ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 28.02.2017
ძალის დაკარგვა 24.01.2018
გამომცემი ორგანო ბაღდათის მუნიციპალიტეტი
ნომერი №7
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.124.016227
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/03/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ მაჩიტაძე | ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 27.02.2015
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
თვითმმართველობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №7
2017 წლის 28 თებერვალი
ქ. ბაღდათი
ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის თანდართული დებულება დანართის შესაბამისად (დანართი თან ერთვის).
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 თებერვლის № 16 დადგენილება „ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” (www.matsne.gov.ge; 05.03.2015წ.; სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.124.016132).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგრიგოლ მაჩიტაძე
დანართი
ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗.
გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური
1. გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) წარმოადგენს გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც ახორციელებს გამგეობის საქმიანობის ორგანიზაციულ, დოკუმენტურ, საინფორმაციო, ადამიანური რესურსების მართვას, ურთიერთობის ორგანიზებას მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, სხვა თვითმმართველ ერთეულებთან, აგრეთვე ამ დებულებით განსაზღვრულ ფარგლებში – საკრებულოს საქმიანობის ხელშეწყობას.
2. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“, საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტები, გამგეობის დებულება და ეს დებულება.
3. სამსახურს აქვს ბლანკი სამსახურის სახელწოდებით, სამსახურის ადგილსამყოფელია (იურიდიული მისამართი) ქ. ბაღდათი, წერეთლის ქ. №9.
მუხლი 2🔗.
სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამსახურის მოხელეებისაგან.
2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) წარმომადგენლებთან ურთიერთობის განყოფილება;
ბ) საქმის წარმოების განყოფილება;
გ) საინფორმაციო და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება.
3. სამსახურის უფროსი საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებისა და ამ დებულების საფუძველზე:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) უნაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეებს;
გ) შეიმუშავებს და გამგებელს წარუდგენს წინადადებებს: სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, სამსახურის სტრუქტურის და საშტატო ნუსხის შესახებ; თანამდებობაზე დასანიშნად და თანამდებობიდან გასათავისუფლებლად სამსახურის შესაბამის საჯარო მოსამსახურეთა კანდიდატურებს; მოსამსახურეთა წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
დ) წარუდგენს გამგებელს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებს და რეკომენდაციებს;
ე) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს; სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
ვ) პერიოდულად წარუდგენს გამგებელს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ზ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.
4. სამსახურის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის განყოფილების ერთ-ერთი უფროსი.
5. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.
6. განყოფილების უფროსი საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით და ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციების საფუძველზე:
ა) დასამტკიცებლად წარუდგენს ადმინისტრაციული სამსახურის უფროსს განყოფილების სამუშაო გეგმას;
ბ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებით და სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას;
გ) იღებს დ აფასებს მოხელეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ;
დ) ამზადებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს ანგარიშებს განყოფილების მიერ სამუშაო გეგმებით და ცალკეული დავალებებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესახებ;
ე) დადგენილი წესით აფასებს განყოფილების მოხელეთა საქმიანობას, სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს მოხელეთა დაწინაურების, წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ;
ვ) უზრუნველყოფს მოხელეთა მიერ გამგეობის შინაგანაწესის დაცვას, შრომის დისციპლინას;
ზ) უზრუნველყოფს განყოფილების საქმისწარმოებას დადგენილი წესით;
თ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
7. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის რეზოლუციით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.
8. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულებით. განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.
9. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების წესები განისაზღვრება ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 3🔗.
სამსახურის ძირითადი ფუნქციები
სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:
1. ორგანიზაციულ-ტექნიკურად უზრუნველყოს გამგეობის სამუშაო თათბირების, აგრეთვე გამგეობის სტრუქტურული ერთეულების და გამგეობის თანამდებობის პირების მიერ სხვა ღონისძიებების ჩატარება. უზრუნველყოს გამგეობის საქმიანობის შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მომზადება და გამოქვეყნება.
2. მუნიციპალიტეტის გამგეობის ადამიანური რესურსების ეფექტური მართვა და ადმინისტრირება, ადამიანური რესურსების მართვის სწორი პოლიტიკის შემუშავების ხელშეწყობა და დაგეგმვ.
3. მოსამსახურეთა გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზება; სტაჟირებასთან და პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებული საკითხების უზრუნველყოფა.
4. გამგეობის სტრუქტურული ერთეულების მართვის სისტემის ოპტიმიზაცია.
5. გამგებლის დავალებების შესაბამისად მოამზადოს სამსახურის სამუშაო გეგმების პროექტები.
6. ორგანიზება გაუწიოს გამგეობის ურთიერთობას საკრებულოსთან, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, დაწესებულებებთან, საწარმოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან.
7. წინადადებების შემუშავება საგარეო ურთიერთობების საკითხებში.
8. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელთა საქმიანობის ხელშეწყობა და კოორდინაცია.
9. გამგეობის სამუშაო თათბირების ოქმების წარმოების უზრუნველყოფა.
