ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 28.02.2017
ძალის დაკარგვა 24.01.2018
გამომცემი ორგანო ბაღდათის მუნიციპალიტეტი
ნომერი №9
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.124.016229
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/03/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 524 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.02.2017 მიღება
24.01.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ მაჩიტაძე ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №9 2017 წლის 28 თებერვალი ქ. ბაღდათი ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა და ამავე კანონის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის თანდართული დებულება დანართის შესაბამისად (დანართი თან ერთვის). მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგრიგოლ მაჩიტაძე დანართი ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახური 1.  ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს სივრცითი ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შემუშავების საქმიანობაზე ზედამხედველობას. 2.  სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად. 3.  სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 4.  სამსახურს აქვს  ბლანკი სამსახურის სახელწოდებით; 5.   სამსახურის ადგილსამყოფელია (იურიდიული მისამსართი) – ქ. ბაღდათი, წერეთლის ქ. №9. მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა 1.  სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და საჯარო მოხელეებისგან. სამსახურის უფროსი: ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას; ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეთა შორის; გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; ე)  გამგებელს  წარუდგენს სამსახურის  მიერ   მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა   და რეკომენდაციებს; ვ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ; ზ) გამგეობის დებულების შესაბამისად,  თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; თ) ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე. 2.   სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის შესაბამისად. მუხლი 3🔗. ზედამხედველობის სამსახურის  უფლება-მოვალეობები 1. გარე რეკლამის განთავსების, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესების, გარევაჭრობის წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა და მათი არსებულ წესებთან შესაბამისობაში მოყვანაზე კონტროლი. 2. უკანონო,უსახური და ამორტიზებული ჯიხურების, მანქანა-დანადგარების, დახლების, სარეკლამო, სავაჭრო და საინფორმაციო სტენდების, დაფების, ფირნიშების, აბრების, აფიშების, პლაკატებისა და სხვა სარეკლამო ატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენა, მათი აღკვეთისა და სადემონტაჟო ღონისძიებების განხორციელება; 3. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებარე შენობა-ნაგებობების შესაბამისობის ზედამხედველობას საპროექტო-ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტებთან, ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის უზრუნველყოფამ მშენებლობის დაწყებიდან დასრულებამდე,კანონით დადგენილი წესით. 4. არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, ობიექტის მშენებლობის შეჩერება ანდა დემონტაჟი, მის მიმართ საჯარიმო სანქციების გამოყენებაზე გადაწყვეტილების მიღება. 5. ადგილობრივი მოსაკრებლების ამოღების ორგანიზება. 6. გარე ვაჭრობისა და გარე რეკლამის განთავსების რეგულირება. 7. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 209​3 მუხლით გათვალისწინებული ადგილობრივი თვითმმართველობის ქვემდებარე სამართალდარღვევების გამოვლენა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება, კომპეტენციის ფარგლებში. 8. საქართველოს ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების გამოვლენა, ოქმის შედგენა და რეაგირება კომპეტენციის ფარგლებში. 9. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლით გათვალისწინებული ადგილობრივი თვითმმართველობის ქვემდებარე სამართალდარღვევების გამოვლენა და განხილვა, კომპეტენციის ფარგლებში. 10. მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება. 11. მუნიციპალიტეტის გამგებლის დავალებების შესრულება. მუხლი 4🔗. სამსახურის დებულების მიღება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა 1. სამსახურის დებულებას გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი წესით. 2. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება დებულების დამტკიცებისათვის დადგენილი წესით. მუხლი 5🔗. სამსახურის ზედამხედველობა სამსახურის საქმიანობაზე სამსახურებრივ  ზედამხედველობას ახორციელებს მუნიციპალიტეტის გამგებელი. მუხლი 6🔗. სამსახურის ქონება სამსახურის სარგებლობაში არსებული ქონება წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკუთრებას. მუხლი 7🔗. სამსახურის რეორგანიზაცია/ლიკვიდაცია სამსახურის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია ხდება არსებული კანონმდებლობის შესაბამისად.