ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, ქონების მართვის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 28.02.2017
ძალის დაკარგვა 24.01.2018
გამომცემი ორგანო ბაღდათის მუნიციპალიტეტი
ნომერი №8
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.124.016228
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/03/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ მაჩიტაძე | ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის- ეკონომიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 17.01.2018
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 15.07.2016
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
თვითმმართველობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, ქონების მართვის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №8
2017 წლის 28 თებერვალი
ქ. ბაღდათი
ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, ქონების მართვის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, ქონების მართვის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის თანდართული დებულება დანართის შესაბამისად (დანართი თან ერთვის).
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 15 ივლისის №22 დადგენილება „ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” (www.matsne.gov.ge; 20.07.2016წ.; სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.124.016208).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგრიგოლ მაჩიტაძე
დანართი
ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, ქონების მართვის, ტურიზმის და სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. ეკონომიკის, ქონების მართვის, ტურიზმის და სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახური (შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ეკონომიკური დაგეგმარების პროგრამების შემუშავებას და მათ განხორციელებას, მუნიციპალური ქონების აღრიცხვა-რეგისტრაციას, მართვას და ეფექტურ გამოყენებას.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით.
4. სამსახურს აქვს ბლანკი სამსახურის სახელწოდებით.
5. სამსახურის ადგილსამყოფელია (იურიდიული მისამსართი) ქ. ბაღდათი, წერეთლის ქ. №9.
მუხლი 2🔗.
სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, ტურიზმის განყოფილებისა (შემდგომში – განყოფილება) და სამსახურის მოხელეებისაგან.
2. სამსახურის მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და გამგეობის დებულების მე-15 მუხლით. სამსახურის მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.
3. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის შესაბამისად.
მუხლი 3🔗.
სამსახურის ხელმძღვანელობა
1. სამსახურის მუშაობას ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
2. სამსახურის უფროსი:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის.
ბ) უნაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეებს;
გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; სამსახურის მოსამსახურეთა წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს; სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
ე) გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ვ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ;
ზ) გამგეობის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.
თ) ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
3. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი.
4. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობრივი შეუთავსებლობის, აგრეთვე უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხები წესრიგდება ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 58-ე და 59-ე მუხლების შესაბამისად.
5. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში გამგებლის დავალებით მის მოვალეობებს ასრულებს სამსახურის განყოფილების უფროსი.
6. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან. განყოფილების უფროსი: საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“, ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით და ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციების საფუძველზე:
ა) დასამტკიცებლად წარუდგენს სამსახურის უფროსს განყოფილების სამუშაო გეგმას;
ბ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებით და სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას;
გ) იღებს და აფასებს მოხელეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ;
დ) ამზადებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს ანგარიშებს განყოფილების მიერ სამუშაო გეგმებით და ცალკეული დავალებებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესახებ;
ე) დადგენილი წესით აფასებს განყოფილების მოხელეთა საქმიანობას, სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს მოხელეთა დაწინაურების, წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ;
ვ) უზრუნველყოფს მოხელეთა მიერ გამგეობის შინაგანაწესის დაცვას, შრომის დისციპლინას;
ზ) უზრუნველყოფს განყოფილების საქმისწარმოებას დადგენილი წესით;
თ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით , გამგეობის დებულებით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
7. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის რეზოლუციით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.
8. განყოფილების ფუნქციები განისაზღვრება ამ დებულების მე-4 მუხლის „თ“ პუნქტით.
9. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულებით. განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.
10. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების წესები განისაზღვრება ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 4🔗.
სამსახურის ფუნქციები
1. სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების, პროგრამების და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების მონიტორინგს და შეფასებას;
ბ) ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისათვის სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას;
გ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების შემუშავებას;
დ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების განხორციელების მონიტორინგს;
ე) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას ეკონომიკური განვითარების მიზნით ინვესტიციების დაგეგმვის, ინვესტორებთან თანამშრომლობის, შესაბამისი საინვესტიციო პროგრამებისა და პროექტების მომზადების საკითხებზე;
ვ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საწარმოთა წილების, აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას, ინვენტარიზაციას, მუნიციპალური ქონების მონაცემთა ბაზის შექმნას და განახლებას;
ზ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების რეგისტრაციას;
თ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას მუნიციპალიტეტის ქონებისათვის კატეგორიის შეცვლის თაობაზე;
ი) წინადადებების მომზადებას მუნიციპალური ქონებით სარგებლობისა და განკარგვის საკითხებზე;
კ) წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალური ქონების შექმნის, შეძენის, პრივატიზების ან სარგებლობაში გადაცემის საკითხებზე;
ლ) ზედამხედველობას მუნიციპალური ქონების დაცვაზე, მოვლა-პატრონობაზე, მართლზომიერ სარგებლობასა და განკარგვაზე;
მ) მუნიციპალიტეტის მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებში პარტნიორის, აქციონერის უფლება-მოვალეობათა განხორციელებას;
ნ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას;
ო) სოფლის მეურნეობის დარგების შემდგომ განვითარებას, სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის მხარდაჭერის თაობაზე წინადადებებისა და პროგრამების მომზადებას, ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით;
პ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწათსარგებლობის წესების, მიწის იჯარის, პრივატიზებისა და მიწის გადასახადების ოდენობის დადგენაზე წინადადებების მომზადებას. სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნორმატიული ფასის, მისი გაანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ წინადადებების მომზადებას;
ჟ) გარემო დაცვის საკითხებზე წინადადებების მომზადება;
რ) ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღებისა და გაუქმების, მათი განაკვეთების დადგენის თაობაზე წინადადებების მომზადებას;
ს) საინვესტიციო პოლიტიკის შემუშავებას და ინვესტიციების განხორციელების ხელშეწყობას; ქვეყნის საინვესტიციო გარემოს შესწავლას და წინაპირობების ანალიზს; საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მიზნით საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესაბამისად საკანონმდებლო ინიციატივებისა და საინვესტიციო პოლიტიკის/სტრატეგიის მომზადების, ინიციირებისა და დამტკიცების მხარდაჭერა კომპეტენციის ფარგლებში; ორმხრივ საინვესტიციო შეთანხმებებზე მუშაობას; საინვესტიციო პოლიტიკის განხორციელების მხარდაჭერა და ეფექტურობის შეფასება; ინვესტორების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, აღრიცხვა, შესაბამისი ბაზის ფორმირება და მუდმივი განახლება. ასევე, მონაცემების კატეგორიზაცია სფეროს, ზომისა და სხვა საჭირო მახასიათებლების მიხედვით; დაინტერესებული პირების ინფორმირებას ქვეყანაში არსებული საინვესტიციო პოლიტიკისა და პროექტების შესახებ; ინვესტორსა და საჯარო/კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების კოორდინირებას; ქვეყნის შეფარდებითი უპირატესობების განსაზღვრა საინვესტიციო პოტენციალის ჭრილში და შესაბამისი საინვესტიციო პროექტების ინიციირება და მომზადებაში მონაწილეობას; ქვეყანაში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, პროაქტიულად საინვესტიციო ღონისძიებების ინიციირება და ორგანიზება საქართველოში და სამიზნე ბაზრებზე; ინვესტორთა შემდგომი მომსახურების სისტემის დანერგვას არსებულ ინვესტორებთან ურთიერთობის შენარჩუნების მიზნით, ასევე საინვესტიციო პროექტებზე განახლებული ინფორმაციის მიწოდებას დაინტერესებული პირებისთვის, ინვესტიციების მონიტორინგი დამატებითი ფინანსური რესურსის მოზიდვისა და კომპანიების გაფართოების მიზნით.
2. ტურიზმის განყოფილების ფუნქციები:
ა) შიდა ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა:
ბ) შიდა ტურიზმის განვითარება – ტურისტული მარშრუტების დადგენას მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;
გ) უცხოელი ტურისტების მოზიდვას და დაინტერესებას;
დ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ტურისტული ობიექტების მომსახურების დონის ამაღლებას;
ე) საოჯახო ღვინის მარნებისა და საოჯახო სასტუმროების, კვების ობიექტების პოპულარიზაცია და ხელშეწყობა;
ვ) საკურორტო, საპიკნიკე ადგილების მოძიება;
ზ) საინვესტიციო წინადადების მომზადება კურორტ ზეკარზე;
თ) ტრენინგების ორგანიზება მომსახურების დონის ამაღლების მიზნით;
ი) საქართველოში მოქმედ ტურისტულ კომპანიებთან და სააგენტოებთან მუშაობის გაღრმავება;
კ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ისტორიული და ბუნებრივი ძეგლების კლასიფიკაცია და შესწავლა;
ლ) მუნიციპალიტეტის ტურისტული ადგილების, ისტორიული და ბუნებრივი ძეგლების, კურორტების პოპულარიზაციის მიზნით ტურისტულ გამოფენა-ბაზრობებში მონაწილეობის მიღება;
მ) ვიდეორგოლების, ფლეერებისა და ბროშურების მომზადება ჩვენი მუნიციპალიტეტის ტურისტულ ობიექტებზე;
ნ) ინფოტურების მომზადება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სხვადასხვა ტელეკომპანიის ჟურნალისტებისა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენელთა მონაწილეობით;
ო) ექსპედიციების მოწყობა მუნიციპალიტეტის მთიან ზონაში ისტორიული და ბუნებრივი ძეგლების იდენტიფიკაციის მიზნით.
მუხლი 5🔗.
სამსახურის დებულების მიღება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
1. სამსახურის დებულებას გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით.
2. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება დებულების დამტკიცებისათვის დადგენილი წესით.
3. სამსახურის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია ხდება არსებული კანონმდებლობის შესაბამისად.