ქ. თბილისში, დიდუბის რაიონში, დიღმის მასივის III კვარტალში მდებარე უსახელო სკვერისთვის ქართული ნაციონალური ბალეტის მოცეკვავე ჯემალ ნავროზაშვილის სახელის მინიჭების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №58
2017 წლის 24 თებერვალი
ქ. თბილისში, დიდუბის რაიონში, დიღმის მასივის III კვარტალში მდებარე უსახელო სკვერისთვის ქართული ნაციონალური ბალეტის მოცეკვავე ჯემალ ნავროზაშვილის სახელის მინიჭების შესახებ
1. საქართველოს ორგანული კანონის - „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
ა) დიდუბის რაიონში, დიღმის მასივის III კვარტალში მდებარე უსახელო სკვერს მიენიჭოს ქართული ნაციონალური ბალეტის მოცეკვავე ჯემალ ნავროზაშვილის სახელი, თანდართული რუკის თანახმად;
ბ) ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
2. განკარგულება, ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი