ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველი და მძიმე ეკონომიური პირობების მქონე მოქალაქეებზე და ამ წესით განსაზღვრულ სხვა პირებზე მატერიალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 06.03.2017
ძალის დაკარგვა 12.02.2018
გამომცემი ორგანო ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
ნომერი №7
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.128.016280
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/03/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე | ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
დოკუმენტის ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველი და მძიმე ეკონომიური პირობების მქონე მოქალაქეებზე და ამ წესით განსაზღვრულ სხვა პირებზე მატერიალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №7
2017 წლის 6 მარტი
დაბა ხარაგაული
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ და მძიმე ეკონომიკური პირობების მქონე მოქალაქეებზე და ამ წესით განსაზღვრულ სხვა პირებზე მატერიალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ და მძიმე ეკონომიკური პირობების მქონე მოქალაქეებზე და ამ წესით განსაზღვრულ სხვა პირებზე მატერიალური დახმარების გაცემის წესი, დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკრგულად გამოცხადდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 4 მაისის №20 დადგენილება „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ და მძიმე ეკონომიკური პირობების მქონე მოქალაქეებზე მატერიალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი, 07.05.2015).
მუხლი 3🔗
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემანანა ბარბაქაძე
დანართი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ და მძიმე ეკონომიკური პირობების მქონე მოქალაქეებზე და ამ წესით განსაზღვრულ სხვა პირებზე მატერიალური დახმარების გაცემის წესი
მუხლი 1🔗
ზოგადი დებულება
1. ეს წესი განსაზღვრავს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ და მძიმე ეკონომიკური პირობების მქონე მოქალაქეებზე და ამ წესით განსაზღვრულ სხვა პირებზე მატერიალური დახმარების გაცემის წესს.
მუხლი 2🔗
დახმარების გაცემის სახეები და ოდენობა
1. გაეწიოს მატერიალური დახმარება:
ა) ოპერაციის ან სამედიცინო მომსახურებისათვის – იმ თანხის 50%-ით, რომელიც არ ანაზღაურდება საყოველთაო ჯანდაცვის ან კერძო დაზღვევის პროგრამით, ხოლო სოციალურად დაუცველთათვის, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 65000-ს, დაფინანსდეს 70%-ით, არაუმეტეს 700 ლარისა;
გამონაკლის შემთხვევაში, როცა მოქალაქის გადასახდელი თანხა 2000 (ორი ათასი) ლარზე მეტია, მაშინ გადასახდელი თანხის 50%, არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარისა.
სიცოცხლისთვის საშიში დაავადებების შემთხვევაში (ონკოლოგიური და სხვა მძიმე სახის დაავადება) –
დახმარება განისაზღვროს 1500 ლარამდე.
სამედიცინო გამოკვლევებისთვის იმავე სქემით, არაუმეტეს 500 ლარისა;
ბ) „C” ჰეპატიტით დაავადებულ პირებში მკურნალობის სტრატეგიის განსაზღვრის მიზნით „C“ ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვამდე დაავადების სტადიის განსასაზღვრი კვლევების დაფინანსება სოციალურად დაუცველთათვის, რომლის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 65000-ს, ღირებულების 30%-ით, დანარჩენი ბენეფიციარებისათვის –
70%-ით;
გ) მედიკამენტების შესაძენად –
150 ლარამდე შემდეგი დაავადებებისას:
გ.ა) აორტოკორონარული შუნტირების შემდგომი პერიოდის მკურნალობისას;
გ.ბ) ეპილეფსიის;
გ.გ) პარკინსონის;
გ.დ) ბრონქიალური ასთმის;
გ.ე) შაქრიანი დიაბეტის;
გ.ვ) 0-6 წლამდე ასაკის ბავშვების მკურნალობისას.
დ) კოხლეარული იმპლანტით მოსარგებლე, 0-18 წლამდე არასრულწლოვანი პირების ფუნქციური დამოუკიდებლობის ხარისხის გაუმჯობესებისა და მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით კოხლეარული იმპლანტის აპარატის შეუფერხებელი ფუნციონირებისათვის საჭირო ელემენტის შესაძენად –
წელიწადში 1000 ლარის ოდენობით;
ე) 100 წელს მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადად –
500 ლარის ოდენობით, 100 წელს გადაცილებულთ –
წელიწადში ერთჯერ 100 ლარი.
