შპს ,,ბლექ სი ინვესტი”- ს კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
№2/61
საოქმო განჩინება
(ამონარიდი სხდომის ოქმიდან)
2017 წლის 27 თებერვალი
ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
კრების თავმჯდომარე: გენადი მაკარიძე (გაკოტრების მოსამართლე)
კრების მდივანი: ნოდარ გიორგიძე
1. მეურვე − სსიპ− აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელი − მიხეილ ლომთაძე.
2. მოვალე − შპს „ბლექ სი ინვესტის“ დირექტორი როლანდ ჩანტლაძე; წარმომადგენელი დავით ლომოური .
3. კრედიტორები − სსიპ −შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელი მადონა გეწაძე, შპს „ანაგის“ წარმომადგენელი თეონა ტუღუში, ხათუნა მამასახლისი, ელგუჯა გუგუშვილის წარმომადგენელი ეკატერინე გუგუშვილი.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7, მე-8, მე-17, 27-ე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ბლექ სი ინვესტის“ კრედიტორთა კრება გადაიდოს და მოწვეულ იქნეს 2017 წლის 11 აპრილს 14:00 საათზე შემდეგი დღის წესრიგით:
ა) კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება, რეესტრის დამტკიცება და მომრიგებელი საბჭოს საკითხის განხილვა;
2. კრედიტორთა კრება შედგება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქალაქი ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11 მესამე სართული, სხდომის დარბაზი №3).
3.განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში, სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე www.geocourts.ge.
4. განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის. : ქ. ქუთაისი , კუპრაძის№11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.
კრების თავმჯდომარე გენადი მაკარიძე
კრების მდივანი ნოდარ გიორგიძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „შპს ,,ბლექ სი ინვესტი”- ს კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“?
- დიახ, სასამართლოს აქტები „შპს ,,ბლექ სი ინვესტი”- ს კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.02.2017.
- როდის იქნა მიღებული „შპს ,,ბლექ სი ინვესტი”- ს კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“?
- „შპს ,,ბლექ სი ინვესტი”- ს კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“ მიღებულია 27.02.2017. მიმღები ორგანო — ქუთაისის საქალაქო სასამართლო. დოკუმენტის ნომერი — №2/61.
- სად არის „შპს ,,ბლექ სი ინვესტი”- ს კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.02.2017 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
სასამართლოს აქტები „შპს ,,ბლექ სი ინვესტი”- ს კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“, №2/61, 27.02.2017 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.02.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3602649/