,,საქართველოს სამოქალაქო აეროპორტების კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონების განსაზღვრისა და ამ ზონებში დაშვების წესის“ დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 06.03.2017
ძალაში შესვლა 01.04.2017
გამომცემი ორგანო სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
ნომერი №26
სარეგისტრაციო კოდი 310050020.54.066.016108
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/03/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (3)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი გურამ ჯალაღონია | სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ტექნიკური რეგლამენტის „საქართველოს სამოქალაქო აეროპორტების კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონების განსაზღვრისა და ამ ზონებში დაშვების წესის“ დამტკიცების შესახებ“ ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის ბრძანება 11.11.2008
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
,,საქართველოს სამოქალაქო აეროპორტების და სხვა ავიასაწარმოების კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონების განსაზღვრისა და ამ ზონებში დაშვების წესის“ დამტკიცების თაობაზე მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ „სამოქალაქო აეროდრომის/ვერტოდრომის სერტიფიცირებისა და საფრენი მოედნების, რეგისტრაციის და აღრიცხვის წესის“ დამტკიცების შესახებ შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის სამოქალაქო საჰაერო ტრანსპორტის შესახებ შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და საუდის არაბეთის სამეფოს მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
,,საქართველოს სამოქალაქო აეროპორტების კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონების განსაზღვრისა და ამ ზონებში დაშვების წესის“ დამტკიცების თაობაზე
სსიპ –
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის
ბრძანება
№26
2017 წლის 6 მარტი
ქ. თბილისი
,,საქართველოს სამოქალაქო აეროპორტების კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონების განსაზღვრისა და ამ ზონებში დაშვების წესის“ დამტკიცების თაობაზე
„საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-17 დანართის („საავიაციო უშიშროება. საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის დაცვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებებისაგან“), საქართველოს საჰაერო კოდექსის მე-9 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 2 ივნისის №241 დადგენილების, იკაოს ოფიციალური გამოცემის DOC-8973 („საავიაციო უშიშროების სახელმძღვანელო“), ევროპის სამოქალაქო ავიაციის კონფერენციის (ECAC) ოფიციალური გამოცემის DOC-30 (ECAC-ის პოლიტიკა საავიაციო უშიშროების სფეროში) საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს სამოქალაქო აეროპორტების კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონების განსაზღვრისა და ამ ზონებში დაშვების წესი“ №1-9 დანართებთან ერთად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სამოქალაქო აეროპორტების კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონების განსაზღვრისა და ამ ზონებში დაშვების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 27 დეკემბრის №260 ბრძანება.
მუხლი 3🔗
ამ ბრძანების ამოქმედებამდე გაცემული პიროვნებების და ავტოსატრანსპორტო საშუალებების მუდმივი საშვები მოქმედია ვადის ამოწურვამდე.
მუხლი 4🔗
ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 1 აპრილიდან. სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორიგურამ ჯალაღონია
საქართველოს სამოქალაქო აეროპორტების კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონების განსაზღვრისა და ამ ზონებში დაშვების წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. „საქართველოს სამოქალაქო აეროპორტების კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონების განსაზღვრისა და ამ ზონებში დაშვების წესის“ (შემდგომ – წესი) მიზანია საქართველოს სამოქალაქო აეროპორტების კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონების განსაზღვრა და ამ ზონებში პიროვნებების/ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაშვების საკითხების სამართლებრივი მოწესრიგება.
2. წესის მოთხოვნები ვრცელდება ავიასაწარმოებზე, სახელმწიფო უწყებებზე, სხვა ნებისმიერ იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე, რომლებიც სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებენ საქართველოს სამოქალაქო აეროპორტების კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში.
3. პიროვნება/ავტოსატრანსპორტო საშუალება საქართველოს სამოქალაქო აეროპორტის კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში არ დაიშვება, თუ მას არ გააჩნია ამ წესის შესაბამისად გაცემული და მოქმედი საშვი. ამ პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა არ ვრცელდება ამ წესის მე-5 მუხლის 24-ე პუნქტით განსაზღვრულ პირებზე/ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე.
4.საშვი აძლევს პიროვნებას/ავტოსატრანსპორტო საშუალებას აეროპორტის კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ იმ ზონებში დაშვების უფლებას, რომელიც საშვით არის განსაზღვრული.
5.ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამოქალაქო ავიაციის სააგენტო (შემდგომ – სააგენტო).
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტება
1. წესში გამოყენებულ ტერმინებს და ცნებებს, ამ წესის მიზნებისათვის, აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) პიროვნების საშვი – დოკუმენტი, რომლის საფუძველზე პიროვნება დაიშვება საქართველოს შესაბამისი სამოქალაქო აეროპორტ(ებ)ის კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონაში (ზონებში);
ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალების საშვი – დოკუმენტი, რომლის საფუძველზე ავტოსატრანსპორტო საშუალება დაიშვება საქართველოს შესაბამისი სამოქალაქო აეროპორტ(ებ)ის კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონაში (ზონებში);
გ) პირადი ნივთები – მგზავრის სტატუსის არმქონე პირის ხელთ არსებული ნებისმიერი საგანი, მათ შორის, ჩანთა და თანმქონი ნივთ(ებ)ი.
2. წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს და ცნებებს აქვს საქართველოს საჰაერო კოდექსითა და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 02 ივნისის №241 დადგენილებით დამტკიცებული „მართლსაწინააღმდეგო ქმედებისგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამით“ განსაზღვრული მნიშვნელობა.
მუხლი 3🔗.
აეროპორტის კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონები
1. აეროპორტის კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში, საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით, ხორციელდება პიროვნებების/ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაშვების კონტროლი და შემოწმება.
2.აეროპორტის კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებს განეკუთვნება აეროპორტის კონტროლირებად ზონაში განთავსებული:
ა) საჰაერო ხომალდები;
ბ) საჰაერო ხომალდების სადგომად გამოყოფილი ტერიტორია;
გ) საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების ობიექტები (ანგარი, საავიაციო და რადიოელექტრონული აღჭურველობის ლაბორატორია, სახელოსნო, საჰაერო ხომალდისთვის განკუთვნილი სათადარიგო ნაწილების სათავსი);
დ) საჰაერო მოძრაობის მართვის ორგანოს ობიექტები;
ე) მგზავრთა მომსახურების ობიექტები (სტერილური ზონები, მგზავრების, ეკიპაჟის წევრების, ხელბარგის და ბარგის შემოწმება-დახარისხების ზონები);
ვ) ბაქანი;
ზ) სატვირთო ტერმინალები/საწყობები;
თ) საბორტო/აეროპორტის მარაგის განთავსების ადგილი;
ი) ბორტკვებისა და თანამდევი საშუალებების დახარისხების ობიექტები;
კ) საწვავ-საცხები მასალების (შემდგომ – სსმ) განთავსების ადგილები/საწყობები.
ლ) განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ობიექტები.
3. აეროპორტში, შეზღუდული დაშვების დაცული ზონების რაოდენობას, საზღვრებს და მდებარეობას სააგენტოს მიერ განხორციელებული რისკის შეფასების საფუძველზე განსაზღვრავს აეროდრომის ექსპლუატანტი, რაც დაწვრილებით უნდა აისახოს აეროპორტის საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამაში.
4. აეროპორტების კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონების ცვლილება დაიშვება მხოლოდ სააგენტოსთან შეთანხმებით.
მუხლი 4🔗.
საშვთა სახეები და მოქმედების ვადები
1. აეროპორტის კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში შესასვლელი საშვების სახეებია:
ა) პიროვნების მუდმივი საშვი;
ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალების მუდმივი საშვი;
გ) პიროვნების დროებითი საშვი;
დ) პიროვნების ერთჯერადი საშვი;
ე) ავტოსატრანსპორტო საშუალების ერთჯერადი საშვი.
2. პიროვნების მუდმივი საშვი გაიცემა 12 თვის ვადით.
