📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურის და სივრცითი მოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 28.02.2017
ძალის დაკარგვა 24.01.2018
გამომცემი ორგანო ბაღდათის მუნიციპალიტეტი
ნომერი №10
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.124.016230
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/03/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,572 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.02.2017 მიღება
24.01.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ მაჩიტაძე ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურის და სივრცითი მოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №10 2017 წლის 28 თებერვალი ქ. ბაღდათი ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურის და სივრცითი მოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის თანდართული დებულება დანართის შესაბამისად (დანართის თან ერთვის). მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 15 ივლისის №24 დადგენილება „ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” (www.matsne.gov.ge, 20.07.2016წ, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.124.016210). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგრიგოლ მაჩიტაძე დანართი ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურის და სივრცითი მოწყობის სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ეს დებულება განსაზღვრავს ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის,  არქიტექტურის და სივრცით მოწყობის   სამსახურის სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 2.  ბაღდათის  მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის,  არქიტექტურის და სივრცითი მოწყობის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული. 3. სამსახური   თავის   საქმიანობას   წარმართავს   მოქმედი   კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულების და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 4. სამსახურის  საშტატო  განრიგი   განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით, მოქმედი კანონმდებლობის     შესაბამისად. 5. სამსახურს აქვს  ბლანკი სამსახურის სახელწოდებით. 6. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. ბაღდათი, ა. წერეთლის ქ. №9. მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, სტრუქტურული ქვედანაყოფების (განყოფილებების) უფროსებისა და საჯარო მოხელეებისაგან. 2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) ინფრასტრუქტურის განყოფილება. ბ) არქიტექტურის და სივრცითი მოწყობის განყოფილება. მუხლი 3🔗. სამსახურის უფროსი 1. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ დებულებით. 2. სამსახურის უფროსი არის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. 3. სამსახურის  უფროსი: ა) წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ ერთეულისთვის დაკისრებული  ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ბ) უნაწილებს ფუნქციებს  სტრუქტურული  ერთეულის მოსამსახურეებს; გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; დ) განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს, სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; ე) გამგებელს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; ვ) გამგებელს  პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ; ზ) გამგეობის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტებს; თ) ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე. 4. სამსახურის უფროსის  არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი. 5. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობრივი შეუთავსებლობის, აგრეთვე უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის  საკითხები წესრიგდება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“. მუხლი 4🔗. განყოფილების უფროსი 1. განყოფილების  უფროსი არის ადგილობრივი თვითმმართველობის  მოხელე, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. 