ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ საქმეთა და ჯანდაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 28.02.2017
ძალის დაკარგვა 20.12.2017
გამომცემი ორგანო ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №8
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.171.016139
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/03/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 534 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.02.2017 მიღება
20.12.2017 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა კობალაძე ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ საქმეთა და ჯანდაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №8 2017 წლის 28 თებერვალი ქ. ოზურგეთი ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ საქმეთა და ჯანდაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ საქმეთა და  ჯანდაცვის სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗  ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 1 მარტიდან  წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა კობალაძე დანართი ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ საქმეთა და ჯანდაცვის  სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. მერიის სოციალურ საქმეთა და ჯანდაცვის   სამსახური: 1. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ საქმეთა და ჯანდაცვის    სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის   მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ჯანმრთელობისა და   სოციალური დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას. 2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების,   ამ დებულებისა და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების    შესაბამისად. 3. სამსახურს აქვს ბეჭედი და ბლანკი საკუთარი სახელწოდებით და სხვა საჭირო რეკვიზიტებით. 4. სამსახურის ადგილსამყოფელია: ქ. ოზურგეთი,  კოსტავას ქ. №1. მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფისაგან – განყოფილებისაგან. 2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები  განისაზღვრება მერიის დებულებითა და სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის უფროსის  არყოფნის შემთხვევაში სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს    სამსახურის განყოფილების უფროსი. 3. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან. 4. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულებითა და სამუშაოთა აღწერილობით.  განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს  ახორციელებს  განყოფილების  ერთ-ერთი მოხელე. 5. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულებითა    და სამუშაოთა აღწერილობებით. 6. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი   კარიერის გავლის წესები განისაზღვრება მერიის დებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის შესაბამისად. 7.  სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფია:  ა) სოციალურ საქმეთა და ჯანდაცვის განყოფილება. მუხლი 3🔗. სამსახურის ფუნქციები 1. სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას; ბ) ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სფეროში დელეგირებულ უფლებამოსილებათა განხორციელებას; გ)  დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას; დ)  სოციალურად დაუცველი ფენებისათვის სოციალური დახმარებისა და  შეღავათების გაწევა, სოციალური პროგრამების ფარგლებში, დადგენილი წესებისა და პროცედურების შესაბამისად მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებისათვის  საჭირო ღონისძიებების გატარება; ე) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამული ბიუჯეტის პროექტის მომზადებას; ვ) უმუშევართა რეგისტრაციას, მათი პროფესიული გადამზადებისა და სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობას; ზ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით   განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 4🔗. სოციალურ საქმეთა და ჯანდაცვის განყოფილება 1. სოციალურ საქმეთა და ჯანდაცვის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას; ბ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის    ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებისთვის ხელშეწყობას; გ) ბავშვების, ხანდაზმულების, მრავალშვილიანი და სხვა ოჯახების სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით ფინანსურ მხარდაჭერას; დ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვისა და რეაბილიტაციის ხელშეწყობას; ე) გარდაცვლილ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა და დევნილთა ოჯახების ფინანსურ მხარდაჭერას; ვ) უსახლკაროთა რეგისტრაციისა და შესაძლებლობის ფარგლებში თავშესაფრით    უზრუნველყოფის ორგანიზებას; ზ) მოქმედი კანონმდებლობით და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამართლებრივი      აქტებით განსაზღვრული  სხვა  ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 5🔗. სამსახურის დებულების მიღება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა 1. სამსახურის დებულებას მერის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით. 2. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება დებულების დამტკიცებისათვის დადგენილი წესით. 3. სამსახურის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია ხდება არსებული კანონმდებლობის შესაბამისად.