„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №993 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№114
სარეგისტრაციო კოდი
140030000.22.034.016628
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/03/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №114

2017 წლის 6 მარტი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №993 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების  საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №993 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 31/12/2013,  სარეგისტრაციო კოდი: 140030000.22.034.016244) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1.    მე-9 მუხლის პირველ პუნქტს:

ა) დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:

„დ1) პირადი შემადგენლობის მხარდაჭერის განყოფილება;“;

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე2“ ქვეპუნქტი:

„ე2) მონიტორინგის სამმართველო;“.

2.  მე-10 მუხლის „ძ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 მუხლი:

„მუხლი 101. პირადი შემადგენლობის მხარდაჭერის განყოფილება

 პირადი შემადგენლობის მხარდაჭერის განყოფილება:

ა) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს დეპარტამენტის მოსამსახურეთა თანამდებობრივი გადაადგილების, მივლინების, მოკლევადიანი შვებულების, სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭების, წახალისების შესახებ დოკუმენტების მომზადებას და სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში წარდგენას;

ბ) სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტთან ერთად მონაწილეობს დეპარტამენტის მოსამსახურეთა ატესტაციის ორგანიზებაში;

გ) ამზადებს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურისა და საშტატო განრიგის შესახებ;

დ) ამზადებს მასალებს  მოსამსახურეთა  სახელმწიფო საიდუმლოებაზე დაშვების შესახებ;

ე) იღებს მოქალაქეთა განცხადებებს სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში (შემდგომში – აკადემია) პატრულ-ინსპექტორის საბაზისო კურსების გავლის შესახებ და შემდგომი რეაგირების მიზნით წარუდგენს სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს;

ვ) უზრუნველყოფს დეპარტამენტში შტატით გათვალისწინებულ ვაკანტურ თანამდებობაზე სახელმწიფო სპეციალური წოდებით მისაღები პირების შესარჩევად სპეციალური კონკურსის ორგანიზებას;

ზ) მონაწილეობას იღებს აკადემიაში პატრულ-ინსპექტორების საბაზისო მოსამზადებელ კურსებზე ჩასარიცხ კანდიდატებთან გასაუბრების პროცესში;

თ) უზრუნველყოს მოსამსახურეთა დაზღვევის მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებასა და სადაზღვევო კომპანიისათვის წარდგენას;

ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.“.

4. დაემატოს შემდეგი შინაარსის 131 მუხლი:

„მუხლი 131. მონიტორინგის სამმართველო

მონიტორინგის სამმართველო:

ა) კომპეტენციის ფარგლებში აწარმოებს დეპარტამენტის თანამშრომელთა სამსახურებრივ შემოწმებას და განიხილავს დეპარტამენტის თანამშრომელთა დისციპლინური გადაცდომის ფაქტებს;

ბ) დეპარტამენტის დირექტორს კომპეტენციის ფარგლებში წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის თანამშრომელთა მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების მიზანშეწონილობის თაობაზე.“. 

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი მღებრიშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №993 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 06.03.2017.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №993 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №993 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 06.03.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №114. სარეგისტრაციო კოდი — 140030000.22.034.016628.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №993 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №993 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №993 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.03.2017 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №993 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №114, 06.03.2017, სარეგისტრაციო კოდი 140030000.22.034.016628 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.03.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3598027/