სასარგებლო წიაღისეულის (მინერალური წყალი „ზანავი“)შესწავლა-მოპოვების ლიცენზიის გაცემისათვის საწყისი სააუქციონო ფასის განსაზღვრისა და დამატებითი სალიცენზიო პირობების განსაზღვრაზე თანხმობის მიცემის შესახებ

მიღების თარიღი 21.02.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №296
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023203
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/03/2017
matsne.gov.ge 310 სიტყვა · ~2 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

შპს „კავკასიის სამთო ჯგუფზე“ გაცემულ სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების ლიცენზიაში ცვლილების შეტანასა და დამატებითი სალიცენზიო პირობების განსაზღვრაზე სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოსათვის თანხმობის მიცემის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 84% 08.11.2017 „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ნორმატიული აქტების პროექტები 83% 29.05.2018 „უჯარმის“ თერმულ-მინერალური წყლის საბადოზე ტურისტული და რეკრეაციული მიზნებისათვის სასარგებლო წიაღისეულის გარეგანი მოხმარების (სამკურნალო აბაზანები) მიწისქვეშა მინერალური წყლის მოპოვების ლიცენზიის პირდაპირი წესით გაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 83% 15.03.2016 ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელების მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების ანგარიშის წარმოდგენის წესისა და ვადების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 81% 18.02.2015 სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსის ბრძანება 79% 07.07.2025

დოკუმენტის ტექსტი

სასარგებლო წიაღისეულის (მინერალური წყალი „ზანავი“)შესწავლა-მოპოვების ლიცენზიის გაცემისათვის საწყისი სააუქციონო ფასის განსაზღვრისა და დამატებითი სალიცენზიო პირობების განსაზღვრაზე თანხმობის მიცემის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება №296 2017 წლის 21 თებერვალი ქ. თბილისი სასარგებლო წიაღისეულის (მინერალური წყალი „ზანავი“) შესწავლა-მოპოვების ლიცენზიის გაცემისათვის საწყისი სააუქციონო ფასის განსაზღვრისა და დამატებითი სალიცენზიო პირობების განსაზღვრაზე თანხმობის მიცემის შესახებ „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-7 მუხლის 1​3 და 1​4 პუნქტების საფუძველზე: 1. სასარგებლო წიაღისეულის (მინერალური წყალი „ზანავი“) შესწავლა-მოპოვების ლიცენზიის გაცემისათვის აუქციონის საწყისი ფასი (ჭაბურღილები: №143, №144 და №39 ) განისაზღვროს 5 000 000 (ხუთი მილიონი) ლარის ოდენობით. 2. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ – გარემოს ეროვნულ სააგენტოს მიეცეს თანხმობა, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზანავის მიმდებარე ტერიტორიაზე, სასარგებლო წიაღისეულის ( მინერალური წყალი „ზანავი“) შესწავლა- მოპოვების ლიცენზიის გაცემისათვის განსაზღვროს შემდეგი სახის დამატებითი სალიცენზიო პირობები: ა) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია: ა.ა) ლიცენზიის გაცემიდან 2 (ორი) წლის ვადაში შეისწავლოს სასარგებლო წია­ღისეულის რესურ­სი, გამოთვალოს წყლის მარაგები და შესაბამის ორგანოში დასამტკიცებლად წარადგინოს მარაგების ანგარიში; ა.ბ) მარაგების დამტკიცების შემდეგ დამტკიცებული მარაგების ფარგლებში აითვისოს საბადოს მთლიანი რესურსი; ა.გ) ლიცენზიის გაცემიდან 2 წლის ვადაში, მინერალური წყლის ჩამოსხმის მიზნით, განახორციელოს არანაკლებ ერთი მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ინვესტიცია; ა.დ) ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობის ფარგლებში უზრუნველყოს საქართველოს არანაკლებ 30 (ოცდაათი) მოქალაქის დასაქმება; ა.ე) მარაგების დამტკიცებიდან 3 წლის ვადაში, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მოთხოვნითა და მის მიერ დადგენილ ვადებში, განახორციელოს 300 000 (სამასი ათასი) ლარის ოდენობის გარემოსდაცვითი ღონისძიებების დაფინანსება; ა.ვ) ამ პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებიდან 1 თვის ვადაში, ლიცენზიის გამცემს წარუდგინოს სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნა, რომელიც დაადასტურებს ერთი მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ინვესტიციის განხორციელებას. 3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სასარგებლო წიაღისეულის (მინერალური წყალი „ზანავი“) მოპოვების ლიცენზიის გაცემისათვის მოთხოვნების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 23 ოქტომბრის №1494 განკარგულება. პრემიერ-მინისტრი   გიორგი კვირიკაშვილი