შპს „კასპის ინვალიდ ბავშვთა პანსიონატის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/16492-14
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/03/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე 2/16492-14

 

განჩინება

საქართველოს სახელით

გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შესახებ

2017წლის 2 მარტი

ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე  - თამარ ბურჯანაძე

სხდომის მდივანი  - მარიამ ხიდაშელი

 

განმცხადებელი - შპს  „კასპის ინვალიდ ბავშვთა პანსიონატი” (ს/კ 232539385)

წარმომადგენელი - დირექტორის შპს „რეაბილიტაციის” (ს/კ 206096419)  ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი - ბიძინა ჩიკვილაძე

გაკოტრების მმართველი - აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი - ლელა ხაციკიდუ

 

კრედიტორები - შემოსავლების სამსახური, ი/მ გულქან ბარნოვი, ლამარა ფულაძე, სიმონ ალიმბარაშვილი, აბესალომ ნავროზაშვილი, ზაქარია სომხიშვილი, გიორგი კანდელაკი, კობა კუნდუხაშვილი, გიორგი ნაპოვნიძე, მიხეილ ტერეზაროვი, ხათუნა ნაკაიძე, რამაზი ზაქარიაშვილი

მოთხოვნა - გაკოტრების საქმის წარმოების დასრულება

  სასამართლომ კრედიტორთა კრებაზე განიხილა გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების საკითხი და

 

გამოარკვია:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2014 წლის  22 სექტემბერს განცხადებით მომართა შპს „კასპის ინვალიდ ბავშვთა პანსიონატი-ს” დირექტორის შპს „რეაბილიტაციის” წარმომადგენლობაზე უფლებამოსილმა პირმა ბიძინა ჩიკვილაძემ და მოითხოვა  შპს „კასპის ინვალიდ ბავშვთა პანსიონატის” მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 29 სექტემბრის განჩინებით განცხადება მიღებული იქნა სასამართლო წარმოებაში, მეურვედ დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომ − აღსრულების ეროვნული ბიურო), და კანონით დადგენილი წესით მოწვეული იქნა კრედიტორთა პირველი კრება, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 12 ნოემბრის განჩინებით   გაკოტრების მმართველად დაინიშნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომ - აღსრულების ეროვნული ბიურო).

2017 წლის 17 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა გაკოტრების მმართველმა - აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა ლელა ხაციკიდუმ, რომელმაც წარმოადგინა   შპს „კასპის ინვალიდ ბავშვთა პანსიონატის” გაკოტრების საბოლოო ანგარიში და მოითხოვა გაკოტრების საქმის წარმოების დასრულება და სამეწარმეო რეესტრში შპს „კასპის ინვალიდ ბავშვთა პანსიონატის” რეგისტრაციის გაუქმება .

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის  2017 წლის 27 იანვრის განჩინებით 2017 წლის 21 თებერვალს 14:00 სთ-ზე მოწვეული იქნა კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით: 1. საზოგადოების კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხები. 2. გაკოტრების მმართველის ანგარიში და სამეურვეო ქონების რეალიზაციის შედეგები და განაწილება. 3. შპს „კასპის ინვალიდ ბავშვთა პანსიონატის” სამეწარმეო რეესტრიდან ამოშლა და საქმის წარმოების დასრულება.

2017 წლის 21 თებერვალს 14:00 სთ-ზე დანიშნულ კრედიტორთა კრებაზე განხილული იქნა კრედიტორების მიერ დაგვიანებით წარმოდგენილი განცხადებები  კრედიტორად აღიარების შესახებ, თუმცა ვერ მოხერხდა დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა  საკითხების განხილვა. შესაბამისად, კრედიტორთა კრება შეწყდა და გაგრძელდა  2017 წლის 02 მარტს 17:00 სთ-ზე, სადაც გაკოტრების მმართველის აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა წარმოადგინა  შპს „კასპის ინვალიდ ბავშვთა პანსიონატის” გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაზე გაკოტრების მმართველის საბოლოო ანგარიში და მოითხოვა ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის განაწილება წარმოდგენილი თანხის მიხედვით.

აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამოკვლეული იქნა შპს ,,კასპის ინვალიდ ბავშვთა პანსიონატის” ქონება და დააგინდა, რომ  კომპანიის აქტივს წარმოადგენდა მხოლოდ მოძრავი ქონება, რომლის საბაზრო ღირებულებამ, აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასებით, შეადგინა 32 759 ლარი.

აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოხდა აღნიშნული ქონების რეალიზაცია საჯარო აუქციონზე, სადაც ქონების ერთიანი კომპლექსის  სახით შეძენის სურვილი არავინ გამოთქვა, ხოლო მეორე და მესამე  აუქციონებზე ლოტებად დაშლილი ქონება გაიყიდა სრულად. ქონების სრულად რეალიზაციიდან ამოღებულმა თანხამ შეადგინა 5103,85 ლარი. აქედან 18%, რაც შეადგენს 778,56 ლარს გადარიცხული იქნა დამატებითი ღირებულების გადასახადის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში.

აუქციონიდან დარჩენილი თანხა 4325.29  ლარი კი განაწილდა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კნონის მე-40 მუხლისა და  სასამართლოს მიერ შედგენილი კრედიტორთა რეესტრის შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „კასპის ინვალიდ ბავშვთა პანსიონატის” კუთვნილი ქონების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა - 4325.29 ლარი სრულად მიექცა პირველი რიგის კრედიტორის - სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს” საკუთრებაში.

ვინაიდან აღნიშნულმა თანხამ სრულად ვერ დაფარა პირველი რიგის კრედიტორის სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს” (როგორც მეურვისა და გაკოტრების მმართველის) მოთხოვნა, - რომელიც ჯამში შეადგენს 5000 ლარს, პირველი რიგის კრედიტორის - სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს” დაუკმაყოფილებელ მოთხოვნად დარჩა 674.71 ლარი. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი მომდევნო რიგის მოთხოვნა კმაყოფილდება წინა რიგის მოთხოვნათა სრულად დაკმაყოფილების შემდეგ. შესაბამისად, ვინაიდან თანხა სრულად ვერ ფარავს წინა რიგის კრედიტორის მოთხოვნებს, შემდგომი რიგის კრედიტორთა მოთხოვნების თუნდაც ნაწილობრივ დაკმაყოფილება შეუძლებელია. აღნიშნულის შესაბამისად, დაუკმაყოფილებელი რჩება როგორც მე-4 რიგის კრედიტორის -  საქართველოს შემოსავლების სამსახურის უზრუნველყოფილი მოთხოვნა -  82 033.95 ლარი, ასევე  მე-7 რიგის კრედიტორების: ი/მ გულქან ბარნოვის, ლამარა ფულაძის, სიმონ ალიმბარაშვილის, აბესალომ ნავროზაშვილის, ზაქარია სომხიშვილის, გიორგი კანდელაკის, კობა კუნდუხაშვილის, გიორგი ნაპოვნიძის, მიხეილ ტერეზაროვის, ხათუნა ნაკაიძის, რამაზი ზაქარიაშვილის მოთხოვნებიც - ჯამში 27.775 ლარის ოდენობით.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, მოუსმინა გაკოტრების მმართველს ა და კრედიტორს, მიაჩნია , შპს „კასპის ინვალიდ ბავშვთა პანსიონატის  გაკოტრების საქმის წარმოება უნდა დასრულდეს.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გაკოტრების მმართველისა და კრედიტორთა ინფორმაციის შესაბამისად სასამართლოს გამოაქვს განჩინება გაკოტრების საქმის  წარმოების დასრულებისა და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7-9, 42-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,

 

დაადგინა:

 

1. დასრულდეს შპს „კასპის ინვალიდ ბავშვთა პანსიონატის” გაკოტრების საქმის წარმო ება (იურიდიული მისამართი: საქართველო, კასპის რაიონი, სოფ. ახალქალაქი (ს/კ 232539385).

2. სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრს დაევალოს შპს „კასპის ინვალიდ ბავშვთა პანსიონატის” (საიდენტიფიკაციო კოდი 232539285) რეგისტრაციის გაუქმება, (სამეწარმეო რეესტრიდან ამოშლა).

3. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში”, განთავსდეს სასამართლოს ვებგვერდზე.

4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა შპს „კასპის ინვალიდ ბავშვთა პანსიონატის” გაკოტრების საქმის წარმოების პროცესში მონაწილე პირების მიერ განჩინების ასლის გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

მოსამართლე                                                        თამარ ბურჯანაძე