შპს „იბერ მით ჯორჯიას“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე № 2/ 36016-2016
განჩინება
საქართველოს სახელით
კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
2017 წლის 2 მარტი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე: ლაშა ქოჩიაშვილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა განიხილა შპს „იბერ მით ჯორჯიას” კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
შპს „იბერ მით ჯორჯიას“ წარმომადგენელმა გიგა სულაქველიძემ 2016 წლის 25 ნოემბერს განცხადებით მომართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა შპს „იბერ მით ჯორჯიას“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 ნოემბრის განჩინებით შპს „იბერ მით ჯორჯიას“ განცხადება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებულ იქნა სასამართლოს წარმოებაში.
2016 წლის 14 დეკემბერს სს „თიბისი ბანკის” წარმომადგენელმა ვასილ ტიტვინიძემ და სს „ვითიბი ბანკი ჯორჯიას” წარმომადგენელმა თეიმურაზ წიქვაძემ კერძო საჩივრით, ხოლო 2016 წლის 22 დეკემბერს დაზუსტებული კერძო საჩივრით მომართეს სასამართლოს. 2016 წლის 29 დეკემბრის განჩინებით სს „თიბისი ბანკის” და სს „ვითიბი ბანკი ჯორჯიას” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას. შესაბამისად, გადაიდო 2017 წლის 16:00 იანვარს 15:00 საათზე მოწვეული კრედიტორთა პირველი კრება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 06 თებერვლის განჩინებით, სს „თიბისი ბანკის” და სს „ვითიბი ბანკი ჯორჯიას” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 ნოემბრის და 29 დეკემბრის განჩინებები.
გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოწვეული უნდა იქნეს შპს „იბერ მით ჯორჯიას“ კრედიტორთა პირველი კრება შემდეგი დღის წესრიგით: 1) მეურვის მოხსენება; 2) კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება; 3) მომრიგებელი საბჭოს წევრების არჩევა.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე შეტყობინება უნდა გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.“.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე, 30-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მოწვეულ იქნეს შპს „იბერ მით ჯორჯიას“ კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით:
1.1. მეურვის მოხსენება.
1.2. კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება.
1.3. მომრიგებელი საბჭოს წევრების არჩევა.
2. კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2017 წლის 20 მარტს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის №24 სხდომათა დარბაზში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).
3. დაევალოს შპს „იბერ მით ჯორჯიას“ მეურვეს კრედიტორებისათვის კრების ჩატარების შესახებ შეტყობინებების გაგზავნა, მასვე დაევალოს განჩინების გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე.
4. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გადაცემიდან ან გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.
მოსამართლე: ლაშა ქოჩიაშვილი