ვ) გარდაცვლილი ომის ვეტერანის ან/და იძულებით გადაადგილებულ გარდაცვლილი პირის დაკრძალვის ხარჯისთვის-250ლარი;
ზ) სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებულ 35000 სარეიტინგო ქულამდე მყოფ გარდაცვლილთა ოჯახის წევრს დაკრძალვის ხარჯისთვის –
200 ლარი;
თ) შშმ 18 წლამდე ასაკის ბავშვების სამკურნალო-სარეაბილიტაციო კურსის თანადაფინანსება;
ი) ჰემოდიალიზის ჩანაცვლების სეანსებით მოსარგებლე ბენეფიციართა ფინანსური დახმარება ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით და ლეიკემიით დაავადებულთათვის –
წელიწადში
600 ლარის ოდენობით;
კ) ჩერნობილის კატასტროფის შედეგად დაზარალებულ პირთა ფინანსური დახმარება, წელიწადში ერთჯერ 100ლარი;
ლ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში დაღუპულ მეომრის ოჯახს, რომელიც რეგისტრირებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და არ არის ჩართული სახელმწიფო პროგრამაში, მეომართა ხსოვნის უკვდავსაყოფად, წელიწადში 2000ლარი;
მ) სამამულო ომის მონაწილეებსა და უსინათლო მოქალაქეებს –
ყოველთვიურად 30 ლარის ოდენობით კომუნალური ხარჯების დასაფარავად;
ნ) უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობის ერთჯერადი დახმარება, რომლებიც თხოვნის მომენტში განიცდიან ცხოვრების მძიმე სოციალურ პირობებს –
არაუმეტეს 200 ლარისა.
2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ახალშობილთა ოჯახების ერთჯერადი დახმარება შემდეგი ოდენობით:
ა) პირველი ბავშვის შეძენის შემთხვევაში –
100ლარი;
ბ) მეორე ბავშვის შეძენის შემთხვევაში –
150ლარი;
გ) მესამე ბავშვის შეძენის შემთხვევაში –
200ლარი;
დ) მეოთხე ბავშვის შეძენის შემთხვევაში –
250ლარი;
ე) მეხუთე ბავშვის შეძენის შემთხვევაში –
300 ლარი და ყოველი მომდევნო ბავშვის შეძენისას თანხა იზრდება 50 ლარით;
ვ) ტყუპების შეძენის შემთხვევაში –
500ლარი.
3. სტიქიის შედეგად დაზარალებულ ან საცხოვრებელი სახლის სიძველის გამო, უკიდურესად მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე მოქალაქეთა საცხოვრებელი სახლების დაზიანების ხარისხის კატეგორიები:
ა) I კატეგორია –
სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია სტიქიური მოვლენების შედეგად ან სიძველის გამო;
ბ) II კატეგორია –
სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ დაზიანებულია სტიქიური მოვლენების შედეგად ან სიძველის გამო და აღდგენას არ ექვემდებარება;
გ) III კატეგორია –
სახლი საცხოვრებლად ვარგისია, მაგრამ მიმდებარე ტერიტორია და დამხმარე ნაგებობა მნიშვნელოვნად დაზიანებული ან განადგურებულია სტიქიური მოვლენების შედეგად.
4. დახმარების ოდენობა კატეგორიების მიხედვით:
ა) პირველი კატეგორია – 1000-დან 1500 ლარამდე;
ბ) მეორე კატეგორია – 500-დან 1000 ლარამდე;
გ) მესამე კატეგორია – 200-დან 500ლარამდე.
მუხლი 3🔗
მატერიალური დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია
1. სამედიცინო მომსახურებისათვის (ოპერაცია, მშობიარობა, მკურნალობა, გამოკვლევა) დახმარების დასაფინანსებლად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) ჯანმრთელობის ცნობა;
დ) ანგარიშფაქტურა;
ე) კალკულაცია;
ვ) გამგებლის წარმომადგენლის შუამდგომლობა;
ზ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან 65000-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის შემთხვევაში;
თ) საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის ან სხვა სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული საგარანტიო წერილის ასლი.
2. ერთჯერადი ფინანსური დახმარებისათვის მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:
ა)განცხადება;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) განმცხადებლის პირადი ანგარიშის ნომერი ბანკიდან;
დ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან ოჯახის სარეიტინგო ქულის შესახებ (სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მონაწილეობის შემთხვევაში).
3. მედიკამენტების შესაძენად დახმარებისათვის მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) ჯანმრთელობის ცნობა;
დ) ანგარიშფაქტურა;
ე) ექიმის მიერ დანიშნული წამლების ჩამონათვალი ბეჭდით დამოწმებული და ხელმოწერილი;
ვ) გამგებლის წარმომადგენლის შუამდგომლობა.
4. გარდაცვლილი დევნილის ან ომის ვეტერანის დაკრძალვის ხარჯების ასანაზღაურებლად ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) გარდაცვლილის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;
დ) ომის მონაწილის ან დევნილობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ე) განმცხადებლის პირადი ანგარიშის ნომერი ბანკიდან;
ვ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
5. სოციალურად დაუცველი გარდაცვლილის დაკრძალვის ხარჯების ასანაზღაურებლად ოჯახის ერთ- ერთმა წევრმა უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) გარდაცვლილის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;
დ) განმცხადებლის პირადი ანგარიშის ნომერი ბანკიდან;
ე) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან გარდაცვლილის სარეიტინგო ქულის შესახებ;
ვ) გამგებლის წარმომადგენლის შუამდგომლობა;
ზ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
6. ახალშობილის ოჯახმა (მშობელმა), რომელიც რეგისტრირებულია ხარაგაულის მუნიციპალიტეტში დახმარებისათვის უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) ახალშობილის დაბადების მოწმობის ასლი (მეორე და ყოველი მომდევნო ბავშვის შეძენის შემთხვევაში წარმოადგინოს ყველა დანარჩენი ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი);
დ) ახალშობილის რეგისტრაციის ბარათი;
ე) საბანკო ანგარიშის ნომერი;
ვ) გამგებლის წარმომადგენლის შუამდგომლობა.
7. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში დაღუპულის ოჯახის წევრმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ბ) საბანკო ანგარიშის ნომერი;
გ) გამგებლის წარმომადგენლის შუამდგომლობა;
დ) საბრძოლო მოკვლევის დოკუმენტაცია.
8. კოხლეარული იმპლანტის აპარატის ელემენტის შესაძენად დახმარების მიღება მოხდება ბენეფიციარის მშობლის/უფლებამოსილი პირის განცხადებით.
დახმარების მიმღებმა განცხადებას უნდა დაურთოს:
ა) მშობლის/უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ბ) არასრულწლოვნის დაბადების მოწმობის ასლი;
გ) შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან ფორმა N100;
დ) ანგარიშფაქტურა შესაბამისი მომწოდებლიდან.
9. „C“ ჰეპატიტით დაავადებულ პირებში მკურნალობის სტრატეგიის განსაზღვრის მიზნით „C“ ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვამდე დაავადების სტადიის განსასაზღვრი კვლევების დაფინანსებისთვის ბენეფიციარმა განცხადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს:
ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ბ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;
გ) ინვოისი შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან.
10. ჰემოდიალიზის ჩანაცვლების სეანსებით მოსარგებლე და ლეიკემიით დაავადებულმა ბენეფიციარებმა წლის დასაწყისში უნდა წარმოადგინონ:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;
დ) საბანკო ანგარიშის ნომერი.
მუხლი 4🔗
სოციალური დახმარების თაობაზე შემოსული განცხადებების განხილვაზე უფლებამოსილი ორგანო
1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ და მძიმე ეკონომიური პირობების მქონე მოქალაქეებისა და ამ წესით განსაზღვრული სხვა პირთა განცხადებებს დახმარების გაწევის მიზნით განიხილავს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ შექმნილი მუდმივმოქმედი კომისია და გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების ფარგლებში უზრუნველყოფს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას.
