📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სტრატეგიული დაგეგმვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 10.03.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №37/ნ
სარეგისტრაციო კოდი 480180000.22.022.017291
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/03/2017
matsne.gov.ge 1,902 სიტყვა · ~10 წთ
📜 ცვლილებების ისტორია (3)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 93% 23.07.2015 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 91% 10.03.2017 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცებისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 31 ოქტომბრის N166/ნ ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 91% 31.07.2015 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსისა და უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 90% 18.12.2014 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება 88% 31.05.2017

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სტრატეგიული დაგეგმვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №37/ნ 2017 წლის 10 მარტი ქ. თბილისი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სტრატეგიული დაგეგმვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სტრატეგიული დაგეგმვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 17 აპრილის №37/ნ ბრძანება (www.matsne.gov.ge, 20/04/2015, სარეგისტრაციო კოდი: 480180000.22.022.016943). მუხლი 3🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიალექსანდრე ჯეჯელავა დანართი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სტრატეგიული დაგეგმვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები 1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სტრატეგიული დაგეგმვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის (შემდგომში – სტრატეგიული დაგეგმვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი) უფროსი: 1.1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას. 1.2. სტრატეგიული დაგეგმვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება საერთაშორისო ურთიერთობების, სამართალმცოდნეობის სპეციალობით, სოციალური ან ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით; ბ) საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება; გ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გამოცდილება; დ) მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება; ე) ინგლისური ენის სრულყოფილად ფლობა; ვ) კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook) კარგად ცოდნა. 1.3. სტრატეგიული დაგეგმვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის სასურველია: ა) სხვა რომელიმე უცხო ენის ცოდნა (რუსული, გერმანული, ფრანგული ა.შ.); ბ) განათლებისა და მეცნიერებაზე პასუხისმგებელი ევროკავშირის/ევროსაბჭოს, გაეროს სააგენტოების და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების სტრუქტურული ერთეულების და მათი პროგრამების სპეციფიკის ცოდნა; გ) განათლებისა და მეცნიერების სფეროში მოქმედი ძირითადი საერთაშორისო მრავალმხრივი ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების ცოდნა, რომლებშიც საქართველო ხელშემკვრელი მხარეა; დ) განათლებისა და მეცნიერების სფეროში საქართველოს მთავრობის ძირითადი პოლიტიკური დოკუმენტების და სტრატეგიების ცოდნა. 1.4. სტრატეგიული დაგეგმვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“; გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ე) საქართველოს კანონი „საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“; ვ) საქართველოს კანონი „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“; ზ) საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“; თ) საქართველოს კანონი „პროფესიული განათლების შესახებ“; ი) საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“; კ) საქართველოს კანონი „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“; ლ) „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილება; მ) „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების“ რატიფიცირების თაობაზე საქართველოს პარლამენტის 2014 წლის 18 ივლისის  № 2495-რს დადგენილება – განათლებისა და მეცნიერების ნაწილი. 2. სტრატეგიული დაგეგმვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე: 2.1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას. 2.2. სტრატეგიული დაგეგმვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება საერთაშორისო ურთიერთობების, სამართალმცოდნეობის სპეციალობით, სოციალური ან ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით; ბ) საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში მუშაობის არანაკლებ 4-წლიანი გამოცდილება; გ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გამოცდილება; დ) მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება; ე) ინგლისური ენის სრულყოფილად ფლობა; ვ) კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook) კარგად  ცოდნა. 2.3. სტრატეგიული დაგეგმვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის სასურველია: ა) სხვა რომელიმე უცხო ენის ცოდნა (რუსული, გერმანული, ფრანგული ა.შ.); ბ) განათლებისა და მეცნიერებაზე პასუხისმგებელი ევროკავშირის/ევროსაბჭოს, გაეროს სააგენტოებისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების სტრუქტურული ერთეულების და მათი პროგრამების სპეციფიკის ცოდნა; გ) განათლებისა და მეცნიერების სფეროში მოქმედი საერთაშორისო მრავალმხრივი ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების ცოდნა, რომლებშიც საქართველო ხელშემკვრელი მხარეა; დ) განათლებისა და მეცნიერების სფეროში საქართველოს მთავრობის ძირითადი პოლიტიკური დოკუმენტების და სტრატეგიების ცოდნა. 2.4. სტრატეგიული დაგეგმვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“; გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ე) საქართველოს კანონი „საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“; ვ) საქართველოს კანონი „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“; ზ) საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“; თ) საქართველოს კანონი „პროფესიული განათლების შესახებ“; ი) საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“; კ) საქართველოს კანონი „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“; ლ) „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილება; მ) „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების“ რატიფიცირების თაობაზე საქართველოს პარლამენტის 2014 წლის 18 ივლისის  № 2495-რს დადგენილება – განათლებისა და მეცნიერების ნაწილი. 3. სტრატეგიული დაგეგმვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის პოლიტიკის დაგეგმვისა და ევროკავშირთან ინტეგრაციის სამმართველოს (შემდგომში – პოლიტიკის დაგეგმვისა და ევროკავშირთან ინტეგრაციის სამმართველო) უფროსი: 3.1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას. 3.2. პოლიტიკის დაგეგმვისა და ევროკავშირთან ინტეგრაციის  სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება საერთაშორისო ურთიერთობების, სამართალმცოდნეობის სპეციალობით, სოციალური ან ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით; ბ) საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება; გ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გამოცდილება; დ) ინგლისური ენის სრულყოფილად ფლობა; ე) კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook) კარგად  ცოდნა. 