10. უზრუნველყოს ერთიანი საქმისწარმოება, სამსახურებრივი დოკუმენტების, მოქალაქეთა, ორგანიზაციების, დაწესებულებების მიერ გამოგზავნილი წერილების და მიმართვების აღრიცხვა, სისტემატიზაცია, მათი გადაგზავნა ადრესატებისათვის; განახორციელოს კონტროლი დასმული საკითხების კანონმდებლობით დადგენილ ვადაში განხილვაზე. უზრუნველყოს დოკუმენტაციის შენახვა და საარქივო მასალის დამუშავება.
11. უზრუნველყოს გამგეობაში მოქალაქეთა მიღების ორგანიზება, შესაბამისი მასალების მომზადება, დავალებათა აღრიცხვა და კონტროლი მათ შესრულებაზე.
12. ორგანიზაციის საინფორმაციო-ტექნოლოგიური მხარდაჭერის უზრუნველყოფა.
13. გამგებლის დავალებით აწარმოოს სამსახურებრივი მოკვლევა მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში და შეიმუშაოს შესაბამისი დასკვნები.
14. საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესსაბამისად.
15. შეასრულოს გამგებლის სხვა დავალებები.
მუხლი 4🔗.
სტრუქტურული ქვედანაყოფების ძირითადი ფუნქციები
1. წარმომადგენლებთან ურთიერთობის განყოფილების ძირითადი ფუნქციებია:
ა) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაცია;
ბ) წარმომადგენლთა საქმიანობის ხელშეწყობა, მათ საქმიანობაში მართვის ეფექტიანი და გამჭვირვალე სტილის დამკვიდრება;
გ) ამზადებს და ორგანიზებას უწევს მუნიციპალიტეტის გამგებელთან წარმომადგენელთა შეხვედრების თათბირებს;
დ) აკონტროლებს და გამგებელს წარუდგენს ინფორმაციას ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ;
ე) შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელთან ერთად ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობისათვის ბიუჯეტის პროექტის გაცნობას და საჯარო განხილვას;
ვ) აკონტროლებს ადმინისტრაციულ ერთეულში სოფლის მხარდამჭერი პროგრამების ადგილობრივი ბიუჯეტიდან, სხვა ფონდებიდან და ინვესტიციებით დაფინანსებული მიზნობრივი პროგრამების განხორციელების მიმდინარეობას. უზრუნველყოფს გამგებლისათვის შესაბამისის ინფორმაციის მიწოდებას;
ზ) გამგებლის წარმომადგენლებს უწევს მეთოდურ დახმარებას მათზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების ჯეროვნად შესრულებისათვის.
2. საქმისწარმოების განყოფილების ძირითადი ფუნქციებია:
ა) შემოსული და ადგილზე შექმნილი დოკუმენტების აღრიცხვა;
ბ) შემოსული კორესპონდენციის რეგისტრაცია და ინდექსაცია;
გ) დოკუმენტების გადაცემა შემსრულებლისათვის;
დ) დავალებების სათანადოდ გაფორმება;
ე) დოკუმენტების შესრულების კონტროლი და შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადება;
ვ) გასული დოკუმენტების გაგზავნა;
ზ) საქმეთა მომზადება არქივისათვის ჩასაბარებლად;
თ) საქმეთა ნომენკლატურის შედგენა;
ი) ადმინისტრაციული წარმოების წესებისა და პროცედურების დაცვა;
კ) ელექტრონულ საქმისწარმოების უზრუნველყოფა;
ლ) „ერთი ფანჯრის“ პრინციპის დაცვით მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურებაა;
მ) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელება.
3. საინფორმაციო და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ძირითადი ფუნქციებია:
ა) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების საქმიანობის საჯაროობა; საჯარო ინფორმაციის რეესტრის წარმოება, საჯარო ინფორმაციის პროაქტიული წესით გამოქვეყნება;
ბ) მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ადმინისტრირება;
გ) გამგეობის თანამდებობის პირების პრესკონფერენციების ჩატარების ორგანიზება, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ ყოველთვიური პრესდაიჯესტის მომზადება და გამოქვეყნება; მათი ურთიერთობა მასობრივ საინფორმაციო საშუალებებთან;
დ) მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის ფუნქციონირება;
ე) გამგეობის თანამდებობის პირებისა და სამსახურებისათვის საჭირო ინფორმაციის მოძიება და სელექცია;
ვ) გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობა, პიარის დაგეგმვა და განხორცილება. გამგეობის საქმიანობის ანგარიშების, პრესრეალიზების მომზადება, რედაქტირება და გამოქვეყნება. მედია- საშუალებებთან და ჟურნალისტებთან ურთიერთობის წარმართვა;
ზ) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელება.
მუხლი 5🔗.
სამსახურის დებულების მიღება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
1. სამსახურის დებულებას გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ დადგენილი წესით.
2. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება დებულების დამტკიცებისათვის დადგენილი წესით.
მუხლი 6🔗.
სამსახურის ზედამხედველობა
სამსახურის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს მუნიციპალიტეტის გამგებელი.
მუხლი 7🔗.
სამსახურის ქონება
სამსახურის სარგებლობაში არსებული ქონება წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკუთრებას.
მუხლი 8🔗.
სამსახურის რეორგანიზაცია/ლიკვიდაცია
სამსახურის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია ხდება არსებული კანონმდებლობის შესაბამისად.