ტექნიკური რეგლამენტის – რადიოაქტიური ნარჩენების საცავის უსაფრთხოების შეფასებისადმი ძირითადი მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 10.03.2017
ძალის დაკარგვა 21.11.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №123
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.019832
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/03/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,022 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.03.2017 მიღება
21.11.2023 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ტექნიკური რეგლამენტის – რადიოაქტიური ნარჩენების საცავის უსაფრთხოების შეფასებისადმი ძირითადი მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №123 2017 წლის 10 მარტი    ქ. თბილისი ტექნიკური რეგლამენტის – რადიოაქტიური ნარჩენების საცავის უსაფრთხოების შეფასებისადმი ძირითადი მოთხოვნების დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული ტექნიკური რეგლამენტი –   „რადიოაქტიური ნარჩენების საცავის უსაფრთხოების შეფასებისადმი ძირითადი მოთხოვნები“. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი   ტექნიკური რეგლამენტი რადიოაქტიური ნარჩენების საცავის უსაფრთხოების შეფასებისადმი ძირითადი მოთხოვნები მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო 1.  წინამდებარე ტექნიკური რეგლამენტი შემუშავებულია „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ და „რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ“ საქართველოს კანონების, „ტექნიკური რეგლამენტის – „რადიოაქტიური ნარჩენებისადმი მოპყრობის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 აპრილის №189 დადგენილებისა და ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში მოქმედი ეროვნული და საერთაშორისო მოთხოვნებისა და ნორმების შესაბამისად. 2. ტექნიკური რეგლამენტი ადგენს ძირითად მოთხოვნებს რადიოაქტიური ნარჩენების საცავის უსაფრთხოების შეფასებისადმი. 3. ტექნიკური რეგლამენტის მოქმედება ვრცელდება საქართველოში არსებულ რადიოაქტიური ნარჩენების საცავზე, რომელიც, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, განეკუთვნება მაღალი რადიაციული რისკის ობიექტს. 4. ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი ნორმები და მოთხოვნები სავალდებულოა შესასრულებლად იმ პირთათვის, რომლებიც ახორციელებენ რადიოაქტიური ნარჩენების საცავის ოპერირებას. მუხლი 2🔗. ტექნიკური რეგლამენტის მიზანი ტექნიკური რეგლამენტის მიზანია რადიოაქტიური ნარჩენების საცავის უსაფრთხოების შეფასების ძირითადი მოთხოვნების დადგენა უსაფრთხოების შეფასების სრულყოფილად ჩასატარებლად. მუხლი 3🔗. ტექნიკურ რეგლამენტში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება 1. ალბათური მეთოდი − ანალიზის მეთოდი, რომლის დროს განიხილება მაღალი ალბათობის შემთხვევა, რომელსაც გარკვეული გავლენა შეიძლება ჰქონდეს განხორციელებულ საქმიანობაზე და მათემატიკური გათვლებით განისაზღვრება ამ შემთხვევის მოხდენის შედეგები. 2. დეტერმინირებული მეთოდი − ანალიზის მეთოდი, რომლის დროსაც გამოიყენება პარამეტრების გარკვეული ცალსახა მნიშვნელობები და რომლის შედეგად მიიღება ცალსახად განსაზღვრული სიდიდეები. 3. დიფერენცირებული მიდგომა − პროცესი ან მეთოდი, რომელიც ადგენს კონტროლის ზომების სიმკაცრესა და არსებულ პირობებს  კონტროლის დაკარგვისა და რისკის დონის ალბათობის შესაბამისად. 4. უსაფრთხოების  ანალიზი −  შესაძლო საფრთხეების შეფასება, რომელიც დაკავშირებულია ბირთვულ და რადიაციულ ობიექტთან ან საქმიანობასთან. 5. უსაფრთხოების ფუნქციები − პირობები, რომელთა შესრულებით უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბირთვულ და რადიაციულ ობიექტზე ან საქმიანობის განხორციელებისას რადიოლოგიური შედეგების შემცირება ან აღკვეთა ნორმალური ექსპლუატაციის ან/და ავარიის პირობებში. 