⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (08.01.2018)
გაუქმებულია:

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.02.2017
ძალის დაკარგვა 08.01.2018
გამომცემი ორგანო წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №4
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.104.016299
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/03/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,271 სიტყვა · ~11 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.02.2017 მიღება
08.01.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №4 2017 წლის 27 თებერვალი ქ. წალენჯიხა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 61-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების განხორციელების  წესი. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთემურ ღვინჯილია დანართი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების განხორციელების  წესი ეს წესი განსაზღვრავს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის „მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის“ მუხლში გათვალისწინებული სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების განხორციელების პრინციპებს, სოციალური დახმარებების დანიშვნასა და გაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, მათ სახეებს, მათი დანიშვნისა და გაცემის ადმინისტრირებას,  მიმღებ (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხას და დახმარების სახით გასაცემის თანხის ოდენობას. თავი I სოციალური  და ჯანდაცვის პროგრამების სახეები, ბენეფიციართა კატეგორიები და პროგრამებში ჩასართავად საჭირო დოკუმენტაცია მუხლი 1🔗. მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები 1. მუნიციპალიტეტში 2017 წლის ბიუჯეტით განსაზღვრულია შემდეგი  სოციალური პროგრამები: ა) ახალშობილთა ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა; ბ) საზეიმო და სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებით გარკვეული სოციალური ჯგუფების ფულადი დახმარების პროგრამა; გ) მრავალშვილიანი ოჯახების  ფულადი დახმარების პროგრამა; დ) მოქალაქეთა ერთჯერადი ფულადი  დახმარების პროგრამა; ე) სოციალურად დაუცველი მოსახლეობის კვებით უზრუნველყოფის პროგრამა; ვ) საომარი მოქმედებებისა და სამსახურებრივი მოვალეობის  შესრულების დროს დაღუპულთა ოჯახების ფულადი  დახმარების პროგრამა; ზ) სტიქიის შედეგად დაზარალებული  ოჯახების  ფულადი  დახმარების პროგრამა; თ) სარიტუალო მომსახურების პროგრამა. 2. მუნიციპალიტეტში 2017 წლის ბიუჯეტით განსაზღვრულია ჯანდაცვის შემდეგი  პროგრამები: ა) ჯანმრთელობის ცვლილებით გამოწვეული საყოველთაო დაზღვევით   დაფინანსებულ  პაციენტთა სტაციონარული მომსახურების თანადაფინანსების პროგრამა; ბ) ფსიქიკურ ავადმყოფთა ფსიქოტროპული მედიკამენტებით უზრუნველყოფის დაფინანსების პროგრამა; გ) თირკმლის  დიალიზზე  მყოფი პაციენტების  ტრანსპორტირების ფინანსური   უზრუნველყოფის პროგრამა; დ) შშმ პირთა და  მომვლელის  საჭიროების  მქონე  ბენეფიციართა  შინ მოვლის პროგრამა; ე) აუტისტური სპექტრის აშლილობის  (ასა) მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის  მხარდაჭერის პროგრამა; ვ) „საქართველო C ჰეპატიტის გარეშე“ სახელმწიფო პროგრამის დიაგნოსტიკის კომპონენტით გათვალისწინებული კვლევების თანადაფინანსების პროგრამა; ზ) მუდმივად ან/და სისტემატურად მკურნალობის საჭიროების მქონე  იშვიათი პროგრესირებადი დაავადებით შეპყრობილ პირთა მხარდაჭერის პროგრამა. 