ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სამედიცინო მომსახურეობა და ძვირადღირებული მედიკამენტებით დაფინანსების პროგრამისა და აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 06.03.2017
ძალის დაკარგვა 12.07.2018
გამომცემი ორგანო ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №12
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.105.016300
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/03/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავა | ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
დოკუმენტის ტექსტი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სამედიცინო მომსახურეობა და ძვირადღირებული მედიკამენტებით დაფინანსების პროგრამისა და აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამის დამტკიცების თაობაზე
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №12
2017 წლის 6 მარტი
ქ.ზუგდიდი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სამედიცინო მომსახურება და ძვირადღირებული მედიკამენტებით დაფინანსების პროგრამისა და აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სამედიცინო მომსახურება და ძვირადღირებული მედიკამენტებით დაფინანსების პროგრამა დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამა დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 17 იანვრის №6 დადგენილება.
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემაიზერ ნანავა
დარათი №1
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სამედიცინო მომსახურება და ძვირადღირებული მედიკამენტებით დაფინანსების პროგრამა
მუხლი 1🔗
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სამედიცინო მომსახურება და ძვირადღირებული მედიკამენტებით დაფინანსების პროგრამა (შემდგომში – ,,პროგრამა“), რომლის მიზანია დამტკიცდეს 2017 წლისათვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით.
მუხლი 2🔗
პროგრამა ვრცელდება წელიწადში ერთხელ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ადგილობრივ და დევნილ მოქალაქეებზე (შემდგომში ,,ბენეფიციარი“);
მუხლი 3🔗
სამედიცინო მომსახურება და ძვირადღირებული მედიკამენტებით დაფინანსების პროგრამა განისაზღვროს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი სამედიცინო მომსახურებით წელიწადში ერთხელ:
ა) კომპიუტერული და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, კორონაროგრაფია – ლიმიტი 500 (ხუთასი ) ლარი;
ა.ა) სოციალურად დაუცველი პირები (სარეიტინგო ქულა 65 000-ზე ნაკლები) –100 %;
ა.ბ) 0–18 წლამდე ასაკის ბავშვები – 100% ;
ა.გ) ონკოლოგიური ავადყოფები –100% ;
ა.დ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შემდგომში შშმ) პირები – 100%;
ა.ე) ყველა სხვა მოსარგებლისთვის – 50% .
ბ) ძვირადღირებული მედიკამენტები, რომელთა (ერთი კოლოფი) ღირებულება აღემატება 50 ლარს – ონკოლოგიური ავადმყოფებისთვის მაქსიმალური ლიმიტი – 500.00 (ხუთასი) ლარი, ყველა სხვა მოსარგებლისთვის მაქსიმალური ლიმიტი – 250.00 (ორას ორმოცდაათი) ლარი ; მოსარგებლეები:
ბ.ა) სოციალურად დაუცველი პირები (სარეიტინგო ქულა 65 000-ზე ნაკლები);
ბ.ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შემდგომში შშმ) პირები
ბ.გ) ონკოლოგიური ავადყოფები
ბ.დ) 0-18 წლამდე ასაკის ბავშვები
ბ.ე) ქრონიკული დაავადებების მქონე პირები (ბრონქიალური ასთმა, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, შაქრიანი დიაბეტი, გლაუკომა, გულის იშემიური დაავადება, ეპილეფსია, პარკინსონი)
გ) მედიკამენტების დაფინანსება ხანდაზმული (ქალები 60 წ., მამკაცები 65 წ.,) უმწეო (სარეიტინგო ქულა 65000-მდე) პენსიონერებისთვის – მაქსიმალური ლიმიტი 200.00 ლარი;
დ) ცერებრალური დამბლითა და დაუნის სინდრომით დაავადებულ 18 წლამდე ბავშვთა სარეაბილიტაციო მკურნალობა – ლიმიტი 500 (ხუთასი) ლარი;
ე) სტაციონარული სამედიცინო მომსახურეობა:
ე.ა) ოპერაციის დაფინანსება – ლიმიტი 2000 ლარი;
ე.ბ) 500 ლარის ოდენობით – 100%. 500 დან – 1000 ლარის ოდენობით -70 % – 1000 ლარზე ზემოთ-50 %.
ე.გ.) საყოველთაო და სადაზღვევო პაკეტის არ მქონე -50%;
ე.დ) ჯანდაცვის საყოველთაო პაკეტით გაუთვალისწინებელი -50%.