3. პიროვნების მუდმივი საშვის ფორმა და გაყალბებისგან დამცავი კოდური სისტემა განსაზღვრულია ამ წესის №1 დანართით.
4. ავტოსატრანსპორტო საშუალების მუდმივი საშვი გაიცემა არაუმეტეს 12 თვის ვადით.
5. ავტოსატრანსპორტო საშუალების მუდმივი საშვის ფორმა განსაზღვრულია ამ წესის №2 დანართით.
6. პიროვნების დროებითი საშვი გაიცემა არაუმეტეს 30 დღის ვადით.
7. პიროვნების დროებითი საშვის ფორმა განსაზღვრულია ამ წესის №3 დანართით.
8. პიროვნების ერთჯერადი საშვი და ავტოსატრანსპორტო საშუალების ერთჯერადი საშვი მოქმედია გაცემიდან 24 საათის განმავლობაში.
9. პიროვნების ერთჯერადი საშვის და ავტოსატრანსპორტო საშუალების ერთჯერადი საშვის ფორმები განსაზღვრულია ამ წესის №4 და №5 დანართებით.
მუხლი 5🔗.
საშვის გაცემის წესი, უწყებრივი ელექტრონული ბაზა/რეესტრი და აეროპორტის კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში დაშვება
1. აეროპორტის კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში დასაშვები პიროვნებებისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების საშვები გაიცემა ამ წესით დადგენილი მოთხოვნების საფუძველზე.
2. სააგენტო გასცემს:
ა) პიროვნებების მუდმივ საშვებს საქართველოში რეგისტრირებული ავიაგადამზიდველების საჰაერო ხომალდების ეკიპაჟის წევრებზე;
ბ) პიროვნებებისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების მუდმივ საშვებს სააგენტოს თანამშრომლებზე;
გ) პიროვნებისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების მუდმივ საშვს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტის სფეროს კურატორ მინისტრის მოადგილეზე;
დ) პიროვნებებისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების მუდმივ საშვებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის თანამშრომლებზე;
ე) პიროვნებებისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების მუდმივ საშვებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიუროს თანამშრომლებზე.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საშვების გარდა, სხვა ნებისმიერი საშვის დამზადებას/გაცემას უზრუნველყოფს აეროდრომის ექსპლუატანტი, მისი საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამით გათვალისწინებული საშვ(ებ)ის დამზადების, შენახვის, აღრიცხვის, გაცემის და ამოღების ინსტრუქციის შესაბამისად.
4.საშვის გამცემი – სააგენტო/აეროდრომის ექსპლუატანტი უზრუნველყოფს საშვების აღრიცხვის უწყებრივი ელექტრონული ბაზის/რეესტრის შექმნას, დაცვას, წარმოებას და მის მუდმივ განახლებას.
5.უწყებრივ ელექტრონულ ბაზაში/რეესტრში შეიტანება:
ა) საშვებით განსაზღვრული მონაცემები;
ბ) მონაცემები საშვების გაცემის, გაცემაზე უარის თქმის, საშვების გაუქმების, მასში ცვლილებების შეტანის შესახებ;
გ) ამ მუხლის 22-ე პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია.
6. სააგენტოს მიერ გაცემული საშვების მოქმედება ვრცელდება ამ საშვით განსაზღვრულ საქართველოს ყველა სამოქალაქო აეროპორტის კონტროლირებადი და/ან შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში.
7. აეროდრომის ექსპლუატანტის მიერ მის თანამშრომლებზე გაცემული საშვების მოქმედება ვრცელდება აეროდრომის ექსპლუატანტის ყველა აეროდრომზე, ხოლო სხვა პირზე გაცემული საშვის მოქმედება – საშვით განსაზღვრულ კონკრეტული აეროპორტის კონტროლირებადი და/ან შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში.
8.ავიასაწარმოების იმ თანამშრომლებზე, რომელთაც სისტემატურად უწევთ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება საქართველოს ერთზე მეტ სამოქალაქო აეროპორტში, აეროდრომის ექსპლუატანტი, სააგენტოსთან შეთანხმებით, გასცემს პიროვნების მუდმივ საშვს, რომელიც მოქმედებს საქართველოს იმ სამოქალაქო აეროპორტებში, რომელებშიც პირს უწევს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულება, საშვით განსაზღვრულ ზონებში.