3. მუნიციპალური პროგრამებით მოსარგებლე შეიძლება იყოს პირი, რომელიც რეგისტრირებულია წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ან ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილი პირი, რომელიც რეგისტრირებულია და ფაქტობრივად ცხოვრობს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში. 4. პროგრამაში, მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით შექმნილი „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული  სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების მართვისა და ადმინისტრირების კომისიის“ (შემდგომში - სოციალური კომისია) გადაწყვეტილებით, შეიძლება ჩაერთოს პირი, რომელიც ფაქტობრივად ცხოვრობს, მაგრამ არ არის რეგისტრირებული წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, თუ ეს ფაქტი წერილობით დადასტურებული იქნება შესაბამისი  ადმინისტრაციული ერთეულის გამგებლის წარმომადგენლის მიერ. მუხლი 2🔗. ახალშობილთა ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა 1. პროგრამა ითვალისწინებს  ბიოლოგიური დედის რიგით პირველ  და  მეორე ცოცხლად შობილი შვილისთვის ერთჯერად  ფულად დახმარებას 200 ლარის  ოდენობით (ტყუპების შეძენის  შემთხვევაში თანხის  გაორმაგებით). 2. ბენეფიციარმა დახმარების  თაობაზე უნდა მიმართოს გამგეობას განცხადებით ბავშვის  დაბადებიდან არაუგვიანეს ექვსი თვისა. 3. დაფინანსება  მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ბენეფიციარის  პირად  ანგარიშზე თანხის  ჩარიცხვით. 4. პროგრამაში ჩასართავად წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) წერილობითი განცხადება; ბ) ახალშობილის დაბადების მოწმობის ასლი; გ) ერთ-ერთი მშობლის პირადობის მოწმობის ასლი; დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი. მუხლი 3🔗. სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებით გარკვეული სოციალური ჯგუფების  დახმარების პროგრამა 1. პროგრამით მოსარგებლეები არიან საზოგადოების დამსახურებული და ღვაწლმოსილი ადამიანები (დამსახურებული პენსიონერები, 100 წელს გადაცილებული პირები, ომისა და შრომის ვეტერანები, დამსახურებული პედაგოგები, ექიმები  და სხვა). 2. პროგრამა ითვალისწინებს საზეიმო ან ღირსშესანიშნავ დღეებთან დაკავშირებით ამ მუხლის 1-ელ პუნქტში განსაზღვრული პირებისათვის ერთჯერადი ფულადი და/ ან მატერიალური დახმარების გაწევას. 3. სოციალური ჯგუფების შერჩევა ღირსშესანიშნავი  დღის გათვალისწინებით  და თითოეულ ბენეფიციარზე გასაცემი თანხის ოდენობა ან/და  მატერიალური დახმარების ჩამონათვალი განისაზღვრება  მუნიციპალიტეტის გამგებელის სოციალური კომისიის მიერ. 4. შესაბამის ბენეფიციართა სიები, სოციალური  ჯგუფების გათვალისწინებით,   მიიღება  სოციალური მომსახურების სააგენტოს რაიონული განყოფილების  ან/და ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებისგან. მუხლი 4🔗. მრავალშვილიანი ოჯახების ფულადი დახმარების პროგრამა 1. პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ  მრავალშვილიან ოჯახებს, რომელთაც ჰყავთ ოთხი ან მეტი შვილი.  2. პროგრამის ფარგლებში მრავალშვილიანი ოჯახის თითოეულ არასრულწლოვან შვილზე ყოველთვიურად გაიცემა დახმარება  50 ლარის ოდენობით.  3. პროგრამით სარგებლობის მსურველმა მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) შვილების დაბადების მოწმობების ასლები; გ) განმცხადებელი მშობლის ან ორივე მშობლის პირადობის მოწმობის ასლი; დ) ქორწინების მოწმობა ასეთის არსებობის შემთხვევაში; ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი. 4. წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის საფუძველზე  დახმარების დანიშვნაზე გადაწყვეტილებას იღებს კომისია. მუხლი 5🔗. მოქალაქეთა ერთჯერადი ფულადი  დახმარების პროგრამა      1. პროგრამა ითვალისწინებს  მუნიციპალიტეტში მცხოვრებ იმ მოქალაქეთათვის ერთჯერადი ფულადი დახმარების გაწევას , რომელთაც გაუთვალისწინებელ მიზეზთა გამო აქვთ ექსტრემალურად განვითარებული ყოფითი  პრობლემები  და დახმარების მიღებაზე თხოვნით მიმართვის დროს განიცდიან მათთვის დაუძლეველ, უკიდურესად მწვავე ეკონომიკურ სივიწროვეს. 2. ერთჯერადი ფულადი დახმარება შეიძლება გაიცეს კონკრეტულ პირზე, წელიწადში ერთხელ, არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა. 3. განმცხადებელმა დახმარების მისაღებად უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) იმ ადმინისტრაციულ ერთეულის გამგებლის  წარმომადგენელის შუამდგომლობა, სადაც ცხოვრობს განმცხადებელი; დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი. მუხლი 6🔗. საომარი მოქმედებებისა და სამსახურებრივი მოვალეობის  შესრულების დროს დაღუპულთა ოჯახების ფულადი  დახმარების პროგრამა 1. პროგრამა მოიცავს საომარი მოქმედებებისა და სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების დროს (ძალოვან სტრუქტურებში) დაღუპულთა ოჯახებზე დახმარების გაწევას საზეიმო და ღირსშესანიშნავ დღეებთან დაკავშირებით. 2. დახმარება გაიცემა საომარი მოქმედებებისა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულის ახლო ნათესავზე (მეუღლე, შვილი, დედა ან მამა). 3. პროგრამით მოსარგებლე ოჯახებზე დახმარების გაწევასა და გასაცემი თანხის ოდენობაზე გამგეობის სოციალური კომისიის დასკვნის საფუძველზე გადაწყვეტილებას იღებს გამგებელი. 4. განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს: ა) დაღუპულთან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის შუამდგომლობა; დ) განმცხადებლის პირადი საბანკო ანგარიში. მუხლი 7🔗. სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ფულადი დახმარების პროგრამა 1. პროგრამა ითვალისწინებს სტიქიური მოვლენების (ხანძარი, მეწყერი,ქარბუქი, ღვარცოფი და სხვა) შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარებას. 2. პროგრამაში ჩასართავად სტიქიისაგან დაზარალებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ: ა) ხანძრით მიყენებული ზიანის შემთხვევაში: ა.ა) სახანძრო-სამაშველო სამსახურის დასკვნა; ა.ბ) სტიქიის ამსახველი ფოტომასალა; ა.გ) შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის  გამგებლის წარმომადგენლის შუამდგომლობა; ა.დ) განმცხადებლის პირადობის მოწმობა და პირადი საბანკო ანგარიში; ბ) ხანძრის გარდა სხვა სტიქიური მოვლენის შედეგად დაზიანების შემთხვევაში: ბ.ა) სათანადო საექსპერტო ან/და გეოლოგიური დასკვნა საცხოვრებელი სახლის მდგომარეობის შესახებ; ბ.ბ) სტიქიის ამსახველი ფოტო-მასალა; ბ.გ) შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის  გამგებლის წარმომადგენლის შუამდგომლობა; ბ.დ) განმცხადებლის პირადობის მოწმობა და პირადი საბანკო ანგარიში. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შემთხვევაში შესაბამისი დოკუმენტაციის განხილვის შემდგომ სოციალური კომისია იღებს გადაწყვეტილებას კონკრეტული ოჯახისთვის თანხის გაცემაზე 1000(ათასი)-დან 3000(სამი ათასი) ლარამდე ოდენობით. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში სოციალური კომისია, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის  2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანების №3 დანართით დადგენილი კრიტერიუმების გათვალისწინებით, იღებს გადაწყვეტილებას თანხის გაცემაზე არაუმეტეს 10000 (ათი ათასი) ლარისა. 5. პროგრამაში ჩაერთვება მხოლოდ ის ოჯახები, რომლებიც სტიქიით დაზარალდა საბიუჯეტო წლის ფარგლებში. მუხლი 8🔗. სარიტუალო მომსახურების პროგრამა 1. პროგრამა ითვალისწინებს გარდაცვლილი მეორე სამამულო ომის მონაწილეებისა და მასთან გათანაბრებული პირების, აგრეთვე გარდაცვლილ იძულებით გადაადგილებულთა  სარიტუალო ხარჯების ნაწილობრივ დაფინანსებას. 2. თითოეულ გარდაცვლილ სამამულო ომის მონაწილის ოჯახზე ამ პროგრამის ფარგლებში გაიცემა თანხა 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის, ხოლო იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახებზე-100 ლარის ოდენობით. 3. განმცხადებელმა მუნიციპალიტეტის გამგეობაში კომისიაზე განსახილველად უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) გარდაცვლილი დევნილის ან სამამულო ომის მონაწილის (ომის მონაწილესთან გათანაბრებული) პირის ამ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) განმცხადებლისა და გარდაცვლილის ნათესაური კავშირის (მეუღლე, შვილი, და, ძმა) დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი და პირადი საბანკო ანგარიში. მუხლი 9🔗. ჯანმრთელობის ცვლილებით გამოწვეული საყოველთაო დაზღვევით   დაფინანსებულ  პაციენტთა სტაციონარული მომსახურების თანადაფინანსების პროგრამა 1. პროგრამა ითვალისწინებს საყოველთაო დაზღვევით დაფინანსებულ პაციენტთა სტაციონარული მომსახურების ფარგლებში (როგორც ძირითადი, ასევე მინიმალური პაკეტით მოსარგებლე) ბენეფიციარის მიერ ასანაზღაურებელი თანხის ნაწილობრივ თანადაფინანსებას. 2. პროგრამით გათვალისწინებული თანადაფინანსება ანგარიშდება სახელმწიფო დაზღვევით გათვალისწინებული  ღირებულებიდან. თუ  საყოველთაო დაზღვევით ფინანსდება კონკრეტული  მომსახურების 70%-ი, პროგრამით დაფინანსდება საყოველთაო დაზღვევით დადგენილი ლიმიტით განსაზღვრულ ფარგლებში პაციენტის მიერ გადასახდელი 30%-ის ნახევარი, მაგრამ არა უმეტეს 1000 ლარისა.საყოველთაო დაზღვევით 100%-ით დაფინანსების შემთხვევაში, თუ სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის ტარიფი აჭარბებს საყოველთაო დაზღვევით გათვალისწინებულ ტარიფს, პროგრამით დაფინანსდება პაციენტის მიერ გადახდილი თანხის  15%, მაგრამ არაუმეტეს 1000 ლარისა.  3. ბენეფიციარზე  გაიცემა საგარანტიო წერილი,რომლის საფუძველზეც,  მომსახურებაზე წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემდეგ, განხორციელდება  თანხის სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის ანგარიშზე ჩარიცხვა. გამონაკლის შემთხვევაში, სოციალური კომისიის გადაწყვეტილებით, თანხის ჩარიცხვა  შეიძლება განხორციელდეს განმცხადებლის პირად საბანკო ანგარიშზე, თუ მან კომისიას თანხის ანაზღაურების თხოვნით მიმართა   სამედიცინო მომსახურების გაწევიდან არაუგვიანეს 3 თვისა. 4. განმცხადებლმა  უნდა წარმოადგინოს: ა) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; ბ) პროგრამაში ჩასართავი პირის პირადობის მოწმობა და მისი და განმცხადებლის   ნათესაური კავშირის (მეუღლე, შვილი, და, ძმა) დამადასტურებელი დოკუმენტის  ასლი. გ)  გასაწევი/გაწეული სამედიცინო მომსახურების დამადასტურებელი ფორმა №100; დ) საყოველთაო დაზღვევის საგარანტიო წერილის ასლი ან მისი ძალის მქონე სხვა დოკუმენტი. მუხლი 10🔗. ფსიქიკურ ავადმყოფთა ფსიქოტროპული მედიკამენტებით უზრუნველყოფის დაფინანსების პროგრამა 1. პროგრამის ბენეფიციარები არიან ფსიქიკური აშლილობით დაავადებული პაციენტები, რომლებიც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფსიქოტროპული მედიკამენტებით უზრუნველყოფის გარდა, დამატებით საჭიროებენ სხვა ძვირადღირებული მედიკამენტებით მკურნალობას. 