1. კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრება 620 000 ლარით.
2. ამ დანართის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების შესაბამისი მომსახურების მიმწოდებელი მობილური ჯგუფები ფინანსდებიან გლობალური ბიუჯეტის პრინციპით. ერთი მობილური ჯგუფის მომსახურებისთვის თვეში ასანაზღაურებელი თანხა შეადგენს 3 300 ლარს, რომელიც მიმწოდებელს აუნაზღაურდება მომსახურების მიწოდების შემდეგი თვის 10 რიცხვამდე. ამასთან, მობილური ჯგუფის მომსახურების ანაზღაურების აუცილებელი პირობაა მიმწოდებლის მიერ არაუგვიანეს მიწოდების თვის მომდევნო თვის 5 რიცხვამდე სააგენტოში ანგარიშის წარდგენა, სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის მიხედვით.
3. ამ დანართის მე-2 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ღონისძიებების შესაბამისი მომსახურების ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება არამატერიალიზებული ვაუჩერი. ვაუჩერზე თვეში ასანაზღაურებელი თანხა, დღის ცენტრის და თავშესაფრის შემთხვევაში, გაიანგარიშება დღიური დაფინანსების ოდენობის ნამრავლით მომსახურების მიღების თვეში ბენეფიციარის მიერ მიღებული მომსახურების დღეების რაოდენობაზე. ვაუჩერი ანაზღაურებას ექვემდებარება არაუგვიანეს მომსახურების გაწევის მომდევნო თვის ბოლომდე. ამასთან, მიმწოდებელი ვალდებულია, არაუგვიანეს მომსახურების გაწევის მომდევნო თვის 10 რიცხვის ჩათვლით, სააგენტოს წარუდგინოს მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლისა და უფლებამოსილი უფროსი სოციალური მუშაკის მიერ ხელმოწერილი, დათარიღებული და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტი, რომელშიც ასახულია მონაცემები მომსახურების თვეში დაწესებულების მომსახურებით მოსარგებლე ბენეფიციართა რაოდენობის შესახებ. დოკუმენტის ფორმას განსაზღვრავს სააგენტო.
4. ამ დანართის მე-2 მუხლით განსაზღვრული ღონისძიებების შესაბამისი მომსახურებისთვის ერთ ბენეფიციარზე გათვალისწინებული დღიური ანაზღაურების ოდენობა შეადგენს:
ა) დღის ცენტრის მომსახურების შემთხვევაში – 9 ლარს;
ბ) თავშესაფრის მომსახურების შემთხვევაში – 20 ლარს.
ამასთან, მომსახურების თვეში შეუვსებელი, ლიმიტით განსაზღვრული ადგილები დღის ცენტრში ანაზღაურდება დღეში 5 ლარით, თავშესაფარში – დღეში 10 ლარით, მაგრამ არაუმეტეს შესაბამისი მომსახურების ლიმიტით განსაზღვრული ადგილების 50%-ისა. ამავდროულად, მიმწოდებლის მიერ მიწოდებული მომსახურებისთვის დღეში ასანაზღაურებელი თანხა არ უნდა აღემატებოდეს ქ. თბილისში მოქმედ თითოეულ თავშესაფრში – არაუმეტეს 15 და დღის ცენტრში – არა უმეტეს 20 ბენეფიციარის მომსახურებისთვის განკუთვნილი თანხის ოდენობას, ქ. ქუთაისში მოქმედ თითოეულ თავშესაფრში – არაუმეტეს 10 და დღის ცენტრში – არა უმეტს 20 ბენეფიციარის მომსახურებისთვის განკუთვნილი თანხის ოდენობას, ქ. რუსთავში მოქმედ თითოეულ თავშესაფრში – არაუმეტეს 10 და დღის ცენტრში – არა უმეტს 20 ბენეფიციარის მომსახურებისთვის განკუთვნილი თანხის ოდენობას.
5. ქვეპროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების დაფინანსების აუცილებელი პირობა შეიძლება იყოს მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ყოველთვიურად სააგენტოში წარდგენა სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ფორმი