,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 3 თებერვლის N7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №13 |
|
2017 წლის 6 მარტი ქ. ზუგდიდი |
1. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის, ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 53 პუნქტის, 261, 30-ე და 36-ე მუხლებისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,“.
2. დადგენილების დანართი №1-ის მე-2 მუხლის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
,,ა) გარე რეკლამა – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ–ტერიტორიულ საზღვრებში მდებარე სახელმწიფო ან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე (ასევე ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე სარეკლამო ტექნიკური საშუალების განთავსება, რასაც მუნიციპალიტეტის ნებართვა არ სჭირდება) რეკლამის გავრცელება პლაკატების, სტენდების, შუქფირნიშების, სტაბილური ტერიტორიული განთავსების სხვა ტექნიკური საშუალებებით, იმ წესით, რომელიც გათვალისწინებულია „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით და იმ ადგილებში, სადაც გაცემული ნებართვით შესაძლებელია განთავსდეს რეკლამა;
ბ) სარეკლამო საშუალება – პლაკატი, სტენდი, შუქფირნიში, სარეკლამო დაფა, მანათობელი სარეკლამო დაფა და გარე რეკლამის გასავრცელებელი სხვა ტექნიკური საშუალება, რომელიც განთავსებულია უძრავ ობიექტზე ან/და უძრავი ობიექტის გამოყენებით;“.
3. დადგენილების დანართი №1-ის მე-13 მუხლს დაემატოს მე-5 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,5. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსება დაიშვება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ საჭიროებს ამ კანონით განსაზღვრულ გარე რეკლამის განთავსების ნებართვას. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსებისათვის გადასახდელის ოდენობა და გადახდის წესი დგინდება მესაკუთრესთან დადებული ხელშეკრულებით, თუ კანონით ან ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 3 თებერვლის N7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 06.03.2017.
- როდის იქნა მიღებული „,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 3 თებერვლის N7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- „,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 3 თებერვლის N7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 06.03.2017. მიმღები ორგანო — ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №13. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.105.016301.
- რამდენი მუხლისგან შედგება „,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 3 თებერვლის N7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 3 თებერვლის N7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 3 თებერვლის N7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.03.2017 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 3 თებერვლის N7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, №13, 06.03.2017, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.105.016301 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.03.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3599995/