შპს „აჭარმშენტრანსის“ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/400
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/03/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

 

 საქმე №2/400

 

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე

 

2017 წლის 24 თებერვალი

 

ქ. ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე გენადი მაკარიძე

 

განმცხადებელი: შპს ,,აჭარმშენტრანსი’’ (ს/კ 245549429).

დირექტორი: ზვიად ბოლქვაძე.

მოთხოვნა – გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა.

 

 განიხილა განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

2017 წლის 20 თებერვალს შპს „აჭარმშენტრანსის“ სახელით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა დირექტორმა ზვიად ბოლქვაძემ და აღნიშნა, რომ საზოგადოებაში შექმნილია რთული ფინანსური მდგომარეობა. საზოგადოებას გააჩნია 240 431,08 ლარის კრედიტორული დავალიანება, რომელთა გადახდის საშუალება არ კომპანიას არ აქვს. კრედიტორული დავალიანებიდან უზრუნველყოფილი (საგადასახადო-საბიუჯეტო) დავალიანება შეადგენს 173 169,49 ლარს. ხოლო კომპანიის აქტივი შეადგენს 137 641 ლარს. საზოგადოებას უძრავი ქონება საკუთრებაში არ გააჩნია. შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციის მონაცემების მიხედვით, შპს ,,აჭარმშენტრანსის’’ სახელზე რეგისტრირებულია სატრანსპორტო საშუალებები: GAZ3110 (სახელმწიფო ნომერი FEF502), KAMAZ 5511 (სახელმწიფო ნომრით FEF561), VAZ 21213 (სახელმწიფო ნომრით FEF 358), IVECO M 29 (სახელმწიფო ნომერი BAR 983), HIDROMEX HMK 102 B (სახელმწიფო ნომერი BA858L), KIROVEC K 701 (სახელმწიფო ნომერი EE 311), MAZ 5551 (სახელმწიფო ნომერი FEF 496), CASE CX 210 (სახელმწიფო ნომერი RT436T), რომლებიც 01.012017 წლის მდგომარეობით ბალანსზე არ ერიცხებათ, (გარდა ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა: GAZ3110 (სახელმწიფო ნომერი FEF502) და KIROVEC K 701 (სახელმწიფო ნომერი EE 311), ვინაიდან ავტომანქანები: KAMAZ 5511 (სახელმწიფო ნომერი FEF 561), VAZ 21213 (ნომერი FEF 358), HIDROMEX HMK 102 B ( სახელმწიფო ნომერი BA858BL), MAZ 5551 (სახელმწიფო ნომერი FEF 496) CASE CX 210 (სახელმწიფო ნომერი RT436T), IVECO M 29 (სახელმწიფო ნომერი BAR 893) თბილისის სააღსრულებო ბიუროს განკარგულებებით შპს ,,აჭარმშენტრანსის’’ ქონება ნატურით გადაეცა და აღირიცხა სახელმწიფოს საკუთრებაში. საწარმოს ბალანსზე რიცხულია ძირითადი საშუალებები სულ 28 099 ლარის ოდენობით, საიდანაც 26 457 ლარი წარმოადგენს სავარაუდო დანაკლისს და 2016 წლის 22 სექტემბრის წერილით კომპანიას მიმართული აქვს შსს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტზე კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გასატარებლად. სახეზეა 6 დასახელების ძირითადი საშუალება ღირებულებით 1 642 ლარი. საზოგადოებას საბანკო ანგარიშებზე თანხა არ ერიცხება. კომპანიას 01.01.2017 წლის მდგომარეობით გააჩნია 67 362 ლარის სხვა არაუზრუნველყოფილი კრედიტორული (მათ შორის სახელფასო 31 793 ლარი) დავალიანება. კომპანიას გააჩნია 2 იურიდიული პირის დავალიანება 6468 ლარის ოდენობით. შპს ,,აჭარმშენტრანსი’’ არ არის რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისგებლობის საზოგადოების/კომანდიტური საზოგადოების წილობრივ და/ან სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორად. განმცხადებელი ითხოვს გაკოტრების საქმის წარმოების გახსნას და განმარტავს, რომ მოვალე თავისი ქონებით უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას.

 

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტის თანახმად, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე განჩინებით ინიშნება მეურვე. აღნიშნული კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტით მეურვის უფლებამოსილების განხორციელება დაკისრებული აქვს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აღსრულების ეროვნულ ბიუროს.

სასამართლო გაეცნო განცხადებას, თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ შპს ,,აჭარმშენტრანსის’’ განცხადება აკმაყოფილებს ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს და ის მიღებული უნდა იქნას სასამართლოს წარმოებაში.

 სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-13, მე-14, მე-15, მე-19, 21-ე, 24-ე, 25-ე, 26-ე, 27-ე, 29-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. განმცხადებლის შპს ,,აჭარმშენტრანსის’’ (ს/კ 245549429) განცხადება გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებული იქნას სასამართლოს წარმოებაში.

2 . მეურვედ დაინიშნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომ − აღსრულების ეროვნული ბიურო), აღნიშნულის შესახებ ეცნობოს მეურვეს.

3. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანის მომენტიდან მოვალეს ეკრძალება ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა მეურვის თანხმობის გარეშე, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობის გარეშე. ნებისმიერი კრედიტორი უფლებამოსილია კანონით განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი მოთხოვნები ვალის წარმოშობის საფუძვლის მითითებით .

4. შეჩერდეს მოვალის წინააღმდეგ დაწყებული იძულებითი აღსრულების ყველა ღონისძიება და არ დაიშვება იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება.

5 . იკრძალება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანამდე აღებული ვალების უზრუნველყოფა, შეჩერდეს ვალების გადახდა და პროცენტების, პირგასამტეხლოს, საურავების (მათ შორის, საგადასახადოსი) დარიცხვა/გადახდა. საქმიანობის უწყვეტობის შენარჩუნების მიზნით საწარმო უფლებამოსილია მეურვის თანხმობით, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობით იკისროს ახალი სახელშეკრულებო ვალდებულებები.

6. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანის მომენტიდან გადახდისუუნარობის (გაკოტრების, რეაბილიტაციის) საქმის წარმოების პროცესში მოვალის ინტერესებს იცავს მოვალის მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი. განცხადების წარმოებაში მიღებიდან 20 დღის განმავლობაში მოვალის მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია მეურვეს წარუდგინოს ინფორმაცია მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის შესახებ, აგრეთვე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების მომენტისათვის სასამართლოში მიმდინარე დავების თაობაზე. აღნიშნული ინფორმაციის წარუდგენლობა, ინფორმაციის განზრახ დაგვიანებით ან გაყალბებული სახით წარდგენა იწვევს წარდგენაზე ვალდებული პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

7. განემარტოს მეურვეს, რომ იგი უფლებამოსილია განახორციელოს კონტროლი საწარმოს მართვასა და წარმომადგენლობაზე თავისი უფლებამოსილების ვადის განმავლობაში, მეურვე ვალდებულია განიხილოს და შეაფასოს მოვალის კრედიტორული და დებიტორული დავალიანებები, მოამზადოს მოხსენება მოვალის გადახდისუუნარობის შესახებ და წარუდგინოს იგი სასამართლოს და მომრიგებელ საბჭოს, მოამზადოს და ორგანიზაციულად უზრუნველყოს კრედიტორთა კრება და კრედიტორთა კომიტეტის სხდომა თავისი უფლებამოსილების ვადის განმავლობაში. მოთხოვნის შესაბამისად წარუდგინოს ინფორმაცია სასამართლოს და მომრიგებელ საბჭოს გადახდისუუნარობის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე პროცედურების შესახებ.

8. განემარტოს მეურვეს, რომ იგი ვალდებულია შეინახოს სამეურვეო ქონება და დაიცვას იგი დაზიანებისა და განადგურებისაგან, განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებები, რომლებიც დაკავშირებულია სამეურვეო ქონების განკარგვის უფლების შეზღუდვასთან. ამ საკითხზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში სასამართლო ნებართვას გასცემს განჩინების ფორმით, დაადგინოს ყველა კრედიტორი და დაუყოვნებლივ შეატყობინოს მათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ. თავისი უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველსაყოფად დადოს ხელშეკრულებები და ისარგებლოს მესამე პირების მომსახურებით. კრედიტორთა პირველ კრებამდე მოიძიოს მოვალის ქონება. მოამზადოს დასკვნა მოვალის მოსაძიებელი ქონების შესახებ, რომლის არსებობაც დგინდება დოკუმენტური საფუძვლით, ასევე მოსაძიებელი ქონების მოძიების გაგრძელების ან შეწყვეტის მიზანშეწონილობის შესახებ და აღნიშნული დასკვნა საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგინოს კრედიტორთა კრებას. მეურვის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასურის ოდენობა განსაზღვრულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. მომსახურების საფასური ანაზღაურდება სამეურვეო ქონებიდან. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში მეურვის მიერ გაწეულ ხარჯებს აანაზღაურებს გადახდისუუნარობის საქმის აღძვრის ინიციატორი ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

9 . განემარტოთ კრედიტორებს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოქვეყნებიდან 20 დღის განმავლობაში კრედიტორებმა მოვალის მიმართ არსებული თავიანთი მოთხოვნები უნდა წარუდგინონ მეურვესა და სასამართლოს. მოთხოვნებს უნდა ერთოდეს მათი დამადასტურებელი დოკუმენტები და სხვა მტკიცებულებები. მეურვე უფლებამოსილია პირს, რომელსაც აქვს რაიმე პრეტენზია ან მოთხოვნა მოვალის მიმართ (სავარაუდო კრედიტორს), მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაცია და მტკიცებულებები მის მიერ წარდგენილ მოთხოვნებთან დაკავშირებით.

10. კრედიტორთა პირველი კრება მოწვეული იქნას 2017 წლის 18 აპრილს 15:00 საათზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11, დარბაზი №3) .

11. განჩინების გამოქვეყნება უზრუნველყოს მეურვემ ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში’’ არაუგვიანეს 2017 წლის 16 მარტისა, განჩინება გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე www.geocourts.ge .

12 . განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანა შეუძლიათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, რომელთა მიმართაც გამოტანილია განჩინება, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ქ. ქუთაისი, კუპრაძის №11) .

 

მოსამართლე                                                                                  გენადი მაკარიძე