საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მინისტრის ბრძანება მოქმედი
მიღების თარიღი 10.03.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №39/ნ
სარეგისტრაციო კოდი 48/018000.22.022.017293
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/03/2017
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.03.2017 მიღება
📜 ცვლილებების ისტორია (2)
შეცვლილია შემდეგი აქტებით
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციაში (დეპარტამენტი) ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსისა და უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცებისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 31 ოქტომბრის N166/ნ ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება
№39/ნ
2017 წლის 10 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობების დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 6 აპრილის №32/ნ ბრძანება (www.matsne.gov.ge, 07/04/2015, სარეგისტრაციო კოდი:480180000.22.022.016938).
მუხლი 3🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიალექსანდრე ჯეჯელავა
დანართი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
1.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის (შემდგომში – საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი) უფროსი:
1.1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.
1.2. საზოგადოებასთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება: მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში, ჟურნალისტიკისა და მედიამენეჯმენტის სფეროში მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება;
გ) მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;
დ) ინგლისური ენის ძალიან კარგად ცოდნა;
ე) კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; Microsoft Office PowerPoint; Microsoft Office Outlook) კარგად ცოდნა;
1.3. საზოგადოებასთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებს სასურველია ჰქონდეთ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ჟურნალისტიკის სპეციალობით, საზოგადოებასთან ურთიერთობის ან მედიამენეჯმენტის სპეციალიზაციით.
1.4. საზოგადოებასთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
დ) „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილება;
ე) „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 31 ოქტომბრის №167/ნ ბრძანება.
2.
საზოგადოებასთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:
2.1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.
2.2. საზოგადოებასთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება: ბაკალავრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში, ჟურნალისტიკის ან მედიამენეჯმენტის სფეროში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;
გ) მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;
დ) ინგლისური ენის კარგად ცოდნა;
ე) კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; Microsoft Office PowerPoint; Microsoft Office Outlook) კარგად ცოდნა;
2.3. საზოგადოებასთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებს სასურველია ჰქონდეთ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ჟურნალისტიკის სპეციალობით, საზოგადოებასთან ურთიერთობის ან მედიამენეჯმენტის სპეციალიზაციით.
2.4. საზოგადოებასთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
დ) „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილება;
ე) „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 31 ოქტომბრის №167/ნ ბრძანება.
3.
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი (შემდგომში – მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი):
3.1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.
3.2. მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება: ბაკალავრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ) სამუშაო გამოცდილება: არანაკლებ 5 წელი;
გ) მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
დ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; Microsoft Office PowerPoint; Microsoft Office Outlook) კარგად ცოდნა;
3.3. მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებს სასურველია ჰქონდეთ:
ა) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ) საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება;
გ) საზოგადოებასთან ურთიერთობის (PR) სფეროში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება.
დ) ინგლისური ენის კარგი ცოდნა.
3.4. მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;
გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
დ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ე) „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილება;
ვ) „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 31 ოქტომბრის №167/ნ ბრძანება.
4.
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი (შემდგომში – მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი):
4.1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.
4.2. მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება: ბაკალავრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ) სამუშაო გამოცდილება: არანაკლებ 2 წელი;
გ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; Microsoft Office PowerPoint; Microsoft Office Outlook) კარგად ცოდნა;
4.3. მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებს სასურველია ჰქონდეთ:
ა) საზოგადოებასთან ურთიერთობის (PR) სფეროში მუშაობის გამოცდილება;
ბ) ინგლისური ენის ცოდნა.
4.4. მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;
გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
დ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ე) „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილება;
ვ) „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 31 ოქტომბრის №167/ნ ბრძანება.
5.
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მოქალაქეებთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი (შემდგომში – მოქალაქეებთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი):
5.1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.
5.2 მოქალაქეებთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება: ბაკალავრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ) სამუშაო გამოცდილება: არანაკლებ 5 წელი;
გ) მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
დ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; Microsoft Office PowerPoint; Microsoft Office Outlook) კარგად ცოდნა;
5.3. მოქალაქეებთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებს სასურველია ჰქონდეთ:
ა) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ) საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება;
გ) ინგლისური ენის ცოდნა.
5.4. მოქალაქეებთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
დ) „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილება;
ე) „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 31 ოქტომბრის №167/ნ ბრძანება.
6.
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მოქალაქეებთან ურთიერთობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი (შემდგომში – მოქალაქეებთან ურთიერთობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი):
6.1 კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.
6.2. მოქალაქეებთან ურთიერთობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება: ბაკალავრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ) სამუშაო გამოცდილება: არანაკლებ 2 წელი;
გ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; Microsoft Office PowerPoint; Microsoft Office Outlook) კარგად ცოდნა;
6.3. მოქალაქეებთან ურთიერთობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.
6.4. მოქალაქეებთან ურთიერთობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: