„2011 წლის 1 მარტის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის დაფინანსების ჩარჩო ხელშეკრულების (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა)“ N2 ცვლილება

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1035
სარეგისტრაციო კოდი
480610000.03.030.016465
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/03/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

 
სესხი MFF No. 0055-GEO: ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა – ჩარჩო ხელშეკრულების №2 ცვლილება
1. საქართველოს („მსესხებელი”) და აზიის განვითარების ბანკს („ADB") შორის 2011 წლის 1 მარტს ხელმოწერილი „ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის („საინვესტიციო პროგრამა”) (MFF) დაფინანსების ჩარჩო ხელშეკრულებასთან (FFA-ში დღემდე შეტანილი ცვლილებებით)  დაკავშირებით გაცნობებთ, რომ ყველა აქ გამოყენებულ, მაგრამ არაგანმარტებულ პირობას აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც დაფინანსების ჩარჩო-ხელშეკრულებაში, თუ კონტექსტი სხვაგვარად არ მოითხოვს.
2. ADB-მა დაამტკიცა ცვლილება MFF-ში, მათ შორის რათა მის ფარგლებში დასაფინანსებელი ქალაქების დაფინანსება გავრცელდეს საქართველოს ყველა საშუალო ზომის ქალაქზე, რომლებით საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულია ეკონომიკური განვითარების პოლიტიკის შესაბამისად (თავდაპირველად MFF-ის ფარგლებში დასაფინანსებელ 6 საშუალო ზომის ქალაქზე დამატებით). ამ ცვლილების ძალაში შესვლისთვის,  ADB გთავაზობთ FFA შეიცვალოს შემდეგნაირად:
(ა) საინვესტიციო პროგრამის ნაწილში, პარაგრაფში (ა) მითითება „7 საშუალო ზომის ქალაქი” შეიცვალოს მითითებით „მთავრობის მიერ ეკონომიკური განვითარების პოლიტიკის შესაბამისად განსაზღვრული საშუალო ზომის ქალაქები ”;
(ბ) დანართი 1-ის პარაგრაფი 17 უნდა შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
„პროგრამა დააფინანსებს ფიზიკურ ინვესტიციებს ყველა საშუალო ზომის ქალაქში, რომლებიც განისაზღვრა მთავრობის მიერ ეკონომიკური განვითარების პოლიტიკის შესაბამისად. პროგრამით დაფინანსებული არაფიზიკური ინვესტიციები  და UWSCG-სთვის საოფისე ნაგებობის მშენებლობა ხელს შეუწყობს მომსახურე ორგანიზაციების (UWSCG) შესაძლებლობების განვითარებას მომსახურების გაწევასთან მიმართებაში, და მარეგულირებელი ორგანოების (GNEWSRC, MEPNR და MA) შესაძლებლობების განვითარებას მომსახურების რეგულირებასთან მიმართებაში, რათა უზრუნველყოს ინვესტიციების გრძელვადიანი მდგრადობა.”
(გ) დანართი 1-ის მე-18 პარაგრაფი უნდა შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
„საინვესტიციო პროგრამა მხარს დაუჭერს SDP-ის განხორციელებას, რათა გაუმჯობესდეს ეკონომიკური განვითარების პოლიტიკის შესაბამისად მთავრობის მიერ განსაზღვრული საშუალო ზომის ქალაქების მოსახლეობის ჯანდაცვა და ამაღლდეს მომსახურების გამწევი ორგანიზაციებისა და მომსახურების გაწევის მარეგულირებელი ორგანიზაციების ინსტიტუციური ეფექტიანობა. საინვესტიციო პროგრამის შედეგი იქნება  წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ქსელის მომსახურების გაუმჯობესება აღნიშნულ საშუალო ზომის ქალაქებში. იგი დააფინანსებს ფიზიკურ და არაფიზიკურ ინტერვენციებს შემდეგ კომპონენტებში: 
(i) კომპონენტი1: ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება (ფიზიკური) 
(ii) კომპონენტი 2: ინსტიტუციური ეფექტიანობა (ფიზიკური და არაფიზიკური) 
(iii) კომპონენტი 3: პროექტის განხორციელების დაფინანსება (არაფიზიკური).”
3. გარდა ზემოაღნიშნული ცვლილებებისა, FFA არ იცვლება.
4. ინფორმაციის გასაჯაროებასა და გაცვლასთან დაკავშირებით ADB-ს საჯარო კომუნიკაციის პოლიტიკის (PCP) შესაბამისად, FFA-ის ცვლილებებები უნდა განთავსებულ იქნეს  ADB-ის ვებგვერდზე ცვლილებების ძალაში შესვლიდან 2 კვირის განმავლობაში მას შემდეგ რაც ამოღებული იქნება ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც განეკუთვნება PCP-ის გამონაკლისებს, როგორც ეს განმარტებულია მსესხებლის მიერ.
5. გთხოვთ გამოხატოთ მსესხებლის თანხმობა წერილ-შეთანხმების მე-2 პარაგრაფში მოცემულ ცვლილებებზე და პირობებზე აღნიშნული წერილი-შეთანხმების ორი ორიგინალის ხელმოწერით ხელმოწერისთვის განკუთვნილ ადგილზე. გთხოვთ ერთი ხელმოწერილი ორიგინალი დაიტოვოთ, ხოლო მეორე დაუბრუნოთ ADB-ს. 
6. შემოთავაზებული ცვლილებები ეფექტური გახდება იმ თარიღიდან, როცა ADB მიიღებს საქართველოს მთავრობისგან შეტყობინებას წინამდებარე წერილ-შეთანხმების ძალაში შესვლისთვის საჭირო სამართლებრივი პროცედურების დასრულებასთან დაკავშირებით.

  

 შონ მ. ოსალივანი
გენერალური დირექტორი
ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტი
 
ა. მისაღებია და ვეთანხმებით.
ბ. ვადასტურებთ, რომ FFA-ის ცვლილებები არ შეიცავს ინფორმაციას, რომელიც განეკუთვნება PCP-ის გამონაკლისებს.
 
 
საქართველოს სახელით
 
__________________________
სახელი: ნოდარ ხადური
თანამდებობა: ფინანსთა მინისტრი
თარიღი: 15.11.2016