„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №113 |
|
2017 წლის 6 მარტი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, სარეგისტრაციო კოდი: 140130000.22.034.016240) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესდების:
ა) მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაცდომის გამოვლენისას სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელი პირები უფლებამოსილი არიან, შეადგინონ დისციპლინური გადაცდომის ამსახველი დასკვნა და განიხილონ დისციპლინური სახდელის დადების საკითხი მხოლოდ განყოფილების უფროსის მოადგილისა და უფრო დაბალი რანგის მოსამსახურის მიმართ, გარდა ამ მუხლის 43 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“; ბ) მე-4 მუხლის 42 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 43 და 44 პუნქტები: „43. სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში, ტერიტორიულ ორგანოებში, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში დისციპლინური გადაცდომის ამსახველ დასკვნას ადგენს დისციპლინურ გადაცდომებზე მონიტორინგის განმახორციელებელი სამსახური (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 44. სამინისტროს გენერალური ინსპექცია უფლებამოსილია, სათანადო დასკვნის მომზადებისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით, წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევაში დისციპლინური გადაცდომის ფაქტებისა და გარემოებების ამსახველი ინფორმაცია გამოითხოვოს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან, ტერიტორიული ორგანოებიდან, საჯარო სამართლის იურიდიული პირებიდან და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან.“; გ) მე-5 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 მუხლი: „მუხლი 51. დისციპლინური სახდელის შეცვლის წესი 1. სამინისტროს გენერალური ინსპექციის შესაბამისი დასკვნის საფუძველზე, მინისტრი უფლებამოსილია, დისციპლინური სახდელის მოქმედების ვადაში, ასევე ამ წესდების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სახდელის დადებიდან 6 თვის ვადაში მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეთა მიმართ შეფარდებული დისციპლინური სახდელის სახის შეცვლის შესახებ. 2. დისციპლინური სახდელის სახის შეცვლის შემთხვევაში დისციპლინური სახდელის მოქმედების ვადა აითვლება თავდაპირველი დისციპლინური სახდელის შეფარდების დღიდან.“;
დ) წესდების დანართის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„შრომის დისციპლინის დარღვევები I. ზოგადი ნორმები 1. სამუშაო პერიოდში მოსამსახურის მიერ სამსახურში სამუშაო გარემოსთან შეუფერებელი ჩაცმულობით ან/და იერსახით გამოცხადება; 2. სხეულზე ტატუირების გაკეთება გამოსაჩენ ადგილას; 3. სამსახურში დაგვიანება 15 წუთზე მეტი დროით; 4. სამსახურის არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 5 დღეზე ნაკლები ვადით გაცდენა; 5. ხელმძღვანელთან შეთანხმების გარეშე სამსახურის, სამოქმედო ტერიტორიის ან საგუშაგოს თვითნებურად, დროზე ადრე მიტოვება (რამაც არ გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი); 6. არასაპატიო მიზეზით სამუშაო შეხვედრაზე (თათბირი, კონფერენცია და სხვა) დაგვიანება ან არგამოცხადება; 7. თამბაქოს მოწევა აკრძალულ ადგილზე; 8. სამუშაო საათებში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ძილი; 9. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სამსახურებრივი პირადობის მოწმობის ან ჟეტონის არქონა (თუ არსებობს ასეთი ვალდებულება); 10. არასწორად შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი; 11. შემთხვევის ადგილზე დაგვიანებით მისვლა ობიექტური მიზეზების გარდა; 12. სამინისტროს ჟეტონის დაკარგვა; 13. სამსახურებრივი პირადობის დამადასტურებელი მოწმობის დაკარგვა; 14. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საყოფაცხოვრებო ნარჩენებით გარემოსა და ზღვის დაბინძურება; 15. სამინისტროს მოსამსახურის მიერ მასზე მიმაგრებული სამსახურებრივი ავტომანქანის სხვა პირისთვის სამართავად გადაცემა (გარდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურისა), თუ ამავე ავტომანქანაში არ იმყოფება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურე; 16. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს „ბეიჯის“ ტარების ვალდებულების დარღვევა იმ პირის მიერ, რომელსაც სამსახურებრივად ევალება მისი ტარება; 17. განწესის დარღვევა; 18. სამსახურებრივი ხარვეზი – სამსახურებრივი მოვალეობისადმი დაუდევარი და გულგრილი დამოკიდებულება (რამაც არ გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი).“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|