ქ.თბილისში, კრწანისის რაიონში, ბერძნის ქუჩის მონაკვეთისთვის და მასთან არსებული ოთხი ჩიხისთვის ხელოვნების ისტორიკოს რუსუდან მეფისაშვილის სახელის მინიჭების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№62
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.101.016242
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/03/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №62

2017 წლის 24 თებერვალი

ქ. თბილისი

ქ.თბილისში, კრწანისის  რაიონში,  ბერძნის ქუჩის მონაკვეთისთვის და მასთან არსებული  ოთხი ჩიხის a თვის ხელოვნების ისტორიკოს  რუსუდან  მეფისაშვილის სახელის მინიჭების შესახებ

 

1.  საქართველოს ორგანული კანონის - „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად,  ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

ა) კრწანისის რაიონში,  ბერძნის ქუჩის მონაკვეთს და მასთან არსებულ ოთხ ჩიხს  მიენიჭოს ხელოვნების ისტორიკოს  რუსუდან მეფისაშვილის სახელი, თანდართული რუკის თანახმად ;

ბ) ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

2. განკარგულება ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი, მე -12 კმ., №6).

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                          გიორგი ალიბეგაშვილი