9. დაინტერესებული პირი საშვის გამცემს მიმართავს განცხადებით, რომელიც მოიცავს ინფორმაციას საშვის მიღების კანდიდატის თანამდებობის შესახებ და მის პირად მონაცემებს. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს კონტროლირებადი და/ან შეზღუდული დაშვების დაცული ზონები და ამ ზონებში საშვის მიღების დაშვების აუცილებლობა.
10. საშვის მიმღები კანდიდატის დამსაქმებელი ავიასაწარმო, სხვა იურიდიული პირი, აგრეთვე სახელმწიფო უწყება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მეშვეობით/დახმარებით, არანაკლებ ორ წელიწადში ერთხელ, უზრუნველყოფს მუდმივი საშვის მიმღების ანკეტური მონაცემების შემოწმებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
11. სააგენტოს მიერ გასაცემი საშვების განცხადების ფორმები განსაზღვრულია ამ წესის №6, №7, №8 დანართებით, ხოლო აეროდრომის ექსპლუატანტის მიერ გასაცემი საშვების განცხადების ფორმები განისაზღვრება აეროდრომის ექსპლუატანტის მიერ დამტკიცებული ინსტრუქციით.
12. დაინტერესებული ავიასაწარმო, სხვა იურიდიული პირი, აგრეთვე სახელმწიფო უწყება უზრუნველყოფს:
ა) პიროვნების მუდმივი საშვის მიმღები პირის მიერ საავიაციო უშიშროების გაცნობითი კურსის გავლას;
ბ) უცხო ქვეყნების მოქალაქეების მიერ საავიაციო უშიშროების გაცნობითი კურსის გავლას მათთვის გასაგებ ენაზე.
13. უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე პიროვნების მუდმივი საშვების გაცემა ხორციელდება საქართველოს კანონით „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ განსაზღვრული საქართველოში მცხოვრები უცხოელის ბინადრობის მოწმობის საფუძველზე, გარდა ამ ამ მუხლის 24-ე პუნქტისა.
14. პიროვნების დროებითი საშვი გაიცემა აეროპორტის კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში დროებით მომუშავე პირებზე, ასევე იმ პირებზე, რომლებმაც დაკარგეს პიროვნების მუდმივი ან დროებითი საშვი, ახალი საშვის გაცემამდე.
15. პირი, რომელზეც გაიცემა ამ წესით გათვალისწინებული პიროვნების დროებითი საშვი, აეროპორტის კონტროლირებად ზონაში უნდა გადაადგილდეს მუდმივი საშვის მქონე გამცილებლის თანხლებით, გარდა იმ პირებისა, რომელთა ანკეტური მონაცემები შემოწმებულია და გავლილი აქვს ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული სწავლება.
16. პიროვნების ერთჯერადი საშვი გაიცემა აეროდრომის ექსპლუატანტის მიერ დაინტერესებული პირის დასაბუთებული წერილობითი განცხადების და ტერიტორიაზე დასაშვები პიროვნების პირადობის დამადასტურებელი მოწმობის, პასპორტის ან მართვის მოწმობის საფუძველზე.
17. პირი, რომელზეც გაიცემა პიროვნების ერთჯერადი საშვი, აეროპორტის კონტროლირებად ზონაში უნდა გადაადგილდეს მუდმივი საშვის მქონე გამცილებლის თანხლებით. პირი ვალდებულია, საშვის მოქმედების ამოწურვისთანავე დაუბრუნოს იგი საშვის გამცემს.
18. ავტოსატრანპორტო საშუალების ერთჯერადი საშვი გაიცემა, სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, დაინტერესებული პირის წერილობითი განცხადების საფუძველზე. საშვი დამაგრებული უნდა იქნეს ავტოსატრანსპორტო საშუალების წინა საქარე მინაზე.
19. ავტოსატრანსპორტო საშუალების ერთჯერად საშვს ენიჭება მწვანე ფერი და დაიშვება საშვით გათვალისწინებულ ზონებში.
20. ავტოსატრანსპორტო საშუალების ერთჯერადი საშვის გაცემა ხორციელდება მძღოლის შესაბამისი კლასის მართვის მოწმობის საფუძველზე. ერთჯერადი საშვის მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალება აეროპორტის კონტროლირებად და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონაში უნდა გადაადგილდეს საავიაციო უშიშროების სამსახურის წარმომადგენლის თანხლებით, რომელსაც გავლილი უნდა ჰქონდეს აეროდრომზე სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციასთან დაკავშირებული უსაფრთხოების დაცვის ინსტრუქტაჟი. ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია საშვის მოქმედების ამოწურვისთანავე საშვი დაუბრუნოს საშვის გამცემს.
21. აეროპორტის სასაზღვრო და საბაჟო ზონაში შესვლის უფლების დამადასტურებელი პიროვნების საშვი გაიცემა სასაზღვრო და საბაჟო კონტროლის ორგანოებთან შეთანხმებით.
22.დამსაქმებლის ლიკვიდაციის, საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატის გაუქმების, პირის სამუშაოდან გათავისუფლების/სხვა დაწესებულებაში გადასვლის შემთხვევაში, საშვის გაუქმების მიზნით, დამსაქმებელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ, წერილობით აცნობოს საშვის გამცემს პირის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე, რის შემდეგაც საშვის გამცემი დაუყოვნებლივ აუქმებს საშვს. დამსაქმებელმა უნდა ჩააბაროს საშვი მის გამცემს საშვის გაუქმებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში. ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „გ“, „დ“, „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირები თანამდებობის შეცვლის/სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში, ვალდებული არიან დაუყოვნებლივ დაუბრუნონ საშვები სააგენტოს, რის შესახებაც კეთდება შესაბამისი ჩანაწერი უწყებრივ ელექტრონულ ბაზაში/რეესტრში.
23. შესაბამისი საშვის მქონე პირის დაშვება საჰაერო ხომალდთან შეიძლება შეიზღუდოს საავიაციო უშიშროების სამსახურის, აეროპორტის სასაზღვრო ან/და საბაჟო კონტროლის ორგანოების მოთხოვნით.
24. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, პროკურატურის ორგანოების წარმომადგენლები და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები, რომლებსაც არ გააჩნიათ ამ წესით განსაზღვრული საშვები, კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში სპეციალური ტექნიკური საშუალებებით დაიშვებიან საქართველოს მთავრობის 2016 წლის 02 ივნისის №241 დადგენილებით დამტკიცებული „მართლსაწინააღმდეგო ქმედებისგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის“ 24-ე მუხლის 22-ე, 23-ე, 33-ე, 34-ე პუნქტებით დადგენილი წესით.
25.საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულებების თანამშრომლებზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე, პიროვნების მუდმივ საშვს გასცემს აეროდრომის ექსპლუატანტი, სასაზღვრო და საბაჟო სამსახურებთან შეთანხმებით.
26.სასაშვო სისტემის შემოწმებას, ინსპექტირების ფარგლებში, ახორციელებს სააგენტო, ხოლო ხარისხის შიდა კონტროლის ფარგლებში – აეროდრომის ექსპლუატანტი.
27. ავტოსატრანსპორტო საშუალების მუდმივი საშვი დამაგრებული უნდა იქნას ავტოსატრანსპორტო საშუალების წინა საქარე მინაზე.
28.ავტოსატრანსპორტო საშუალებების მუდმივ საშვებს ენიჭება შემდეგი ფერები:
ა) ვარდისფერი – დაიშვება კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ყველა ზონაში;
ბ) წითელი – დაიშვება ბაქანზე და საჰაერო ხომალდის სადგომზე;
გ) ცისფერი – დაიშვება მხოლოდ ბაქანზე;
დ) ყვითელი – დაიშვება აეროპორტის კონტროლირებად ტერიტორიაზე განლაგებულ საჰერო მოძრაობის მართვის ორგანოს ობიექტებზე.
