საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ - იუსტიციის სახლის, სსიპ - საქართველოს ეროვნული არქივის, სსიპ - საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის, სსიპ - საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს, სსიპ - სმართ ლოჯიქისა და სსიპ - საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2017 წლის ბიუჯეტების, საშტატო ნუსხებისა და სახელფასო ფონდების საქართველოს მთავრობასთან შეთანხმების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№358
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.023232
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/03/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №358

2017 წლის 27 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – იუსტიციის სახლის, სსიპ – საქართველოს ეროვნული არქივის, სსიპ – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის, სსიპ - საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს, სსიპ – სმართ ლოჯიქისა და სსიპ – საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2017 წლის ბიუჯეტების, საშტატო ნუსხებისა და სახელფასო ფონდების საქართველოს მთავრობასთან შეთანხმების თაობაზე

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის შეთანხმების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის №726 დადგენილების საფუძველზე, შეთანხმებულ იქნეს სსიპ – იუსტიციის სახლის (დანართი №1), სსიპ – საქართველოს ეროვნული არქივის (დანართი №2), სსიპ – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის (დანართი №3), სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს (დანართი №4), სსიპ – სმართ ლოჯიქისა (დანართი №5) და სსიპ – საქართველოს ნოტარიუსთა პალატის (დანართი №6) 2017 წლის ბიუჯეტები, საშტატო ნუსხები და სახელფასო ფონდები.

2. განკარგულება გავრცელდეს 2017 წლის 1 თებერვლიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                          გიორგი კვირიკაშვილი