მუხლი 5🔗
კომისიის უფლებამოსილება
კომისია უფლებამოსილია:
1. განიხილოს მოქალაქეთა განცხადებები თანდართული დოკუმენტაციით და მიიღოს გადაწყვეტილება დახმარების გაწევაზე იმ პირთა სასარგებლოდ, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და საჭიროებენ სამედიცინო ან ფინანსურ დახმარებას. გამონაკლის შემთხვევაში მიიღოს გადაწყვეტილება ბენეფიციარისთვის დახმარების ორმაგი ოდენობით გაცემის შესახებ, თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა სიცოცხლისათვის.
2. ერთჯერადი მატერიალური (ფინანსური) დახმარება გამონაკლის შემთხვევაში წლის განმავლობაში გასცეს განმეორებით იმ შემთხვევაში, თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სიცოცხლისათვის საშიშს წარმოადგენს.
3. აუცილებლობის შემთხვევაში მიიღოს გადაწყვეტილება მოქალაქის მკურნალობის და ოპერაციის დასაფინანსებლად სამედიცინო დაწესებულებაში საგარანტიო წერილის გაგზავნის თაობაზე.
4. მიიღოს გადაწყვეტილება სტიქიით დაზარალებულ და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე მოქალაქეთა განცხადებების შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის მიერ წარმოდგენილი დასკვნისა და თანდართული შესაბამისი საბუთების საფუძველზე სტიქიით დაზარალებულთა და უკიდურესად მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე მოქალაქეთა მატერიალურ დახმარებაზე, მინიჭებული კატეგორიის მიხედვით. აგრეთვე, გამონაკლისის სახით, სტიქიით დაზარალებული და უკიდურესად მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე ოჯახებისთვის დახმარების ორმაგ ოდენობამდე გაცემაზე.
5. უზრუნველყოს საგარანტიო წერილებში მითითებული ვადების დაცვა თანხის ჩარიცხვაზე.
6. უზრუნველყოს მოქალაქეთა და სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელთა ინფორმირება ფინანსური ანგარიშსწორების შესახებ და მოითხოვოს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელებისაგან შესრულებული სამედიცინო მომსახურების შესახებ ინფორმაციის მიღება.
7. შესაძლებლობის ფარგლებში მიიღოს გადაწყვეტილება სხვადასხვა სამიზნე ჯგუფისთვის (მრავალშვილიანი დედები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში მებრძოლი ინვალიდები, სამამულო ომის მონაწილეები, დავრდომილები და სხვ.) თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტით გათვალისწინებული სხვა დახმარებების გასაწევად.
8. კომისიას უფლება აქვს სათათბირო ხმის უფლებით მოიწვიოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, სხვა რომელიმე წევრი ან შესაბამისი სფეროს სპეციალისტი.
მუხლი 6🔗
კომისიის სხდომა
1. კომისიის სხდომის მოწვევას უზრუნველყოფს კომისიის თავმჯდომარე თვეში ერთხელ ხოლო საჭიროების შემთხვევაში – თვეში რამდენჯერმე.
მუხლი 7🔗
კომისიის სხდომის ოქმი
1. კომისიის სხდომაზე დგება კომისიის სხდომის ოქმი, რომელშიც აისახება კომისიის დასახელება, კომისიის სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, კომისიის სხდომის თავმჯდომარის და კომისიის სხდომაზე მონაწილე წევრთა ვინაობა, კომისიის დღის წესრიგის საკითხები, წამოყენებული წინადადებები და მიღებული გადაწყვეტილება. სხდომის ოქმს ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე, კომისიის მდივანი და წევრები.
2. კომისიის სხდომის ოქმი ხელმოწერიდან 2 დღის ვადაში მოქალაქეთა განცხადებებთან და ბრძანების პროექტთან ერთად იგზავნება მუნიციპალიტეტის გამგებელთან.