2. განყოფილების უფროსი: ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას; ბ) უზრუნველყოფს განყოფილების  მიერ სამსახურის დებულებით განსაზღვრული  ფუნქციების განხორციელებას; გ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებით და სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას; დ) უზრუნველყოფს დადგენილი წესით განყოფილების  საქმისწარმოებას; ე)  სამსახურის   უფროსს წარუდგენს წინადადებებს მოსამსახურეთა დაწინაურების, წახალისების  ან  მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ; ვ) ახორციელებს  მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით  და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში სამსახურის უფროსის დავალებით განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოსამსახურე. მუხლი 5🔗. სამსახურის თანამშრომლების უფლება-მოვალეობანი 1.  სამსახურის თანამშრომლები არიან ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო  მოსამსახურეები, რომელთა თანამდებობაზე დანიშვნა და გათავისუფლება ხდება საქართველოს   ორგანული  კანონის ,,ადგილობრივი  თვითმმართველობის  კოდექსი“  და „საჯარო  სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დაცვით, მუნიციპალიტეტის გამგებლის  მიერ. 2. სამსახურის თანამშრომლებს უფლება აქვთ: ა) დააყენონ  ხელმძღვანელობის   წინაშე  საკითხი  მათზე  დაკისრებული  მოვალეობების  შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ; ბ) ისარგებლონ   საინფორმაციო-საკომუნიკაციო    და   კომპიუტერული   ტექნიკით,   სხვადასხვა   ტექნიკური საშუალებებით; გ) მიიღონ  მათი მუშაობისათვის  აუცილებელი  კონსულტაციები; დ)  ისარგებლონ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით   გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის  სხვა  უფლებებითა  და  გარანტიებით. 3. სამსახურის  თანამშრომლები  ვალდებულნი  არიან: ა) შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით,    საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები; ბ) შეასრულონ  უშუალო  და ზემდგომი  ხელმძღვანელების  დავალებები; გ) იზრუნონ  თავისი პროფესიული  მომზადების  დონის  ასამაღლებლად; დ) შეასრულონ  და დაიცვან  შინაგანაწესის  მოთხოვნები. მუხლი 6🔗. სამსახურის ფუნქციები 1. სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალური  ინფრასტრუქტურის - ადგილობრივი  მნიშვნელობის  გზების, ხიდების, გარე განათების, სანიაღვრე მეურნეობის, მუნიციპალიტეტის გამგებლობაში არსებული კომუნიკაციების შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას; ბ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შენახვასა და მოვლა-პატრონობას; გ) წინადადებების  მომზადებას მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის  შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების თაობაზე; დ) მუნიციპალიტეტის  დასახლებათა  ტერიტორიების  კეთილმოწყობის  დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას; ე) მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული მოწყობის და დასახლების დაგეგმარების უზრუნველყოფას; ვ) მუნიციპალიტეტში სამშენებლო  ტექნიკური  რეგლამენტებითა  და საქართველოს  კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებით, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის განხორციელების ხელშეწყობას მშენებლობის დაწყებიდან დასრულებამდე, კომპეტენციის ფარგლებში; ზ) მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის, არქიტექტურული და სამშენებლო დოკუმენტის პროექტის   შეთანხმების, მშენებლობის სანებართვო მოწმობის გაცემისა და მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელების, ახალი მშენებლობის სანებართვო მოწმობის გაცემის, ასევე შეთანხმებულ პროექტში ცვლილებისა და კორექტირების  შეტანის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დოკუმენტაციის განხილვას  და  შესაბამისი ადმინისტრაციული  აქტის  პროექტის  მომზადებას, მუნიციპალიტეტის გამგებელთან წარსადგენად; თ) საქმისწარმოებას მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით; ი) თვითმართველი ერთეულის ფარგლებში მიმდინარე მშენებლობის ზედამხედველობას და მშენებლობის ხარისხზე კონტროლის დაწესებას; კ) შეთანხმებული სამშენებლო დოკუმენტის შესაბამისად შენობა-ნაგებობის ვარგისად აღიარების მიზნით დოკუმენტებისა  და ადმინისტრაციული  აქტის პროექტის მომზადებას. უნებართვო და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის საკითხის განხილვას, შესაბამისი წინადადებების მომზადებას და გამგებლისათვის წარდგენას; ლ)  სამშენებლო საქმიანობისას  ავარიის, უბედური  შემთხვევისა და უსაფრთხოების  