ვ) „C” ჰეპატიტის დიაგნოსტიკის თანადაფინანსების ქვეპროგრამა – ,,C” ჰეპატიტის დიაგნოსტიკა იმ პირებისთვის, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად დაცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს დაფინანსდეს დიაგნოსტიკის დადგენილი ღირებულების 30%– ით. ყველა სხვა მოსარგებლისთვის-50 %. მაქს. ლიმიტი –500 (ხუთასი) ლარი;
ზ) ფენილკეტონურიის და ცელიაკიით დაავადებული 0–18 წლამდე ასაკის ბავშვების სპეციალიზებული საკვებით უზრუნველყოფა (ლიმიტი–500 ლარი თვეში).
თ) ქიმიოთერაპია, რადიოთერაპია, სხივური თერაპიისა და ჰორმონოთერაპიის თანადაფინანსება – ლიმიტი 1000 (ათასი ლარი) მოსარგებლეები:
თ.ა) 0-18 წლამე ბავშვები;
თ.ბ) 60 წლის და ზემოთ ასაკის ქალების და 65 წლის და ზემოთ ასაკის მამაკაცების (პენსიონერი).
ი) ნეიოსენსორული ტიპის სმენის დაქვეითება მე-3, მე-4 ხარისხის (H 90.5) მქონე 0-18 წლამე სოციალურად დაუცველი ბავშვებისათვის (სარეიტინგო ქულა 65 000-ზე ნაკლები) რებილიტაცია და მკურნალობა - 500 (ხუთასი) ლარი.
მუხლი 4🔗
ბენეფიციარი, თვითონ/ან მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრი ან/და უფლებამოსილი პირი, რომელიც შეიძლება არ იყოს ოჯახის წევრი პროგრამით გათვალისწინებული დაფინანსების მისაღებად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარმოადგენს:
ა) განცხადებას;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის, დევნილის მოწმობის ქსეროასლს და რეგისტრაციის ბარათის;
გ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემულ სამედიცინო დოკუმენტაციას – ფორმა №100-ს;
დ) ანგარიშ-ფაქტურას;
ე) სოციალურად დაუცველის დამადასტურებელ მოწობას;
ვ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელ მოწმობას;
ზ) საყოველთაო ან/ სადაზღვევო დაფინანსების ფურცელს;
თ) ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის შუამდგომლობას.
მუხლი 5🔗
ამ დადგენილების საფუძველზე შეიქმნას კომისია, რომელიც კვირაში ერთხელ და გადაუდებელი შემთხვევის დროს რიგგარეშე იხილავს ბენეფიციართა განცხადებებს.
მუხლი 6🔗
სამედიცინო დაწესებულების მიერ წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურისა და ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად, კომისიის მიერ ამ პროგრამის მე-3 მუხლის შესაბამისად, თითოეულ ბენეფიციარზე ისაზღვრება დაფინანსების ოდენობა.
მუხლი 7🔗
კომისიის დასკვნა (რეკომენდაცია) წარედგინება გამგებელს რის საფუძველზეც გამგებლის მიერ ბენეფიციარზე გაიცემა საგარანტიო წერილი სამედიცინო დაწესებულებაში წარსადგენად.
მუხლი 8🔗
საგარანტიო წერილის „C” ჰეპატიტის დიაგნოსტიკის თანადაფინანსების ქვეპროგრამის მოქმედების ვადა განისაზღვროს 60 დღით. ქიმიოთერაპია, რადიოთერაპია, სხივურითერაპიისა და ქორმონოთერაპიის ვადა განისაზღვროს 70 დღით, ხოლო დანარჩენ სხვა სამედიცინო მომსახურეობაზე 45 დღით.
მუხლი 9🔗
ბენეფიციარი და სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარმოადგინოს ფინანსური დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება პაციენტის მიმართ გაწეული სამედიცინო მომსახურება. აღნიშნული დოკუმენტის საფუძველზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელდება სამედიცინო მომსახურების ღირებულების დაფინანსება შესაბამის სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე თანხის გადარიცხვის გზით.
მუხლი 10🔗
წარმოდგენილი ინფორმაციის სიზუსტეზე პასუხს აგებს დოკუმენტის გამცემი სამედიცინო დაწესებულება.
დანართი №2
აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამა
1. პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია აუტისტური სპექტრის აშლილობების (ასა) და ამ მხრივ რისკის მქონე ბავშვების მკურნალობა, სოციალური კომუნიკაციის ხელშეწყობა, ადაპტაციური უნარების განვითარება და მათი ოჯახების მხარდაჭერა.
2. პროგრამის ამოცანები
პროგრამის ამოცანებია სამიზნე ჯგუფში შემავალი ბავშვების კომუნიკაციური, ქცევითი და ვერბალური უნარების გაუმჯობესება, სოციალიზაციის ხელშეწყობა და მათი ოჯახების შესაბამისი ინფორმაციითა და მხარდაჭერით უზრუნველყოფა.
3.პროგრამის მოსარგებლეები და პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მოცულობა
პროგრამის მოსარგებლეები არიან 2 წლიდან 14 წლის ასაკის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც გააჩნიათ დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორის (ICD-10) განვითარების ზოგადი აშლილობების (F84.0- F84.9) ჯგუფის დიაგნოზი ძირითად დიაგნოზად:
ა) ბავშვთა აუტიზმი (F84.0);
ბ) ატიპური აუტიზმი (F84.1);
გ) რეტის სინდრომი (F84.2);
დ) ბავშვთა სხვა დეზინტეგრაციული აშლილობა (F84.3);
ე) ჰიპერაქტიური აშლილობა თანმხლები გონბრივი ჩამორჩენილობით და სტერეოტიპული მოძრაობებით (F84.4);
ვ) ასპერგერის სინდრომი (F84.5);
ზ) განვითარების სხვა პერვაზიული აშლილობა (F84.8);
თ) განვითარების პერვაზიული აშლილობა, დაუზუსტებელი (F84.9).
4. პროგრამით განსაზღვრულ სერვისებს წარმოადგენს:
ა) მიმწოდებლის მიერ აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა განვითარებისა და ადაპტური ფუნქციონირების დონის შეფასება და ინდივიდუალური განვითარების წლიური გეგმის შედგენა, წარდგენა განმახორციელებელთან, მისი განხორციელება და განახლება;
ბ) ბავშვის მოტორული, შემეცნებითი, სოციალური განვითარების, თვითმოვლის და დამოუკიდებლად ფუნქციონირების უნარების ჩამოყალიბების ხელშეწყობა. აღნიშნული ღონისძიება მოიცავს მულტიდისციპლინური გუნდის მინიმუმ ორი სპეციალისტის (ფსიქოლოგი, ფსიქიატრი, ნევროლოგი, ქცევითი თერაპევტი, ოკუპაციური თერაპევტი, ლოგოპედი, სპეციალური პედაგოგი და სხვა) მიერ მოსარგებლისათვის კომპლექსური თერაპიის თვეში არაუმეტეს 15 ინდივიდუალური სეანსის მიწოდებას, ინდივიდუალური განვითარების წლიური გეგმის შესაბამისად.
ბ.ა) პროგრამით განსაზღვრული თითოეული ინდივიდუალური სეანსის ხანგრძლივობა შეადგენს არანაკლებ 1 საათს;
ბ.ბ) მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მომზადება (მათ შორის, შესაბამისი უნარ-ჩვევების განვითარება და სპეციფიკური ზრუნვის სწავლება) და კონსულტირება ბავშვის განვითარების ინდივიდუალური გეგმის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით;
გ) მიმწოდებლის მიერ 6 თვეში ერთხელ მოსარგებლისათვის გაწეული თერაპიის შედეგების შეფასება/გადაფასება საერთაშორისოდ აღიარებული მეთოდოლოგიების გამოყენებით და ანგარიშის წარდგენა განმახორციელებლისათვის.
5.პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი
პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი შეიძლება იყოს რეგისტრირებული იურიდიული პირი, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:
1. აქვს პროგრამის სამიზნე ჯგუფის სერვისის განხორციელების სულ მცირე 6 თვის გამოცდილება;
2. უზრუნველყოფს შესაბამის სერვისს მულტიდისციპლინური გუნდი: ექიმი, ფსიქიატრი, ფსიქოლოგის, ქცევითი თერაპევტის, მეტყველების თერაპევტი, ფიზიკური თერაპევტი და სხვ. ამასთან, ქცევითი თერაპევტი არის ბავშვის ქცევითი აშლილობების მართვის უნარ-ჩვევების მქონე დიპლომირებული ან სერტიფიცირებული სპეციალისტი – ფსიქოლოგი, სპეციალური პედაგოგი ან სხვა, რომელსაც გავლილი აქვს გამოყენებითი ქცევითი ანალიზის ბაზისური მომზადება (ჩამოთვლილთაგან მინიმუმ ორი სპეციალისტის აუცილებლობით).
3. უზრუნველყოფილია შესაბამისი მატერალურ-ტექნიკური ბაზით.
6. მოსარგებლე პირების ჩართვა პროგრამაში
1. მოსარგებლეთა ჩართვა ხორციელდება მიმწოდებელთა პროგრამაში ჩართვისას და პროგრამაში ვაკანტური ადგილის გაჩენისას.
ა) მოსარგებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა №IV-100/ა), რომლის მოქმედების ვადა უნდა იყოს დოკუმენტაციის განმახორციელებელთან წარდგენის თარიღამდე არაუმეტეს 5 თვე და რომელშიც მითითებული უნდა იყოს პირის ძირითადი დიაგნოზი და დიაგნოსტიკისთვის აუცილებელი სულ მცირე ADOS ტესტირების შედეგი.
ბ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
გ) ვაკანტურ ადგილას პრიორიტეტულად ერთვება ჩართვის მომენტისათვის რიგში მყოფი ყველაზე მცირე ასაკის პირი.
2. მოსარგებლისათვის საგარანტიო წერილის ავტომატურ გაუქმებას იწვევს:
ა) მიმწოდებელთან გამოუცხადებლობა განმახორციელებლის მიერ გაცემული ქვეპროგრამაში ჩართვის წერილის ვალიდურობის თარიღამდე;
ბ) მოსარგებლის მიერ ინდივიდუალური წლიური გეგმით თვეში განსაზღვრული ვიზიტების რაოდენობის 20% და მეტის გამოუყენებლობა თვის მანძილზე, გარდა ,,გ“ პუნქტით გათლისწინებული შემთხვევებისა.
გ) საგარანტიო წერილის ავტომატურად გაუქმების მიზეზად არ ჩაითვლება შემთხვევა:
1. თუ დარღვევა გამოწვეულია მოსარგებლის ჯანმრთელობის მდგომარეობით და დასტურდება ანგარიშგებისას მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტაციით.
2. მოსარგებლის აქტიური სოციალური სტატუსის ხელშეწყობის (კურორტული დასვენება, კულტურული, შემეცნებითი და სპორტული გასვლები) მიზნით არაუმეტეს 1 თვის საგარანტიოს პროპორციული სეანსების გაცდენა წლის განმავლობაში.
3. დაწესებულების ფუნქციონირების დროებითი შეჩერების გამო მოსარგებლის მიერ საგარანტიოს გამოუყენებლობის შემთხვევაში.
7. ანგარიშგება
1. მომსახურების ერთეულს წარმოადგენს კომპლექსური თერაპიის მინიმუმ ერთსაათიანი ინდივიდუალური სეანსი, რომლის ღირებულება შეადგენს 21 ლარს.
2. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება ფინანსდება არამატერიალიზებული საგარანტიოს საშუალებით, ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს თვეში 315 ლარისა.
3. მიმწოდებელი ვალდებულია განმახორციებელს წარუდგინოს საანგარიშგებო დოკუმენტაცია არაუგვიანეს შესრულებული სამუშაოს თვის მომდევნო თვის 10 რიცხვისა.
4. ანგარიშგებისას მიმწოდებლის მიერ წარდგენილი უნდა იყოს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი, დადგენილი ფორმის შემთხვევათა რეესტრი, რომელსაც ამტკიცებს განმახორციელებელი.
5. განმახორციელებელი უფლებამოსილია დაგვიანებით წარდგენილი დოკუმენტაცია განიხილოს შემდეგი თვის დოკუმენტაციასთან ერთად. ამასთან, დაგვიანებით წარდგენილი დოკუმენტები არ განიხილება, თუ შესაბამისი პროგრამით განსაზღვრული პირობების გაწეული მომსახურების დასრულებიდან გასულია 3 საანგარიშგებო თვეზე მეტი.
6.შესრულებულ მომსახურებად უნდა ჩაითვალოს იმავე საანგარიშგებო თვეში პაციენტისათვის მიწოდებული მომსახურების მოცულობა.
7.პროგრამით გათვალისწინებული მომსახურებით (მ.შ. წლიური გეგმის შესაბამისად თერაპიული სეანსების მისაღებად თვეში 15 ვიზიტი) უზრუნველყოფა ხდება სრულად პროგრამისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, პაციენტის მხრიდან თანაგადახდის გარეშე.