„საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ფარმაკოპეის კომიტეტისა და ფარმაკოლოგიის კომიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით საქმიანობის შეწყვეტისა და „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სისტემაში საჯარო სამართლის იურიდიული პირების ჩომოყალიბების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 8 აპრილის №136 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
ძალადაკარგული
გამოქვეყნების წყარო
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №376

2004 წლის 9 სექტემბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ფარმაკოპეის კომიტეტისა და ფარმაკოლოგიის კომიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით საქმიანობის შეწყვეტისა და „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სისტემაში საჯარო სამართლის იურიდიული პირების ჩ ა მოყალიბების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 8 აპრილის №136 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15, მე-16 და მე-17 მუხლების შესაბამისად:

1. შეუწყდეთ უფლებამოსილება საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ფარმაკოპეის კომიტეტსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ფარმაკოლოგიის კომიტეტს.

2. „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სისტემაში საჯარო სამართლის იურიდიული პირების ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 8 აპრილის №136 ბრძანებულების პირველი და მე-2 პუნქტებიდან ამოღებულ იქნეს „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტები.

3. დაევალოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (ლ. ჭიპაშვილი) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ფარმაკოპეის კომიტეტისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ფარმაკოლოგიის კომიტეტის სალიკვიდაციო ღონისძიებათა ორგანიზაციული უზრუნველყოფისათვის კომისიის შექმნა, რომელიც თავის საქმიანობას განახორციელებს დაკისრებული ამოცანების შესრულებამდე, მაგრამ არა უგვიანეს 2004 წლის 15 ოქტომბრისა.

4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ზ. ნოღაიდელი) უზრუნველყოს საჯარო სამარ თ ლის იურიდიული პირის – ფარმაკოპეის კომიტეტისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ფარმაკოლოგიის კომიტეტის სალიკვიდაციო ბალანსისა და დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებების და მ ტკიცება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. ამ ბრძ ა ნებულების პირველი და მე-2 პუნქტები ამოქმედდეს 2004 წლის 15 ოქტომბრიდან.

მ. სააკაშვილი