შპს „ჯიაიჯი 2007“-ს გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/5733-2015
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/03/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე № 2/5733 - 2015

 

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შესახებ

 

2016 წლის 16 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა, მარი კირვალიძის მდივნობით, შპს ,,ჯიაიჯი 2007“-ის კრედიტორთა კრებაზე განიხილა შპს ,,ჯიაიჯი 2007“-ს გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების საკითხი,

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 31 მარტის განჩინებით შპს ,,ჯიაიჯი 2007“-ის განცხადება გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

 2015 წლის 13 მაისს შპს ,,ჯიაიჯი 2007“-ის კრედიტორთა კრებაზე განხილული იქნა კრედიტორის – სსიპ ,,შემოსავლების სამსახურის“ მოთხოვნა, დამტკიცდა კრედიტორთა რეესტრი და კრედიტორის გადაწყვეტილებით გაკოტრების მმართველად დაინიშნა სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო.

 2016 წლის 11 ნოემბერს შპს ,,ჯიაიჯი 2007“-ის გაკოტრების მმართველმა – სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ საბოლოო ანგარიშით მომართა სასამართლოს და მოითხოვა გაკოტრების საქმის წარმოების დასრულება.

სასამართლომ შეისწავლა მოვალის გაკოტრების ანგარიში, მოისმინა გაკოტრების მმართველისა და კრედიტორის პოზიცია, მიაჩნია, რომ შპს ,,ჯიაიჯი 2007“-ის მიმართ უნდა დასრულდეს გაკოტრების საქმის წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:

 ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მიხედვით,             გაკოტრების საქმის წარმოება დასრულდება გაკოტრების მმართველის მიერ სამეურვეო ქონების რეალიზაციისა და რეალიზაციით მიღებული თანხის ამ კანონის შესაბამისად განაწილებისთანავე. სამეურვეო ქონების რეალიზაციის შემდეგ გაკოტრების მმართველი ადგენს მოვალის გაკოტრების ანგარიშს, რომელსაც წარუდგენს კრედიტორებსა და სასამართლოს გაკოტრების მმართველისა და კრედიტორთა ინფორმაციის შესაბამისად სასამართლოს გამოაქვს განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.

 გაკოტრების მმართველის მიერ წარმოდგენილი საბოლო ანგარიშით და თანდართული დოკუმენტებით დადგენილია, რომ 2016 წლის 06 მაისს დასრულებულ აუქციონზე მოვალის ქონების შემძენი გახდა შპს ,,სითი დეველოპმენტ”, რომლის გადახდილმა თანხამ ჯამში შეადგინა 15700 ლარი, საიდანაც დღგ-ის სახით სსიპ ,,შემოსავლების სამსახურში“ გადარიცხული იქნა 2394 ლარი და 92 თეთრი. 2016 წლის 03 ივნისს დასრულებულ აუქციონზე მოვალის კუთვნილი ავტომობილის შემძენი გახდა ტარიელ ადიკაშვილი, რომელმაც ქონება შეიძინა 3000 ლარად. შესაბამისად, სამეურვეო ქონების რეალიზაციით შემოსულმა თანხამ შეადგინა სულ 16305 ლარი და 08 თეთრი, საიდანაც აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასური (საქართველოს იუსიტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანების შესაბამისად) შეადგენს 5000 ლარს, ხოლო დარჩენილი თანხა – 11305 ლარი და 08 თეთრი წარმოადგენს მე-4 რიგის კრედიტორისათვის – სსიპ – შემოსავლების სამსახურისათვის გადასაცემ თანხას.

ამდენად, გაკოტრების მმართველის ანგარიშით და საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილია, რომ შპს ,,ჯიაიჯი 2007“-ს სამეურვეო ქონება რეალიზებულია და ქონება მოვალეს არ აქვს, გაკოტრების მმართველის მიერ წარმოდგენილია საბოლოო ანგარიში, რასაც ეთანხმება კრედიტორი და აღნიშნული გარემოება ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-3 პუნტის შესაბამისად გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების და სამეწარმეო რეესტრში საზოგადოების რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 38-42-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დასრულდეს შპს ,,ჯიაიჯი 2007“-ის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოება და გაუქმდეს შპს ,,ჯიაიჯი 2007“-ის (საიდენტიფიკაციო კოდი: 200227316) რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

2. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა შპს ,,ჯიაიჯი 2007“-ის გაკოტრების საქმის წარმოების პროცესში მონაწილე პირების მიერ განჩინების ასლის გადაცემიდან ან გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში. კერძო საჩივრის შეტანა არ აჩერებს განჩინების აღსრულებას.

 

მოსამართლე                                                                               ლაშა ქოჩიაშვილი