შპს „ბაგები სითი ჯგუფის“ კრედიტორთა პირველი კრების გაგრძელების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/40113-16
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/03/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/40113-16

ამონაწერი

კრედიტორთა კრების ოქმიდან

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

2017 წლის 2 მარტი

ქ.თბილისი

მოსამართლე – თამარ ბურჯანაძე

სხდომის მდივანი – მარიამ ხიდაშელი

განმცხადებელი – შპს „ბაგები სითი ჯგუფი”

(საიდენტიფიკაციო ნომერი 205126781)

დირექტორი – ჯუმბერ ხატიაშვილი

წარმომადგენელი – მალხაზ ალბორაშვილი

მეურვე – აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი – ირაკლი წიკლაური

დღის წესრიგი – 1. მეურვის ანგარიშის მოსმენა;

2. კრედიტორად აღიარების საკითხის განხილვა;

3. მომრიგებელი საბჭოს წევრების დანიშვნა.

მოსამართლე აცხადებს კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ განჩინებას:

შპს „ბაგები სითი ჯგუფის” წარმომადგენელმა მალხაზ ალბორაშვილმა 2016 წლის 29 დეკემბერს განცხადებით მომართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა შპს „ბაგები სითი ჯგუფის” მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ განცხადება მიღებულ იქნა წარმოებაში, მეურვედ დაინიშნა აღსრულების ეროვნული ბიურო, კრედიტორთა პირველი კრება მოწვეულ იქნა 2017 წლის 21 თებერვალს, 16:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში.

2017 წლის 21 თებერვალს 16:00 სთ-ზე მოწვეული კრედიტორთა კრება ვერ ჩატარდება, მეურვის - აღსრულების ეროვნული ბიუროს კრებაზე გამოუცხადებლობის გამო. აღნიშნულის გათვალისწინებით, შპს ,,ბაგები სითი ჯგუფის”  წარმომადგენელთან მალხაზ ალბორაშვილთან და კრედიტორთან შეთანხმებით, კრედიტორთა კრება შეწყდა და გაგრძელდა 2017 წლის 2 მარტს 17:30 სთ-ზე.

 2017 წლის 2 მარტს 17:30 სთ-ზე გამართულ კრედიტორთა კრებაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება მოვალე შპს ,,ბაგები სითი ჯგუფის” ქონების მოძიების გაგრძელების შესახებ და მეურვეს აღსრულების ეროვნულ ბიუროს, მოვალის შპს ,,ბაგები სითი ჯგუფის“ ქონების მოსაძიებლად განესაზღვრა 15 დღის ვადა. მოცემულ კრებაზე ვერ იქნა განხილული დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხები.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის ოცდამეორე ნაწილის თანახმად, კრედიტორთა პირველი კრების ხანგრძლივობაა არაუმეტეს 7 სამუშაო დღისა. კრედიტორთა უბრალო უმრავლესობის არგუმენტირებული წერილობითი თხოვნის საფუძველზე მოსამართლეს შეუძლია ამ ვადის გაგრძელება არა უმეტეს 3 დღით.

 სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით.

დაადგინა:

1. კრედიტორთა პირველი კრება გაგრძელდეს 2017 წლის 28 მარტს 15:30 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6) სხდომის დარბაზი №19 შემდეგი დღის წესრიგით:

1. კრედიტორად აღიარების საკითხის განხილვა; 2. მომრიგებელი საბჭოს წევრების დანიშვნა.

2. განჩინება გამოქვეყნდეს "საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში", სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

მოსამართლე თამარ ბურჯანაძე