ქ. ჯვარის ადმინისტრაციული ერთეულებისა) - ამ დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი ფასის 50% ოდენობით (4.44 ლარი);
გ)
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დასახლებებში (გარდა ქ. წალენჯიხისა და ქ. ჯვარისა) გამავალი შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მ. რადიუსში (ორივე მხარეს) მდებარე არეალში - ამ დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი ფასის 55% ოდენობით (4.80 ლარი);
დ)
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში - ამ დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი ფასის 25 %-ის ოდენობით (2.22 ლარი);
ე)
სოფ. ჯგალის სქურის უბანში - ამ დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის, „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი ფასის 80%- ის ოდენობით (7.10 ლარი).