შპს „პლაზა ფიტნესის“ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/32630-16
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/03/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/32630-16

ამონაწერი

კრედიტორთა კრების ოქმიდან

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

2017 წლის 2 მარტი

ქ. თბილისი

 

მოსამართლე – თამარ ბურჯანაძე

სხდომის მდივანი – მარიამ ხიდაშელი

მოვალე – შპს ,,პლაზა ფიტნესი” (ს/კ 404898777)

წარმომადგენელი – მალხაზ ალბორაშვილი

კრედიტორები – 1. შპს ,,პლაზა მენეჯმენტი“

2. ჯუმბერ ხატიაშვილი

3. შოთა ხატიაშვილი

4. შპს ,,ეი ბისი ABC"

წარმომადგენელი – ალექსანდრე მაისურაძე

5. გიორგი მაჭარაშვილი

წარმომადგენელი – ნინო გაწერელია

6. შემოსავლების სამსახური

წარმომადგენელი – ნინო მულაძე-ბარავკოვი

7. შპს ,,ბათუმი პლაზა”

8. შპს , ,G.S.G. GROUP"

მეურვე – აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი – ლელა ხაციკიდუ

დღის წესრიგი – 1. კრედიტორის მიერ დაგვინებით წარმოდგენილი განცხადების განხილვა კრედიტორად აღიარების შესახებ. 2. მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილების დამტკიცება

მოსამართლე აცხადებს განჩინებას გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების და გაკოტრების მმართველის დანიშვნის შესახებ:

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, მომრიგებელი საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება გაკოტრების შესახებ.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, გაკოტრების საქმის წარმოება იწყება მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად სასამართლოს მიერ გაკოტრების შესახებ გამოტანილი განჩინების გამოქვეყნებიდან. სასამართლოს განჩინება გაკოტრების შესახებ ქვეყნდება ამ კანონით დადგენილი წესით.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით გაკოტრების მმართველს ირჩევენ კრედიტორები გაკოტრების შესახებ სასამართლოს განჩინების გამოქვეყნებიდან 3 დღის ვადაში. თუ გაკოტრების მმართველი კრედიტორთა კრებაზე ვერ აირჩევა ან კრედიტორები არ წარადგენენ გაკოტრების მმართველის კანდიდატურებს, გაკოტრების მმართველად სასამართლო ნიშნავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს.

2017 წლის 02 მარტს გამართულ კრედიტორთა კრებაზე კრების დღის წესრიგის შესაბამისად განხილულ იქნა გაკოტრების მმართველის არჩევის საკითხი. კრედიტორების განმარტებით, მათ არ ჰყავთ გაკოტრების მმართველის კანდიდატურა. ამდენად, კანონის მითითებული ნორმის დანაწესის შესაბამისად, სასამართლო გაკოტრების მმართველად ნიშნავს სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7-8, 37-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს ,,პლაზა ფიტნესის” (ს/კ 404898777) მიმართ დაიწყოს გაკოტრების საქმის წარმოება.

2. შპს ,,პლაზა ფიტნესის” გაკოტრების მმართველად დაინიშნოს სსიპ – აღსრულების ეროვნულ ბიურო.

3. სსიპ – აღსრულების ეროვნულ ბიუროს შეუწყდეს მოვალე შპს ,,პლაზა ფიტნესის” მეურვის უფლებამოსილება.

4. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.

5. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან 05 (ხუთი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

მოსამართლე: თამარ ბურჯანაძე