ნორმების  დარღვევის შესახებ საფუძვლიანი ეჭვის შემთხვევაში,  მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის მეშვეობით, ობიექტის სავალდებულო ინსპექტირებაზე წინადადების მომზადებას; მ)  მიწათსარგებლობის გენერალური  გეგმისა და განაშენიანების  რეგულირების გეგმის  შედგენაში მონაწილეობის  მიღებას  და  კოორდინირებას, კომპეტენციის  ფარგლებში;   ნ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიის უფლებრივი  ზონირების  გამოყენებისა  და განაშენიანების,  ასევე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ურბანული დაგეგმარების საკითხებზე პროექტის მომზადებაში მონაწილეობის მიღებას, კომპეტენციის ფარგლებში; ო) დასახლებების განვითარებისა და რეაბილიტაციის, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამის პროექტის მომზადებაში მონაწილეობის მიღებას, კომპეტენციის ფარგლებში; პ)  წინადადებების  მომზადებას და განხილვას მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  კეთილმოწყობისა  და გარე გაფორმების  ელემენტების (მონუმენტურ – დეკორატიული, მცირე არქიტექტურული ფორმები, ტრანსპორტზე განთავსებული რეკლამა, გარე რეკლამა) მხატვრული იერსახისა და განთავსების საკითხებთან დაკავშირებით, კანონით დადგენილი წესით; ჟ) მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე, გარე რეკლამის განთავსების გეგმის შემუშავებას და შესაბამისი სამართლებრივი აქტების მომზადებას; რ) მუნიციპალიტეტის ურბანული განვითარების ხელშეწყობას; ს) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებარე შენობა-ნაგებობების შესაბამისობის ზედამხედველობას საპროექტო-ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტებთან, ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის უზრუნველყოფას მშენებლობის დაწყებიდან დასრულებამდე, კანონით დადგენილი წესით; ტ)   არქიტექტურულ-სამშენებლო  საქმიანობის  დადგენილი   წესების   დარღვევის ფაქტების გამოვლენას, ობიექტის მშენებლობის შეჩერებას ან/და დემონტაჟს, მის მიმართ საჯარიმო სანქციების გამოყენებაზე გადაწყვეტილების მისაღებად წინადადებების მომზადებას; უ) ზედამხედველობას სამშენებლო სამუშაოების წარმოების წესების დაცვაზე; ფ) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობის განხორციელების მიზნით, სამშენებლო საქმიანობაში დარღვევის არსებობის შემთხვევაში, მშენებლობაში მონაწილეთა მიმართ მითითების გაცემას მშენებლობის  პროექტის,  სამშენებლო  ნორმების,  წესებისა  და  სხვა ნორმატიული  დოკუმენტაციის მოთხოვნების დარღვევათა გამოსწორების შესახებ; ქ) მუნიციპალიტეტის, გამგებლის დავალებების შესრულებას; ღ) მიღებული კორესპონდენციის განხილვას და შესწავლას; ყ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების  განხორციელებას. მუხლი 7🔗. ინფრასტრუქტურის განყოფილება 1.  განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალური  ინფრასტრუქტურის-ადგილობრივი მნიშვნელობის  გზების,  ხიდების,  გარე განათების, სანიაღვრე მეურნეობის, მუნიციპალიტეტის გამგებლობაში არსებული კომუნიკაციების შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას; ბ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შენახვასა და მოვლა-პატრონობას; გ) წინადადებების  მომზადებას  მუნიციპალური  საზოგადოებრივი  ტრანსპორტის  შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების თაობაზე; დ) მუნიციპალიტეტის  დასახლებათა  ტერიტორიების  კეთილმოწყობის  დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას; ე) მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული მოწყობისა და დასახლების დაგეგმარების უზრუნველყოფას; ვ) თვითმმართველი ერთეულის ფარგლებში მიმდინარე მშენებლობის ზედამხედველობას და მშენებლობის ხარისხზე კონტროლის დაწესებას; ზ) შეთანხმებული სამშენებლო დოკუმენტის შესაბამისად შენობა-ნაგებობის ვარგისად აღიარების მიზნით დოკუმენტებისა  და ადმინისტრაციული  აქტის პროექტის მომზადებას. უნებართვო და პროექტის დარღვევით აშენებული   ობიექტების   ან მათი ნაწილების   ლეგალიზაციის   შესახებ  გადაწყვეტილების   მიღებისათვის საკითხის განხილვას, შესაბამისი წინადადებების მომზადებას და გამგებლისათვის წარდგენას; თ) სამშენებლო  საქმიანობისას  ავარიის, უბედური  შემთხვევისა და უსაფრთხოების ნორმების დარღვევის შესახებ საფუძვლიანი ეჭვის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის მეშვეობით, ობიექტის სავალდებულო ინსპექტირებაზე წინადადების მომზადებას; ი) მიღებული კორესპონდენციის განხილვას და შესწავლას; კ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების  განხორციელებას; ლ) მუნიციპალიტეტის ურბანული განვითარების ხელშეწყობას; მ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებარე შენობა-ნაგებობების შესაბამისობის ზედამხედველობას საპროექტო-ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტებთან, ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის უზრუნველყოფას მშენებლობის დაწყებიდან დასრულებამდე, კანონით დადგენილი წესით; ნ)   არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის  დადგენილი წესების   დარღვევის ფაქტების გამოვლენას, ობიექტის მშენებლობის შეჩერებას ან/და დემონტაჟს, მის მიმართ საჯარიმო სანქციების გამოყენებაზე გადაწყვეტილების მისაღებად წინადადებების მომზადებას; ო) ზედამხედველობას სამშენებლო სამუშაოების წარმოების წესების დაცვაზე; პ) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობის განხორციელების მიზნით, სამშენებლო საქმიანობაში დარღვევის არსებობის შემთხვევაში, მშენებლობაში მონაწილეთა მიმართ მითითების გაცემას მშენებლობის  პროექტის,  სამშენებლო  ნორმების,  წესებისა  და  სხვა ნორმატიული  დოკუმენტაციის მოთხოვნების დარღვევათა გამოსწორების შესახებ; ჟ) მუნიციპალიტეტის, გამგებლის  დავალებების შესრულებას. მუხლი 8🔗. არქიტექტურის და სივრცითი მოწყობის განყოფილება უზრუნველყოფს: 1. მუნიციპალიტეტში  სამშენებლო  ტექნიკური რეგლამენტებითა და საქართველოს  კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებით, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის განხორციელების ხელშეწყობას მშენებლობის დაწყებიდან დასრულებამდე, კომპეტენციის ფარგლებში. 2. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის, არქიტექტურული და სამშენებლო დოკუმენტის   პროექტის   შეთანხმების,   მშენებლობის   სანებართვო   მოწმობის   გაცემისა   და   მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელების, ახალი მშენებლობის სანებართვო მოწმობის გაცემის, ასევე შეთანხმებულ პროექტში ცვლილებისა და კორექტირების  შეტანის შესახებ საქართველოს  კანონმდებლობის შესაბამისად, დოკუმენტაციის  განხილვას  და  შესაბამისი  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის  მომზადებას, მუნიციპალიტეტის გამგებელთან წარსადგენად. 3. საქმისწარმოებას მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით. 4. მიწათსარგებლობის  გენერალური  გეგმისა  და  განაშენიანების  რეგულირების გეგმის  შედგენაში მონაწილეობის  მიღებას  და  კოორდინირებას, კომპეტენციის ფარგლებში.  5. მუნიციპალიტეტის ტერიტორიის უფლებრივი  ზონირების გამოყენებისა  და განაშენიანების, ასევე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ურბანული დაგეგმარების საკითხებზე პროექტის მომზადებაში მონაწილეობის მიღებას, კომპეტენციის ფარგლებში. 6. დასახლებების განვითარებისა და რეაბილიტაციის, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამის პროექტის მომზადებაში მონაწილეობის მიღებას, კომპეტენციის ფარგლებში. 7. წინადადებების  მომზადებას და განხილვას მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  კეთილმოწყობისა  და გარე გაფორმების  ელემენტების (მონუმენტურ-დეკორატიული, მცირე არქიტექტურული ფორმები, ტრანსპორტზე განთავსებული რეკლამა, გარე რეკლამა) მხატვრული იერსახისა და განთავსების საკითხებთან დაკავშირებით, კანონით დადგენილი წესით. 8. მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე,  გარე რეკლამის განთავსების გეგმის შემუშავებას და შესაბამისი სამართლებრივი აქტების მომზადებას. 9. მიღებული კორესპონდენციის განხილვას და შესწავლას. 10. მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების  განხორციელებას. მუხლი 9🔗. სამსახურის ქონება სამსახურის სარგებლობაში არსებული ქონება წარმოადგენს თვითმმართველი ერთეულის ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკუთრებას. მუხლი 10🔗. დასკვნითი დებულებები 1. სამსახურის დებულებას გამგებლის წარდგენით ამტკიცებს საკრებულო „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსით” დადგენილი წესით. 2. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება დებულების დამტკიცებისათვის დადგენილი წესით. 3. სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.