⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (25.01.2018)
გაუქმებულია:

ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ასპინძის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 13.03.2017
ძალის დაკარგვა 25.01.2018
გამომცემი ორგანო ასპინძის მუნიციპალიტეტი
ნომერი №3
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.140.016248
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 14/03/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 419 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.03.2017 მიღება
25.01.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (3)
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა მელიქიძე ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
დაბა IMG
ასპინძა 0,27
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ასპინძის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №3 2017 წლის 13 მარტი დაბა ასპინძა ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ასპინძის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დადგინდეს ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ასპინძის  თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი, დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ასპინძის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 9 თებერვლის №8 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 12/02/2016წ., ს/კოდი 200140030.35.140.016211). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა მელიქიძე დანართი ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე   სახელმწიფო და ასპინძის  თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში  არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ 1. ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ასპინძის მუნიციპალიტეტის  საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში – მიწის ნორმატიული ფასი)  დგინდება  შემდეგი ფორმულის მიხედვით: CN = IMG X ITL X C X K ა)  CN  - არის ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი; ბ) IMG  - ასპინძის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომლიც უდრის 0,27; გ) ITL  – არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის  1-ს ; დ) C – არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა 0,24 ლარის ტოლია. ე) K – მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი, რომლის მნიშვნელობა უდრის  100-ს. 2. პირველი პუნქტის  მიხედვით დაბა ასპინძაში ერთი კვ.მ მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით: დაბა IMG ITL C K CN (ლარი)       CN = IMG X ITL X C X K     ასპინძა 0,27 1 0,24 100 6,48 3. ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლებისათვის მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვრება  დაბა ასპინძისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის  50% ოდენობით და იგი შეადგენს 3,24 ლარს. 4. ასპინძის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია დაბა ასპინძისათვის დადგენილი ფასის 30% ოდენობით და იგი შეადგენს 1,94 ლარს. 5. ასპინძის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების  ნუსხის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია დაბა ასპინძისათვის დადგენილი  ფასის 100% ოდენობით და იგი შეადგენს 6,48 ლარს. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება მე-4 პუნქტით დადგენილი ფასი.