2. პროგრამა გათვალისწინებულია 40 ბენეფიციარზე, რომელთა შერჩევა ხდება ფსიქონარკოლოგიური დისპანსერის მიერ მოწოდებული მონაცემების გათვალისწინებით სოციალური კომისიის მიერ. 3. პროგრამა ითვალისწინებს თითოეულ ბენეფიციარზე  ან ოჯახის წევრზე, ყოველთვიურად, უნაღდო ანგარიშსწორებით, პირად ანგარიშზე 100 ლარის ჩარიცხვას. 4. წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) განმცხადებლის პირადობის მოწმობა; ბ) სამედიცინო ფორმა №100; გ) პროგრამაში ჩასართავი პირის პირადობის მოწმობა და მისი და განმცხადებლის ნათესაური კავშირის (მეუღლე, შვილი,დედა, მამა) დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) განმცხადებლის პირადი საბანკო ანგარიში. მუხლი 11🔗. თირკმლის დიალიზზე  მყოფი პაციენტების  ტრანსპორტირების ფინანსური უზრუნველყოფის პროგრამა 1. პროგრამით მოსარგებლეები არიან მოქალაქეები, რომლებიც დამოკიდებულნი არიან თირკმლის დიალიზის სისტემატურ ჩატარებაზე და მომსახურების მისაღებად უწევთ ტრანსპორტირება სხვა ქალაქში (ქ. ზუგდიდი ან ქ. ქუთაისი). 2. პროგრამა ითვალისწინებს თითოეულ ბენეფიციარზე  ყოველთვიურად უნაღდო ანგარიშსწორებით  პირად ანგარიშზე 100 ლარის ჩარიცხვას. 3. პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ პაციენტებს, რომლებიც წარმოადგენენ: ა) პირადობის მოწმობის ასლს; ბ)  სამედიცინო ცნობა  ფორმა №100-ს თირკმლის დიალიზის აუცილებლობის დადასტურებით; გ) დოკუმენტს, რომელიც მიუთითებს, რომ ბენეფიციარი დიალიზს იტარებს ქ. ზუგდიდში ან ქ. ქუთაისში; დ) პირად საბანკო ანგარიშს. მუხლი 12🔗. შშმ პირთა და  მომვლელის საჭიროების  მქონე ბენეფიციართა  მოვლის პროგრამა 1. პროგრამა  მოიცავს სიღარიბის  ზღვარს  მიღმა  მყოფი  ოჯახების  მონაცემთა ერთიან  ბაზაში 100 000-ზე  დაბალი  სარეიტინგო ქულით დარეგისტრირებულ პირს, რომელსაც აქვს ასაკით პენსია ან  სსე შემოწმების აქტის ამონაწერით სტატუსი - მკვეთრად გამოხატული (I ჯგუფი) - და  არის  სახლს  (ეტლით  მოსარგებლე ) ან საწოლს  მიჯაჭვული და   საჭიროებს მუდმივ მოვლას. 2. პროგრამა ითვალისწინებს თითოეულ ბენეფიციარზე  ან  ოჯახის წევრზე ან სხვა უფლებამოსილ პირზე ყოველთვიურად 100 ლარის ჩარიცხვას. 3. პროგრამაში ჩასართავად წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; ბ) ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი; გ) განმცხადებლისა და ბენეფიციარის ნათესაური კავშირის (უფლებამოსილი პირის) დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის (სსე) შემოწმების აქტის ამონაწერის ასლი,  სადაც მითითებულია სტატუსი - „მკვეთრად გამოხატული“ ან საპენსიო მოწმობის  ასლი (ასაკით პენსიონერის შემთხვევაში); ე) ჯანმრთელობის ცნობა ფორმა №100, მუდმივად მოვლის საჭიროების მითითებით; ვ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან სოციალურად დაუცველთა  ერთიან  ბაზაში არსებობობისა და მინიჭებული ქულის თაობაზე; ზ) პირადი საბანკო ანგარიშის ნომერი. მუხლი 13🔗. აუტისტური სპექტრის აშლილობის  (ასა) მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის  მხარდაჭერის პროგრამა 1. პროგრამა მოიცავს მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე მცხოვრებ  ბავშვებისათვის ( 2-დან 15-წლამდე ასაკის  ჩათვლით)  ქვემოთ ჩამოთვლილ დაწესებულებებში ჩასატარებელი სპეციალური სეანსების  თანადაფინანსებას. 2. პროგრამით ფინანსდება მხოლოდ  შემდეგ დაწესებულებებში ჩატარებული მკურნალობა: ა) ნეიროგანვითარების ცენტრი; ბ) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის „ბავშვთა  განვითარების  ინსტიტუტი“; გ) რეგისტრირებული  კავშირი „საქართველოს  ბავშვები“; დ) მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი. 3. სოციალური კომისიის მიერ დოკუმენტების განხილვის საფუძველზე წელიწადში ერთხელ,მუნიციპალიტეტის გამგეობა გასცემს საგარანტიო წერილს ჩასატარებელი სეანსების ღირებულების 70%-ის ოდენობით დაფინანსების თაობაზე, მაგრამ  არაუმეტეს 1000 ლარისა. გაწეული მომსახურეობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის  შემდგომ, გაცემული საგარანტიო წერილის  შესაბამისად, განხორციელდება  უნაღდო  ანგარიშსწორება. 4. ასა-ის მქონე  ბავშვის ერთ-ერთი მშობლის  განცხადებას უნდა  დაერთოს: ა) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ბ) ბავშვის დაბადების  მოწმობის  ასლი; გ) დიაგნოზის  დამადასტურებელი  დოკუმენტი; დ) ჩასატარებელი მკურნალობის ხარჯთაღრიცხვა;  ე) განმცხადებლის პირადი საბანკო ანგარიში. მუხლი 14🔗. „საქართველო C ჰეპატიტის  გარეშე“ სახელმწიფო  პროგრამის დიაგნოსტიკის კომპონენტით გათვალისწინებული  კვლევების თანადაფინანსების პროგრამა 1. პროგრამით  სარგებლობა  შეუძლიათ  პაციენტებს, რომლებიც  ჩართულნი არიან  „საქართველო C ჰეპატიტის გარეშე“ სახელმწიფოს პროგრამაში. 2. პროგრამა  იმ პაციენტთათვის, რომელთა მკურნალობის 70%  სახელმწიფო პროგრამით ფინანსდება, ითვალისწინებს პაციენტის მიერ გადასახდელი თანხის სრულ ანაზღაურებას, ხოლო მათთვის,  ვისაც სახლმწიფო პროგრამით უფინანსდება მკურნალობის ღირებულების 30%, - პაციენტის მიერ გადასახდელი თანხის 70%-ს. 3. პროგრამაში ჩასართავად პირის განცხადებას თან უნდა ერთოდეს: ა) სახელმწიფო   პროგრამაში ჩართვის დამადასტურებელი ხელშეკრულება; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) პირადი საბანკო ანგარიში.   მუხლი 15🔗. მუდმივად ან/და სისტემატურად მკურნალობის საჭიროების მქონე  იშვიათი პროგრესირებადი დაავადებით შეპყრობილ პირთა მხარდაჭერის პროგრამა  1. პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ პაციენტებს, რომლებიც დაავადებულნი არიან იშვიათი პროგრესირებადი დაავადებით, (ლეიკემიამ, რომელსაც სჭირდება პრეპარატ „გლივეკით“ სისტემატური  მკურნალობა), გაფანტული სკლეროზი, პარკისონის დაავადება, სირინგომიელია, მოტორულ ნეირონთა დაავადება, კუნთთა პროგრესული დისტროფია), საჭიროებენ მუდმივ ან/ და სისტემატიურ მკურნალობას. 2. ამ პროგრამით მოსარგებლე პირებს, რომლებიც დაავადებულნი არიან ამ მუხლის პირველ პუნქტში გათვალისწინებული დაავადებებით (გარდა ლეიკემიისა) ერიცხებათ ყოველთვიურად თანხა 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, ხოლო პირებს, რომლებიც დაავადებულნი არიან  ლეიკემიის ქრონიკული ფორმით და სჭირდებათ პრეპარატ „გლივეკით“მკურნალობა100 (ასი) ლარის ოდენობით. 3. პროგრამაში ჩართვის მიზნით პირმა უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) სამედიცინო ცნობა - ფორმა №100. დ) ლეიკემიის ქრონიკული ფორმით დაავადების  შემთხვევაში სამედიცინო ფორმა №100 პრეპარატ „გლივეკით“ მკურნალობის აუცილებლობის მითითებით, ასევე პრეპარატ „გლივეკის“ შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი; ე) პირის პირადი საბანკო ანგარიში. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნულ დოკუმენტაციას იხილავს სოციალური კომისია და იღებს გადაწყვეტილებას პაციენტისათვის თანხის ჩარიცხვის თაობაზე. თავი II წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების განხორციელების წესი და ადმინისტრირება მუხლი 16🔗. სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების განხორციელებასა და ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი ორგანო 1. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების განხორციელებასა და ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით შექმნილი „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული  სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების მართვისა და ადმინისტრირების კომისია“ (შემდგომში - კომისია); 2. კომისია პასუხისმგებელია მუნიციპალური პროგრამებით მოსარგებლეთა სიების  კომპიუტერულ დამუშავებასა და ინფორმაციის დაცვაზე. 3. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება გამგებლის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. მუხლი 17🔗. ბენეფიციართა განცხადებებისა და დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის წარდგენის წესი 1. განცხადებასა და შესაბამის დოკუმენტაციას მოქალაქე წარადგენს მუნიციპალიტეტის გამგებელის სახელზე. 2. გამგებლის ადმინისტრაციული სამსახურის  მოქალაქეთა მომსახურების ბიურო დადგენილი წესით არეგისტრირებს განცხადებას თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად. 3. ბიურო არასრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში მოქალაქეს აძლევს ინფორმაციას და განუსაზღვრავს ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად, ხარვეზის დადგენილ ვადაში აღმოუფხვრელობის შემთხვევაში კომისია განცხადებას არ განიხილავს. მუხლი 18🔗. გადაწყვეტილების მომზადება 1. კომისია საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს საქართველოს კანონის ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ VI თავით გათვალისწინებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. 2. საკითხის განხილვა და გადაწყვეტა ხდება ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითად და ყოველმხრივ შესწავლის საფუძველზე. 3. კომისია უზრუნველყოფს პროგრამებით მოსარგებლეთა სისტემატურ შემოწმებას და ახდენს შესაბამის ცვლილებებს (დახმარებების დანიშვნა, შეწყვეტა, აღდგენა) ბენეფიციართა საქმეებში. 4. კომისია თვის განმავლობაში სოციალური დახმარებების გაცემის, დანიშვნისა და შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას მომდევნო თვის არაუგვიანეს 10 რიცხვისა უგზავნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს. მუხლი 19🔗. ჯანდაცვისა და სოციალური დახმარებების დანიშვნის ან/და გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება 1. პროგრამებში ჩართვის, სოციალური დახმარებების დანიშვნა ან/და გაცემის შესახებ, კომისიის დასკვნის საფუძველზე, საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელი. 2. გადაუდებელ შემთხვევაში, როცა დაყოვნებამ შესაძლოა გამოიწვიოს მძიმე შედეგი, დახმარება შეიძლება გაიცეს კომისიის დასკვნის გარეშე, გამგებლის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით. 3. სამედიცინო დაწესებულებიდან წარმოდგენილი ანგარიშფაქტურისა და კომისიის თავმჯდომარის მომართვის  საფუძველზე, გამგებელი  უფლებამოსილია გასცეს საგარანტიო წერილი. სამედიცინო დაწესებულებაში თანხის ჩარიცხვა მოხდება შესრულებული სამუშაოს ანგარიშფაქტურის წარმოდგენის შემდეგ.