29. იმ შემთხვევაში, თუ ავტოსატრანსპორტო საშუალებაში მძღოლის გარდა იმყოფება სხვა პირ(ებ)ი, მას (მათ) უნდა გააჩნდეთ აეროპორტის კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში შესასვლელი საშვი და უნდა გაიარო(ნ)ს დაშვებაზე კონტროლი და შემოწმება.
30. ავტოსატრანსპორტო საშუალება, საკონტროლო-გამტარ პუნქტზე ექვემდებარება სავალდებულო შემოწმებას აეროპორტის საავიაციო უშიშროების სამსახურის თანამშრომლების მიერ. უნდა შემოწმდეს სულ მცირე შემდეგი ზონები:
ა) კარების პანელები;
ბ) მზისგან დამცავები;
გ) სახელთათმანე და სხვა სათავსები;
დ) უკანა, წინა სავარძლები და სავარძლის ჯიბეები;
ე) სივრცე სავარძლების ქვეშ;
ვ) ძარის იატაკზე ფეხებისათვის არსებული შეღრმავებები;
ზ) საბარგული;
თ) საბურავსზედა თაღი;
ი) ძრავის ნაკვეთური;
შენიშვნა: აგრეთვე სარკით და ფარანით უნდა შემოწმდეს ავტოსატრანსპორტო საშუალების ძარის (სადაც თვალი ვერ სწვდება) ქვედა ნაწილი და ძრავი.
31. ავტოსატრანსპორტო საშუალების შემოწმების დაწყების მომენტიდან მის დამთავრებამდე, მძღოლს წვდომა არ უნდა ჰქონდეს ავტოსატრანსპორტო საშუალებასთან.
32.აეროპორტის კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში დაშვებამდე მძღოლი უნდა შემოწმდეს მგზავრის სტატუსის არმქონე პირის ანალოგიურად და დაიშვას ავტოსატრანსპორტო საშუალებასთან მხოლოდ შემოწმების გავლის შემდეგ.
შენიშვნა: პირადი ნივთების არქონის შემთხვევაში, შეიძლება განხორციელდეს მძღოლის ხელით შემოწმება.
33. საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის დამატებითი ზომების სახით, აეროპორტის საავიაციო უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, აეროპორტის კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონაში შეიძლება განხორციელდეს ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაცილება საავიაციო უშიშროების სამსახურის თანამშრომლების მიერ.
34. საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, ერთჯერადი საშვი გაიცემა წინასწარი განაცხადის გარეშე. ავტოსატრანსპორტო საშუალებას აცილებს აეროპორტის საავიაციო უშიშროების სამსახურის თანამშრომელი აეროდრომის ექსპლუატანტის საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამით დადგენილი წესით.
35.პირის საშვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველია, თუ საშვის გაცემის თაობაზე განცხადება და თანდართული საბუთები არ აკმაყოფილებს ამ წესის მოთხოვნებს.
36.საშვი უქმდება, თუ პირი არღვევს საქართველოს კანონმდებლობით და ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს.
37. საშვში ცვლილებების შეტანა ხორციელდება საშვით გათვალისწინებული მონაცემების ცვლილებების შემთხვევაში, მისი გამცემის მიერ, იმ ავიასაწარმოს ან სხვა იურიდიული პირის განცხადების საფუძველზე, სადაც დასაქმებულია საშვის მფლობელი. საშვში ცვლილებების შეტანისას გაიცემა ახალი საშვი, ხოლო ძველი საშვი ბარდება მის გამცემს.
38.საშვის მონაცემებში თვითნებურად შესწორებების შეტანა ან გადაკეთება, ასევე საშვის სხვა პირზე გადაცემა აკრძალულია.
39.საშვის დაკარგვის შემთხვევაში, საშვის მფლობელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ აცნობოს ამის თაობაზე დამსაქმებელს და საშვის გამცემს ტელეფონის საშუალებით, ხოლო შემდგომ – წერილობით. საშვის გამცემმა უნდა აწარმოოს დაკარგული საშვების აღრიცხვა.
40. ყველა პირი, რომელიც იმყოფება აეროპორტის კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონაში, ვალდებულია ატაროს საშვი გარე ტანსაცმელზე, თვალსაჩინო ადგილზე.
