ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
მიღების თარიღი 28.02.2017
ძალის დაკარგვა 01.03.2018
გამომცემი ორგანო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №6
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.112.016288
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/03/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ხელაძე | ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 23.02.2018
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 26.02.2016
დოკუმენტის ტექსტი
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №6
2017 წლის 28 თებერვალი
ქ. ლანჩხუთი
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე.გ“ პუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დადგინდეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი (დანართი თან ერთვის).
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ (matsne.gov.ge, 29/04/2011; სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.112.016262) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 26 თებერვლის №11 დადგენილება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ საგადასახადო ურთიერთობებზე.ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ხელაძე
დანართი
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი
მუხლი 1🔗
სახელმწიფო და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში „მიწის ნორმატიული ფასი“) გამოანგარიშდება შემდეგი ფორმულის მიხედვით:
CN =IMGX ITL X CX K, სადაც:
1. CN არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი.
2. IMG არის ქ. ლანჩხუთის მიკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,38-ს;
3. ITL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის ერთს.
4. C არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს.
5. K არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა შეადგენს 100-ს.
მუხლი 2🔗
პირველი პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ლანჩხუთის მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით: CN =0,38 X1 X 0,24 X 100=9,12.
მუხლი 3🔗
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქალაქ ლანჩხუთის დადგენილი ფასის 35%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 3,19 ლარს.
მუხლი 4🔗
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქალაქ ლანჩხუთის დადგენილი ფასის 25%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 2,28 ლარს.
მუხლი 5🔗
სოფელ მალთაყვიდან მდინარე სეფისწყალამდე შავი ზღვის ნაპირიდან 500 მეტრის რადიუსში არსებულ დასახლებებში და დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქალაქ ლანჩხუთის დადგენილი ფასის 100%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 9,12 ლარს. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება ამ წესის მე-3, მე-4 და მე-6 მუხლებით დადგენილი ნორმები.
მუხლი 6🔗
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს), გარდა დანართის მე-2 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული ტერიტორიებისა, მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ. ლანჩხუთში დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 4,56 ლარს. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება ამ წესის მე-3–მე-5 მუხლებით დადგენილი ნორმები.