6. წინამდებარე ტექნიკურ რეგლამენტში მოცემულ ყველა სხვა ტერმინს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში. მუხლი 4🔗. რადიოაქტიური ნარჩენების საცავის უსაფრთხოების შეფასებასთან დაკავშირებული ზოგადი მოთხოვნები 1. რადიოაქტიური ნარჩენების საცავის უსაფრთხოების შეფასების ძირითადი მიზანია, განისაზღვროს, არის თუ არა მიღწეული უსაფრთხოების სათანადო დონე რადიოაქტიური ნარჩენების საცავში შესაბამისი პრაქტიკული საქმიანობის განხორციელებისას და შეესაბამება თუ არა ეროვნულ და საერთაშორისო მოთხოვნებს. 2. უსაფრთხოების შეფასება წარმოადგენს რადიოაქტიური ნარჩენების საცავისა და მის ოპერირებასთან დაკავშირებული ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების ყველა ასპექტის შეფასებას. უსაფრთხოების შეფასება უნდა განხორციელდეს სისტემატურად, ბირთვული და რადიაციული ობიექტის მთელი  სასიცოცხლო ციკლისა და პრაქტიკული საქმიანობის განხორციელების მანძილზე. 3. რადიოაქტიური ნარჩენების საცავის უსაფრთხოების შეფასება უნდა განხორციელდეს/განახლდეს რადიოაქტიური ნარჩენების საცავის სასიცოცხლო ციკლისა და პრაქტიკული საქმიანობის შემდეგ სტადიებზე: ა) საცავის ადგილმდებარეობის შერჩევა; ბ) რადიოაქტიური ნარჩენების საცავის პროექტის შემუშავება; გ)  რადიოაქტიური ნარჩენების საცავის მშენებლობა; დ) რადიოაქტიური ნარჩენების საცავის ექსპლუატაციის დაწყება; ე) რადიოაქტიური ნარჩენების საცავის პროექტირების ან/და ექსპლუატაციის მოდიფიცირება; ვ) რადიოაქტიური ნარჩენების საცავის  სასიცოცხლო ციკლის გახანგრძლივება; ზ) რადიოაქტიური ნარჩენების საცავის ექსპლუატაციის შეწყვეტა ან/და დეკომისია; თ) დეკომისირებული რადიოაქტიური ნარჩენების საცავის ტერიტორიის რადიოლოგიური აღდგენითი სამუშაოების წარმოება და გათავისუფლება მარეგულირებელი კონტროლიდან. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული სტადიების გარდა, რადიოაქტიური ნარჩენების საცავის უსაფრთხოების შეფასება უნდა ჩატარდეს ექსპლუატაციის განმავლობაში არანაკლებ 10 წლის პერიოდულობით ან/და მარეგულირებელი ორგანოს მოთხოვნით. 5. რადიოაქტიური ნარჩენების საცავის უსაფრთხოების შეფასება უნდა განხორციელდეს პოტენციური საფრთხის არსებობის მთელი პერიოდის მანძილზე. 6. რადიოაქტიური ნარჩენების საცავის უსაფრთხოების შეფასება უნდა განახორციელოს ბირთვული და რადიაციული ობიექტის მფლობელმა. მუხლი 5🔗. დიფერენცირებული მიდგომა უსაფრთხოების შეფასებისას უნდა იქნეს გამოყენებული დიფერენცირებული მიდგომა დეტალიზაციის ხარისხის განსასაზღვრად კონკრეტული ბირთვული და რადიაციული ობიექტისა და პრაქტიკული საქმიანობიდან გამომდინარე შესაძლო რადიაციული რისკის მასშტაბის გათვალისწინებით. მუხლი 6🔗. რადიოაქტიური ნარჩენების საცავის უსაფრთხოების შეფასება 1. რადიოაქტიური ნარჩენების საცავის უსაფრთხოების შეფასებისას უნდა განხორციელდეს შემდეგი საკითხების შესწავლა: ა) უსაფრთხოების შეფასების მოსამზადებელი ეტაპი, რომელიც გულისხმობს ექსპერტული ცოდნის, საჭიროებებისა და ინფორმაციის მოძიებას; ბ) რადიოაქტიური ნარჩენების საცავისა და მისი ექსპლუატაციის პროცედურების აღწერა; გ) რადიოაქტიური ნარჩენების საცავის განთავსების ადგილის დახასიათება; დ) რადიოაქტიური ნარჩენების საცავში განთავსებული რადიოაქტიური ნარჩენების ქიმიური და ფიზიკური მახასიათებლების აღწერა; ე) რეესტრის წარმოება; ვ) მაქსიმალური ჯამური აქტივობის ლიმიტების კონტროლი; ზ) რადიონუკლიდების გაშვება/ჩაშვების დონეები; თ) რადიოაქტიური ნარჩენების საცავის პასუხისმგებელი პირის მონაცემები; ი) ფიზიკური დაცვის სისტემის აღწერა და დაშვების კონტროლი; კ) დოზის სიმძლავრის კონტროლი რადიოაქტიური ნარჩენების ზედაპირზე; ლ) ინციდენტისა და ავარიის რეაგირების გეგმების განხილვა; მ) რადიოლოგიური რისკების შეფასება, რომელიც შესაძლებელია განვითარდეს ექსპლუატაციის ან ავარიის შედეგად; ნ) რადიაციული დაცვის ზომების შეფასება; ო) მრავალშრიანი დაცვის შეფასება; პ) უსაფრთხოების ფუნქციების შეფასება; ჟ) საინჟინრო-ტექნიკური ასპექტების შეფასება; რ) ადამიანური ფაქტორების შეფასება; ს) უსაფრთხოების შეფასება ხანგრძლივ პერიოდზე. 2. უსაფრთხოების შეფასების შედეგად მიღებული მონაცემების საფუძველზე უნდა ჩატარდეს უსაფრთხოების ანალიზი. მუხლი 7🔗. უსაფრთხოების ანალიზი 1. უსაფრთხოების ანალიზში უნდა შეფასდეს რადიოაქტიური ნარჩენების საცავი და შესაბამისი საქმიანობა, როგორც ექსპლუატაციის პერიოდში, ასევე ექსპლუატაციის დასრულების შემდეგ ეტაპზეც. 2. უსაფრთხოების ანალიზის ჩატარების მიზანს წარმოადგენს რადიოაქტიური ნარჩენების საცავის ექსპლუატაციისა და ექსპლუატაციის დასრულების შემდეგ ეტაპზეც ინციდენტისა და ავარიის გამომწვევი მიზეზისა და მოსალოდნელი შედეგის გარემოსა და ადამიანზე ზეგავლენის განსაზღვრა. 3. უსაფრთხოების ანალიზი უნდა ჩატარდეს, როგორც  დეტერმინირებული, ასევე ალბათური მეთოდების გამოყენებით. დეტერმინირებული და ალბათური მეთოდების გამოყენებისას გათვალისწინებული უნდა იყოს დიფერენცირებული მიდგომა. 4. უსაფრთხოების ანალიზის ალბათური მეთოდების გამოყენებისას უნდა შეირჩეს მოსალოდნელი შემთხვევის ის მოდელი, რომელიც ხასიათდება მაქსიმალური ალბათობით. 5. უსაფრთხოების ანალიზის განხორციელებისას შეიძლება წარმოიქმნას გარკვეული განუსაზღვრელობები. განუსაზღვრელობების წარმოქმნა განპირობებულია ორი მიზეზით: ანალიზის ალბათური სახე და მონაცემთა არასაკმარისობა დეტერმინირებული მეთოდის გამოყენებისას. ანალიზის წარმოებისას შესაძლო განუსაზღვრელობების წარმოქმნა შეძლებისამებრ უნდა იქნეს დაყვანილი  მინიმუმამდე. 6. უსაფრთხოების ანალიზის დროს განიხილება შემდეგი საკითხები: ა) რადიოაქტიური ნარჩენების საცავისა და მასში განთავსებულ რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ უსაფრთხოების ნორმებსა და მოთხოვნებთან; ბ) რადიოაქტიური ნარჩენების საცავის ექსპლუატაციის პერიოდში შესაძლო ინციდენტისა და ავარიის შედეგები. მუხლი 8🔗. უსაფრთხოების შეფასების ანგარიში 1. რადიოაქტიური ნარჩენების საცავის უსაფრთხოების შეფასებისა და უსაფრთხოების ანალიზის შედეგები აისახება უსაფრთხოების ანგარიშში. 2.  რადიოაქტიური ნარჩენების საცავის ყოველი ახალი უსაფრთხოების შეფასების ჩატარების შემდეგ უსაფრთხოების შეფასების ანგარიში უნდა განახლდეს. 3. რადიოაქტიური ნარჩენების საცავის შეფასების ანგარიში უნდა ინახებოდეს რადიოაქტიური ნარჩენების საცავის ექსპლუატაციიდან გამოყვანის შემდეგ ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე. 4. რადიოაქტიური ნარჩენების საცავის უსაფრთხოების შეფასების ანგარიში დასამტკიცებლად წარედგინება მარეგულირებელ ორგანოს. 5. იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილი ანგარიში არ აკმაყოფილებს წინამდებარე ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს, მარეგულირებელი ორგანო უფლებამოსილია, არ დაამტკიცოს ანგარიში და ანგარიშის წარმდგენს განუსაზღვროს ვადა ხარვეზების აღმოსაფხვრელად. 6. ანგარიშის დამტკიცების შემთხვევაში, მარეგულირებელი ორგანო უფლებამოსილია, გასცეს რეკომენდაციები რადიოაქტიური ნარჩენების საცავის ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების, ფიზიკური დაცვისა და დაცულობის გასაუმჯობესებლად.  7. რადიოაქტიური ნარჩენების საცავის უსაფრთხოების შეფასების შედეგები უნდა იქნეს გამოყენებული: ა) რადიოაქტიური ნარჩენების საცავის ექსპლუატაციის პროცესში პროცედურების განსასაზღვრად, რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და შესაძლო ინციდენტებსა და ავარიებზე რეაგირების განსახორციელებლად; ბ) რადიოაქტიური ნარჩენების საცავის საჭირო კომპეტენციის პერსონალის განსასაზღვრად; გ) რადიოაქტიური ნარჩენების საცავისა და რადიოაქტიური ნარჩენების  მართვის ინტეგრირებული მიდგომის დასანერგად.