1. ამ დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონლისა და მომსახურების მიმწოდებელია პირი, რომელთანაც სააგენტოს დადებული აქვს ხელშეკრულება, კომპონენტით გათვალისწინებული საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ.

2. ამ დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია ასევე:

ა) ა(ა)იპ – სმენადარღვეულ  ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ფონდი აი ია (ყოფილი ა(ა)იპ – საქველმოქმედო ფონდი „პირველი თაობა“) (ს/კ: 404494935) და  ა(ა)იპ –   სმენადი (ს/კ: 405139906) სამინისტროსთან დადებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმით განსაზღვრული პირობების  შესაბამისად;

ბ) პირი, რომელიც რეგისტრირებულია სააგენტოში ამ მომსახურების მიმწოდებლად.

3.  ამ დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის  „ა“ ქვეპუნქტით   გათვალისწინებული მომსახურების უწყვეტობის მიზნით, ელექტრონული   ტენდერის პროცედურების   დასრულებამდე და  „სახელმწიფო შესყიდვების  შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით შესაბამისი მიმწოდებლის  გამოვლენამდე,  სააგენტომ უზრუნველყოს ხელშეკრულების  გაგრძელება/გაფორმება  იმავე მიმწოდებელთან,  რომელიც ამ  მომსახურებას ახორციელებდა  საქართველოს   მთავრობის 2016 წლის პროგრამის ფარგლებში  გაფორმებული  ხელშეკრულების  შესაბამისად. ამასთანავე,  ხელშეკრულების  ღირებულების  ყოველთვიური მოცულობა  განისაზღვროს არაუმეტეს 15 000  ლარით