მუხლი 6🔗.
სააგენტოს თანამშრომლებზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტის სფეროს კურატორ მინისტრის მოადგილეზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის და სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევების და ინციდენტების მოკვლევის ბიუროს თანამშრომლებზე პიროვნებისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების მუდმივი საშვების გაცემა
1.პიროვნების მუდმივი საშვის მისაღებად განმცხადებლის მიერ შევსებული განცხადება (დანართი №6) წარედგინება სააგენტოს დირექტორს განსახილველად. განცხადებას უნდა დაერთოს საავიაციო უშიშროების გაცნობითი კურსის გავლის დამადასტურებელი საბუთი.
2.სააგენტოს დირექტორი, განცხადების საფუძველზე, განიხილავს კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში პიროვნების დაშვების მიზნობრიობას.
3.პიროვნების მუდმივი საშვი სასაზღვრო და საბაჟო ზონებში დაშვებით გაიცემა სააგენტოს მხოლოდ იმ თანამშრომლებზე, რომლებსაც სამსახურეობრივი მოვალეობიდან გამომდინარე, ესაჭიროებათ სასაზღვრო და საბაჟო ზონებში დაშვება. აღნიშნულ ზონებში დაშვება თანხმდება სასაზღვრო და საბაჟო კონტროლის ორგანოებთან, რის შესახებაც აღნიშვნა კეთდება განცხადების შესაბამის გრაფაში.
4.პიროვნების მუდმივი საშვი გაიცემა საშვის მიმღების ანკეტური მონაცემების შემოწმების შემდეგ, განცხადების წარმოდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
5. საშვის გაცემისას, საშვის მიმღებს საშვთან ერთად გადაეცემა „საშვის მფლობელის სამახსოვრო“. (დანართი №9).
6. ავტოსატრანსპორტო საშუალების მუდმივი საშვის მისაღებად, სააგენტოს დირექტორს წარედგინება განმცხადებლის მიერ შევსებული განცხადება (დანართი №8).
7. განცხადების საფუძველზე, სააგენტოს დირექტორი განიხილავს ავტოსატრანსპორტო საშუალების კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში დაშვების მიზნობრიობას.
8. ავტოსატრანსპორტო საშუალების მუდმივი საშვი გაიცემა განცხადების წარმოდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.
მუხლი 7🔗.
ავიაგადამზიდველის საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრებზე პიროვნებების მუდმივი საშვების გაცემა
1.საშვის მიღების მიზნით, ავიაგადამზიდველი წერილობით მიმართავს სააგენტოს. წერილს თან უნდა ერთოდეს:
ა) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;
ბ) განმცხადებლის მიერ შევსებული განცხადება (დანართი №6);
გ) საავიაციო უშიშროების გაცნობითი კურსის გავლის დამადასტურებელი საბუთი.
2. სასაზღვრო და საბაჟო ზონაში დაშვება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, თანხმდება ავიაგადამზიდველის მიერ სასაზღვრო და საბაჟო კონტროლის ორგანოებთან, რის შესახებაც კეთდება აღნიშვნა განცხადების შესაბამის გრაფაში.
3. განცხადების საფუძველზე, სააგენტოს დირექტორი განიხილავს კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში დაშვების მიზნობრიობას.
4.საშვი გაიცემა განცხადების წარმოდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
5.თუ წარმოდგენილი განცხადება და თანდართული საბუთები არ აკმაყოფილებს ამ წესის მოთხოვნებს, საშვი არ გაიცემა, რაც წერილობით ეცნობება განმცხადებელს განცხადების წარმოდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
6. საშვის მიმღებ პირზე ახალი საშვის გაცემამდე, ავიაგადამზიდველი უზრუნველყოფს ამ პირის კუთვნილი, მანამდე გაცემული საშვის დაბრუნებას სააგენტოში.
7. საშვის გაცემისას, საშვის მიმღებს საშვთან ერთად გადაეცემა „საშვის მფლობელის სამახსოვრო“ (დანართი №9).