3.3. პოლიტიკის დაგეგმვისა და ევროკავშირთან ინტეგრაციის  სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის სასურველია: ა) მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ბ) პოლიტიკის დოკუმენტებზე მუშაობის გამოცდილება; გ) სხვა რომელიმე უცხო ენის ცოდნა (რუსული, გერმანული, ფრანგული ა.შ.); დ) განათლებისა და მეცნიერებაზე პასუხისმგებელი ევროკავშირის/ევროსაბჭოს, გაეროს სააგენტოების და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების სტრუქტურული  ერთეულების და მათი პროგრამების სპეციფიკის ცოდნა; ე) განათლებისა და მეცნიერების სფეროში საქართველოს მთავრობის ძირითადი პოლიტიკური დოკუმენტების და სტრატეგიების ცოდნა. 3.4. პოლიტიკის დაგეგმვისა და ევროკავშირთან ინტეგრაციის სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“; გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ე) საქართველოს კანონი „საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“; ვ) საქართველოს კანონი „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“; ზ) საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“; თ) საქართველოს კანონი „პროფესიული განათლების შესახებ“; ი) საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“; კ) საქართველოს კანონი „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“; ლ) „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილება; მ) „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების“ რატიფიცირების თაობაზე საქართველოს პარლამენტის 2014 წლის 18 ივლისის  № 2495-რს დადგენილება – განათლებისა და მეცნიერების ნაწილი. 4. პოლიტიკის დაგეგმვისა და ევროკავშირთან ინტეგრაციის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი: 4.1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას. 4.2. პოლიტიკის დაგეგმვისა და ევროკავშირთან ინტეგრაციის სამმართველოს  მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება საერთაშორისო ურთიერთობების, სამართალმცოდნეობის სპეციალობით, სოციალური ან ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით; ბ) სამუშაო გამოცდილება: არანაკლებ 1 წელი; გ) ინგლისური ენის სრულყოფილად ფლობა; დ) კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook) კარგად ცოდნა. 4.3. პოლიტიკის დაგეგმვისა და ევროკავშირთან ინტეგრაციის სამმართველოს  მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის სასურველია: ა) საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში მუშაობის გამოცდილება; ბ) სხვა რომელიმე უცხო ენის ცოდნა (რუსული, გერმანული, ფრანგული ა.შ.); გ) განათლებისა და მეცნიერებაზე პასუხისმგებელი ევროკავშირის/ევროსაბჭოს სტრუქტურული  ერთეულების და მათი პროგრამების სპეციფიკის ცოდნა; დ)  განათლებისა და მეცნიერების სფეროში მოქმედი საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების ცოდნა, რომლებშიც საქართველო ხელშემკვრელი მხარეა; ე) განათლებისა და მეცნიერების სფეროში საქართველოს მთავრობის ძირითადი პოლიტიკური დოკუმენტების და სტრატეგიების ცოდნა. 4.4. პოლიტიკის დაგეგმვისა და ევროკავშირთან ინტეგრაციის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; გ) საქართველოს კანონი „საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“; დ) საქართველოს კანონი „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“; ე) საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“; ვ) საქართველოს კანონი „პროფესიული განათლების შესახებ“; ზ) საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“; თ) საქართველოს კანონი „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“; ი) „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილება; კ) „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების“ რატიფიცირების თაობაზე საქართველოს პარლამენტის 2014 წლის 18 ივლისის  № 2495-რს დადგენილება – განათლებისა და მეცნიერების ნაწილი. 5. სტრატეგიული დაგეგმვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების სამმართველოს (შემდგომში – საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების სამმართველო) უფროსი: 5.1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას. 5.2 საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება; ბ) საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება; გ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გამოცდილება; დ) ინგლისური ენის სრულყოფილად ფლობა; ე) კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook) კარგად ცოდნა. 5.3. საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის სასურველია: ა) მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ბ) სხვა რომელიმე უცხო ენის ცოდნა (რუსული, გერმანული, ფრანგული ა.შ.); გ) განათლებისა და მეცნიერებაზე პასუხისმგებელი ევროკავშირის/ევროსაბჭოს, გაეროს სააგენტოების და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების სტრუქტურული ერთეულების და მათი პროგრამების სპეციფიკის ცოდნა; დ) განათლებისა და მეცნიერების სფეროში საქართველოს მთავრობის ძირითადი პოლიტიკური დოკუმენტების და სტრატეგიების ცოდნა. 5.4. საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“; გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ე) საქართველოს კანონი „საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“; ვ) საქართველოს კანონი „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“; ზ) საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“; თ) საქართველოს კანონი „პროფესიული განათლების შესახებ“; ი) საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“; კ) საქართველოს კანონი „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“; ლ) „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილება. 6. საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი: 6.1 კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას. 6.2. საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება საერთაშორისო ურთიერთობების, სამართალმცოდნეობის სპეციალობით, სოციალური ან ჰუმანიტარული მეცნიერების მიმართულებით; ბ) სამუშაო გამოცდილება: არანაკლებ 1 წელი; გ) ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა; დ) კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook) კარგად ცოდნა. 6.3. საერთაშორისო ურთიერთობებისა და  პროგრამების სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის სასურველია: ა) სხვა რომელიმე უცხო ენის ცოდნა (რუსული, გერმანული, ფრანგული ა.შ.); ბ) საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში მუშაობის გამოცდილება; გ) განათლებისა და მეცნიერების სფეროში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციების სტრუქტურული  ერთეულების და მათი პროგრამების სპეციფიკის ცოდნა; დ) განათლებისა და მეცნიერების სფეროში საქართველოს მთავრობის ძირითადი პოლიტიკური დოკუმენტების და სტრატეგიების ცოდნა. 6.4. საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“; გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ე) საქართველოს კანონი „საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“; ვ) საქართველოს კანონი „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“; ზ) საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“; თ) საქართველოს კანონი „პროფესიული განათლების შესახებ“; ი) საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“; კ) საქართველოს კანონი „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“; ლ) „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილება.